ბელგიის პოლიციამ 4 მოზარდი ისლამისტური ტერაქტის დაგეგმვის ბრალდებით დააკავა

ბელგიაში პოლიციამ 4 მოზარდი დააკავა, რომლებსაც ისლამისტური ტერაქტის დაგეგმვა ედებათ ბრალად. პოლიციამ ისინი ბრიუსელში, ნინოვეში, შარლერუასა და ლიეჟში, მათ საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული რეიდის დროს დააკავა. ბრალდებულები, 18 წლის მოზარდი და 3 არასრულწლოვანი, ტერაქტის გეგმის შესახებ ერთმანეთს ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდნენ. რეიდის შედეგად სამართალდამცავებმა ბრალდებულთა პირადი ლეპტოპები და მობილური ტელეფონები წაიღეს, რათა გაანალიზონ. “არ ყოფილა, რომ რამეს […]

დავით მათიკაშვილი – ოპოზიცია ცდილობს, ბნელ ოთახში შავი კატა იპოვოს და ეს კატა იქ არ არის – ყველა ცვლილება ესადაგება 9-პუნქტიანი გეგმის შესრულებას და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს

ოპოზიცია ცდილობს, რომ ბნელ ოთახში შავი კატა იპოვოს, ეს კატა იქ არ არის – ყველა ცვლილება ესადაგება 9-პუნქტიანი გეგმის შესრულებას და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, დამოუკიდებლობის ხარისხი ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის არჩევის წესიდან გამომდინარეობს, რომელიც ამ თვალსაზრისით სუბიექტურ მიდგომებს გამორიცხავს. […]

კახა კალაძე ოპოზიციაზე – კოალიციების შექმნით უნდათ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ – თითქოს, განსხვავებულები არიან და „ნაციონალებთან“ კავშირი არ აქვთ

კოალიციების შექმნით უნდათ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ – თითქოს, განსხვავებულები არიან და „ნაციონალებთან“ კავშირი არ აქვთ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, გაუგებარია რა კოალიციაზე საუბრობს ოპოზიცია ან რა შანსები აქვთ მათ მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებზე. „მე არ ვიცი, რა კოალიციაზეა საუბარი ან რა შანსები აქვთ მათ. ყველა პოლიტიკური პარტია […]

„სასამართლოს გუშაგი“ იმ მოსამართლეების სიას აქვეყნებს, რომელთაც, ორგანიზაციის აზრით, კეთილსინდისიერების შემოწმება შეეხებათ

„სასამართლოს გუშაგი“ იმ მოსამართლეების სიას აქვეყნებს, რომელთაც, არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, კეთილსინდისიერების შემოწმება შეეხებათ. აღნიშნულთან დაკავშირებით ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ საუბარია დაახლოებით 60 პირის კეთილსინდისიერების შემოწმებაზე, რომელსაც სასამართლო სისტემაში წამყვანი პოზიციები უკავია. „საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია 2023 წლის 14 დეკემბრიდან, რაც საქართველოს ხელისუფლებას ავალდებულებს მიმდინარე წელს განახორციელოს მთელი რიგი რეფორმები სხვადასხვა მიმართულებით. სასამართლო რეფორმა […]

კახა კალაძე – უამრავი დრო და შესაძლებლობა არსებობდა იმისთვის, რომ ტაქსის მძღოლებს აეღოთ ის ლიცენზია, რომელიც მათთვის იქნებოდა მნიშვნელოვანი

ტაქსის მძღოლებს შესაბამისი დრო ჰქონდათ განსაზღვრული იმისთვის, რომ კატეგორია აერჩიათ და მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი შეღავათით ესარგებლათ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ B კატეგორიის ტაქსის მძღოლების მიერ გამოთქმულ იმ პროტესტთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც A კატეგორიის ტაქსების მსგავსად, საავტობუსო ზოლში მოძრაობის უფლების მინიჭებას ეხება. კახა კალაძემ აღნიშნა, რომ დაგეგმილია გარკვეული ცვლილებები. „რეგულაციები უკვე დაწესებულია. უამრავი […]

კახა კალაძე – მთელმა მსოფლიომ გაიგო, რას წარმოადგენს კეზერაშვილი, თაღლითური ხერხებით რომ მოქმედებდა და ძარცვავდა პენსიონერებს

