კახა კალაძე – საქართველო არ არის ხელწამოსაკრავი, ვიღაც ევროპარლამენტარმა გააკეთოს მოწოდებები და მითითებები, თუ ვინ უნდა გათავისუფლდეს და ვინ დააკავონ – საქართველო არ არის რომელიღაც ქვეყნის გუბერნია

საქართველო არ არის ხელწამოსაკრავი ქვეყანა, ვიღაც ევროპარლამენტარმა გააკეთოს მოწოდებები და მითითებები, თუ ვინ უნდა გათავისუფლდეს, დააკავონ და ასე შემდეგ – საქართველო არ არის რომელიღაც ქვეყნის გუბერნია,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. აღნიშნულით მან, ევროპარლამენტარის, ლარს პატრიკის განცხადება შეაფასა, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების პროცესი საქართველოს შიდა საკითხია, თუმცა ის ჰუმანიტარული […]

სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს, შესაძლოა, თანამდებობრივი სარგო გაეზარდოთ

სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს, შესაძლოა, თანამდებობრივი სარგო გაეზარდოთ. ამის შესაძლებლობას “საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომლითაც დაგეგმილია სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის დღეს მოქმედი თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტის ფიქსირება. პროექტის ავტორები “ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან, რომელთა განმარტებითაც, ცვლილება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის გასამრჯელოს ოდენობის ზრდას გამოიწვევს. დღეს არსებული ანაზღაურების წესის საფუძველზე კონკრეტულად განსაზღვრული კოეფიციენტი […]

დავით მათიკაშვილი – არანაირი კოალიცია და „შუაშისტური“ პარტია არ არსებობს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლილ მდგომარეობაში არჩევნებამდე

არანაირი კოალიცია და არანაირი „შუაშისტური“ პარტია არ არსებობს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლილ მდგომარეობაში არჩევნებამდე – ამ ვითომ „შუაშისტურ“ პარტიებს შეიძლება 5%-იანი ბარიერის გადალახვაც კი გაუჭირდეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ყველა პარტიული წარმონაქმნი კოლექტიური “ნაცმოძრაობის” ნაწილს წარმოადგენს. როგორც მათიკაშვილი აღნიშნავს, ახლა არის მცდელობა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” […]

“30 წელში შეუძლებელი რეფორმები 2 წელში განვახორციელეთ” – აზარაშვილი საქმიანობას აჯამებს

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და თავის ორწლიან საქმიანობას აჯამებს. აზარაშვილი, რომელიც თანამდებობიდან ახალმა პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ “მართვის, კომუნიკაციის კუთხით პრობლემების” მიზეზით გადააყენა, ვრცელ პოსტში მადლობას ყოფილ პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს უხდის. “გულწრფელი მადლობა მსურს, გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს 4 წლის წინ გამოჩენილი ნდობისთვის, 20 წლიანი საბანკო საქმიანობის შემდეგ რომ მომცა შესაძლებლობა, […]

ეგვიპტური მედია: ღაზის ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი წინსვლაა

ეგვიპტური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების პროცესში მნიშვნელოვანი წინსვლაა. მოლაპარაკებები მხარეებს შორის კაიროში მიმდინარეობს. ეგვიპტე, კატარი და აშშ ბოლო თვეების მანძილზე მხარეებს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისკენ მოუწოდებენ. გავრცელებული ინფორმაციით, დიდი ალბათობაა, რომ ისრაელსა და ჰამასს შორის 6-კვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიდოს. რამდენიმე დღეში ისლამურ სამყაროში რამადანის თვე იწყება. ჰამასთან აფილირებული წყაროების […]

რას ნიშნავდა კვარაცხელიას აღნიშვნა “იუვენტუსთან”? – “ნაპოლის” ფანები ქართველის ჟესტით კმაყოფილები არიან

გუშინ, 3 მარტს, სერია A-ს 27-ე ტურში “ნაპოლიმ” “იუვენტუსს” უმასპინძლა და მეტოქე 2:1 დაამარცხა. შეხვედრაში ანგარიში “პარტენოპეის” გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა, ქართველმა გოლი საკუთარი კერპის კრიშტიანო რონალდოს სტილში (მე აქ ვარ) აღნიშნა. რამაც “ნაპოლის” ქომაგებს მისცა იმედი, რომ “კვარა” უახლოეს მომავალში გუნდის დატოვებას არ გეგმავს. შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში “პარტენოპეის” მაისურით ყველა ტურნირზე 35 […]

ცესკოს დელეგაცია გიორგი კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით, კალიფორნიის შტატში პრეზიდენტის პრაიმერის არჩევნებს დააკვირდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) დელეგაცია გიორგი კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით კალიფორნიის შტატში – ლოს ანჯელესში გამართულ პრეზიდენტის პრაიმერის არჩევნებს დააკვირდა. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, დელეგაცია კალიფორნიაში ლოს ანჯელესის ადმინისტრაციული ოლქის ხელმძღვანელის დინ ლოგანისა და საერთაშორისო ორგანიზაცია Transparencia Electoral-ის მიწვევით იმყოფება. „დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი, ცესკოს წევრები გიორგი ძაგანია და […]

გენადი არველაძემ ბრიტანეთთან სტრატეგიული შეთანხმების ფარგლებში არსებული ვაჭრობის კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ, როგორც საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული შეთანხმების ფარგლებში არსებული ვაჭრობის კომიტეტის რიგით მე-2 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ლონდონში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. „გაერთიანებული სამეფო საქართველოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული ეკონომიკური პარტნიორია. ამდენად, ამ ქვეყანასთან თანამშრომლობის გაღრმავება სხვადასხვა პლატფორმის მეშვეობით […]

უკრაინის დაზვერვა – უცნობმა პირებმა რუსეთში სარკინიგზო ხიდი ააფეთქეს, რომელსაც საბრძოლო მასალის გადასატანად იყენებდნენ

რუსეთის სამარის ოლქში უცნობმა პირებმა სარკინიგზო ხიდის საყრდენი ააფეთქეს. უკრაინის დაზვერვის ცნობით, ეს სარკინიგზო ხაზი გამოიყენებოდა საბრძოლო მასალის გადასაზიდად და მისი აღდგენა უახლოეს კვირებში შეუძლებელი იქნება, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „რკინიგზის ხაზს აგრესორი სახელმწიფო სამხედრო ტვირთის გადასაზიდად იყენებდა, კერძოდ, სამარის ოლქის ქალაქ ჩაპაევსკში მდებარე „პოლიმერის“ ქარხნის მიერ წარმოებული საინჟინრო საბრძოლო მასალის გადასაზიდად. სარკინიგზო ხიდის […]

კალაძე: ღარიბაშვილის, კობახიძის კადრები არ არსებობს – არსებობს ქართული ოცნების კადრები

„არანაირი ღარიბაშვილის, კალაძის, კობახიძის კადრები არ არსებობს, არსებობს ქართული ოცნების კადრები“ – თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ. კითხვის მიხედვით მთავრობის ადმინისტრაციაში ღარიბაშვილის კადრების წმენდა დაიწყო. „ეს არის სრული სისულელე. არანაირი ღარიბაშვილის, კალაძის, კობახიძის, პეტრეს, პავლეს კადრები არ არსებობს, არსებობს ქართული ოცნების კადრები. ჩვენ ვართ ერთი გუნდი, რომელსაც ჰქვია ქართული ოცნება – დემოკრატიული […]