ჩემს ორწლიან ძალისხმევაში შედეგებს 90% და პიარულ აქტივობებს 10% ეთმობოდა – აზარაშვილი

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც თავის ორწლიან საქმიანობას აჯამებს. აზარაშვილი, რომელიც ახალმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თანამდებობიდან „მართვის და კომუნიკაციის კუთხით” პრობლემების გამო გადააყენა, თავის საქმიანობის ანგარიშის შესახებ ვრცელ პოსტს სწორედ იმით იწყებს, რომ „ხშირად მოკლევადიანი პიარით მოხიბლულებს ვინ ვართ გვავიწყდება“. ზურაბ აზარაშვილი თავის პოსტში ნდობის გამოცხადებისთვის მადლობას ყოფილ პრემიერ-მინისტრს, […]
რატი ანდრონიკაშვილი მოედანს “ბარსელონასთან” დაუბრუნდა

2-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ რატი ანდრონიკაშვილი მოედანს დაუბრუნდა. ესპანური “სარაგოსას” 22 წლის ქართველისთვის წინა მატჩი, რომელიც 6 იანვარს, “გრანადას” წინააღმდეგ ითამაშა, სადებიუტო იყო და სწორედ იმ შეხვედრაში დაშავდა. მას შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი გაიწელა. რატი ეროვნული ნაკრების შეკრებაზეც იმყოფებოდა, მაგრამ მწყობრში არ იყო და ესპანეთში დაბრუნდა. ანდრონიკაშვილმა 2-თვიანი პაუზის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატის 23-ე ტურში, “ბარსელონასთან” ითამაშა. […]
“არ ვარ ჩართული ამ კონსულტაციებში” – სარჯველაძე ჯანდაცვის ახალი მინისტრის დანიშვნაზე

ქართული ოცნების დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ დაინიშნება ჯანდაცვის ახალ მინისტრად. ამასთან, სარჯველაძე ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე კონსულტაციებში ჩართული არ არის. “არ მაქვს ინფორმაცია, გულწრფელად რომ გითხრათ. მე არ ვარ ჩართული ამ კონსულტაციებში. პრემიერი როდესაც იცვლება, ამას შეიძლება რა თქმა უნდა, რომ ახლდეს გარკვეული ცვლილებები, რაც გამოწვეულია […]
ოფიციალური აღრიცხვის შედეგების მიხედვით, დედაქალაქში 30 ათასზე მეტი მიუსაფარი ძაღლია

მიუსაფარი ძაღლების ოფიციალური აღრიცხვის შედეგების მიხედვით, დედაქალაქში 30 150 ძაღლი ირიცხება. როგორც კვლევის შედეგებიდან ირკვევა, ოფიციალურად აღრიცხული მიუსაფარი ძაღლების მხოლოდ 32% ანუ 10 500 ძაღლია სტერილიზებული. კვლევა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაკვეთით განხორციელდა. როგორც კვლევის განმახორციელებელ ორგანიზაციაში აცხადებენ, 2024 წელს აქცენტი ძაღლების სტერილიზაციაზე გაკეთდება. ცნობისთვის, თბილისში მიუსაფარი ძაღლების ფართომასშტაბიანი კვლევა 2023 წელს სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. […]
საქართველოში ევროპის წამყვანი მედიასაშუალებების ტური მიმდინარეობს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პოპულარული საერთაშორისო გამოცემების: “Le Figaro”, „The Telegraph“, „GQ“, „Die Presse“, „Snow“, „Backcountry Magazine“, „Downdays“ წარმომადგენლებს მასპინძლობს. პრესტურის ფარგლებში, საქართველოს საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ავსტრიიდან წამყვანი ჟურნალისტები ეწვივნენ. მედიის წარმომადგენლებმა თბილისი, ქუთაისი, პრომეთეს მღვიმე და მესტია მოინახულეს. ჟურნალისტებმა მესტიაში ფრირაიდის მსოფლიო ტური გააშუქეს. „საქართველოში პირველად ვარ, გაოცებული ვარ ამ ხედებით რომელიც ჩვენს […]
ქობულეთში, ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს

გავრცელებული ინფორმაციით, ქობულეთში, გვიან ღამით, ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა ჩოლოქის დასახლებაში მოხდა. TV25-ის ინფორმაციით, 27 წლის კაცს ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ის პირველ მარტს ბათუმში გაუჩინარდა. “მთავარი არხის” ვებგვერდი დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს. დამატებითი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.
საცხოვრებელ ობიექტსა და მაღაზიებში ქიმწმენდის მოწყობა აიკრძალა – მთავრობის დადგენილება

ქიმწმენდის საწარმოებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდა, რომელიც ამ სახის ობიექტის გარკვეულ შენობებში, მათ შორის საცხოვრებელში განთავსებას კრძალავს. ამასთან, ქიმწმენდებს რეგისტრაციის ვალდებულება უჩნდებათ. საქართველოს მთავრობამ ქიმწმენდის ობიექტების მოწყობის, ფუნქციონირებისა და ექსპლუატაციის სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა, რომელიც ყველა ტიპის ქიმწმენდაზე ვრცელდება. 1-ელ მარტს, საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დადგენილების თანახმად, დაუშვებელია ქიმწმენდის საწარმოების განთავსება საცხოვრებელი, სამედიცინო, საგანმანათლებლო და […]
“რეზოლუციამ გამოხატა წუხილი სააკაშვილის მდგომარეობაზე” – ევროპარლამენტარი ოცნებას პასუხობს

ევროპარლამენტარი ლარს პატრიკ ბერგი აცხადებს, რომ მართლმსაჯულების პროცესი საქართველოს შიდა საკითხია, თუმცა ის ჰუმანიტარული თანაგრძნობის საშუალებას უნდა იძლეოდეს. ამ განცხადებით მან ფორმულას კითხვას უპასუხა, რომელიც ევროპარლამენტარების მიმართ ქართული ოცნების კრიტიკას ეხებოდა. კერძოდ, მმართველი გუნდის ლიდერები ევროპელ ლიდერებს რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილის შესახებ შეტანილი ცვლილების გამო დაესხნენ თავს. კრიტიკამდე ევროპარლამენტარ ლარს პატრიკ ბერგს ქართული ოცნების წევრები შეხვდნენ. […]
ფინეთი NATO-ს წევრის სტატუსით, ალიანსის წვრთნებში მონაწილეობას პირველად მიიღებს

ფინეთი, NATO-ს წევრი ქვეყნის სტატუსით, ალიანსის თავდაცვით წვრთნაში მონაწილეობას პირველად მიიღებს. Nordic Response 2024 დღეს დაიწყო და წვრთნები ფინეთში, შვედეთსა და ნორვეგიაში გაიმართება. სწავლება სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო მანევრებს მოიცავს და მასში მონაწილეობას 14 ქვეყნის დაახლოებით 20 000-მდე სამხედრო მიიღებს, მათ შორის, 4 100 ფინელი ჯარისკაცი. ფინეთის ახლად არჩეულის პრეზიდენტის, ალექსანდრ შტუბის თქმით, პრეზიდენტის რანგში […]
რუსეთში, სამარის ოლქში სარკინიგზო ხიდის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა უკრაინამ აიღო

4 მარტის დილას, რუსეთში, სამარის ოლქში, მდინარე ჩაპაევკაზე გადებული ხიდი აფეთქდა. მოგვიანებით აფეთქებაზე პასუხისმგებლობა უკრაინის დაზვერვის სამსახურმა აიღო. “2024 წლის 4 მარტს, დაახლოებით 6 საათზე, საყრდენი კონსტრუქციების აფეთქების შედეგად დაზიანდა ხიდი”. – წერია დაზვერვის სამსახურის განცხადებაში. უკრაინის დაზვერვის სამსახურის თქმით რუსეთი ხიდს სამხედრო ტვირთის, კერძოდ ქარხანა პოლიმერის მიერ წარმოებული სამხედრო-საინჟინრო ტექნიკის გადასაზიდად იყენებდა. ამ ეტაპზე […]