მთელმა მსოფლიომ გაიგო, რას წარმოადგენს კეზერაშვილი, თაღლითური ხერხებით რომ მოქმედებდა და ძარცვავდა პენსიონერებს,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. კერძოდ, დედაქალაქის მერმა კითხვას უპასუხა, რომლის თანახმად, სენატორებმა და კონგრესმენებმა ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაქირავებულ ლობისტებთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს. მისი განცხადებით, აღნიშნული უარი განაპირობა კეზერაშვილის თაღლითურმა საქმიანობამ, რაც პენსიონერების ძარცვის ფაქტებს გულისხმობდა. „ცხადია, შეხვედრა […]

გლობალური სტარტაპ ფონდის სამიტი სტარტს იღებს

გლობალური სტარტაპ ფონდის ყოველწლიური სამიტი სტარტს იღებს. მრავალმილიონიანი დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა და სესიები ანგელოზი ინვესტორების ჯგუფთან ისრაელიდან, პრეაქსელერატორი და სტარტაპ კონკურსი, პანელური დისკუსიები და მასტერკლასები მეწარმეობის წამყვანი როლის შესახებ – ყველაფერი ეს ქართული სტარტაპებისთვის, ინოვაციების, მეცნიერების და კვლევების სფეროს წარმომადგენლებისთვის, სტუდენტებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის, 28-29 მაისს, თბილისში გაიმართება. 2019 წელს, ისრაელის მხარესთან პარტნიორობით, ბიზნესისა […]

გია ხუხაშვილი – სააკაშვილმა ცოტა ხანი თავი დაგვანებოს, წიგნი დაწეროს – ქვეყნის დაზიანებას ციხიდანაც ახერხებდა, უკრაინიდანაც, „რეფრიჟერატორიდანაც“ და პირველად ვხედავ, რომ ადამიანი ამას საავადმყოფოდანაც ახერხებდეს

სააკაშვილი რატომ კარგავს ამ დროს, დაჯდეს, ამდენი აქვს გასახსენებელი, ამდენი კარგიც აქვს გაკეთებული, შეცდომებიც აქვს, დაწეროს წიგნი. სადაც შეცდომები დაუშვა, ნაცარი დაიყაროს თავზე, როგორ დავიჯერო, რომ სინანულის გრძნობა არაფერზე არ აქვს, ცოტა ხანს დაგვანებოს თავი. საკუთარ თავს და ჯანმრთელობას მიხედოს და ნუ აზიანებს ამ ქვეყანას. პირველად მესმის, რომ საავადმყოფოდანაც ადამიანი აზიანებდეს პროცესებს და ქვეყანას, ეს […]

კახა კალაძე – არანაირი ღარიბაშვილის, კალაძის, კობახიძის, პეტრეს და პავლეს კადრები არ არსებობს – არსებობს „ქართული ოცნების“ კადრები

სისულელეა, არანაირი ღარიბაშვილის, კალაძის, კობახიძის, პეტრეს და პავლეს კადრები არ არსებობს – არსებობს „ქართული ოცნების“ კადრები, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საკადრო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მმართველ გუნდში არანაირი დაპირისპირება არ არის. „სისულელეა. არანაირი ღარიბაშვილი, კალაძის, კობახიძის, პეტრეს და პავლეს კადრები არ არსებობს. არსებობს „ქართული ოცნების“ კადრები. ჩვენ ვართ ერთი გუნდი […]

აპლიკაციით დასაქმებულმა ტაქსის მძღოლებმა პროფკავშირებთან ერთად რესპუბლიკის მოედანზე მორიგი აქცია გამართეს

აპლიკაციით დასაქმებულმა ტაქსის მძღოლებმა პროფკავშირებთან ერთად რესპუბლიკის მოედანზე მორიგი აქცია გამართეს. აქციის ერთ-ერთი მონაწილის ზურაბ ბუნტურის განცხადებით, მათი მოთხოვნა არა საავტობუსო ზოლზე B კატეგორიის ტაქსებისთვის მოძრაობის უფლების მიღება, არამედ მხოლოდ მგზავრის ჩასმა-ჩამოსმის უფლების მიღებაა. „ამ დროისთვის, ჩვენი მთავარი მოთხოვნაა პირდაპირ მთავრობიდან, მერიიდან ან მუნიციპალიტეტიდან წარმომადგენლის გამონახვა, რომელიც გაუწევს მედიატორობას ჩვენს და “იანდექსსა” და “ბოლტს” შორის […]