კახა კალაძე – დეპორტირებული პირები ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან და შეუძლიათ გამოიყენონ ყველა ის პროგრამა და პროექტი, რომელიც სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებას გააჩნია

დეპორტირებული პირები ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან და შეუძლიათ გამოიყენონ ყველა ის პროგრამა და პროექტი, რომელიც სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებას გააჩნია,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, თუ რა პოლიტიკა აქვს ხელისუფლებას დეპორტირებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით. მისივე თქმით, თუ არ აქვთ საცხოვრებელი, შეუძლიათ მიმართონ დედაქალაქის მერიას. „ისინი ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან. შეუძლიათ გამოიყენონ ყველა ის […]

1866 წ. 4 მარტს პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთის „დროება“ I ნომერი გამოიცა

პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი „დროება“ 1866 წ. 4 მარტს დაარსდა თბილისში. დამაარსებელი და პირველი რედაქტორი იყო გ. ე. წერეთელი. 1866–74 წლებში გაზეთი გამოდიოდა კვირაში ერთხელ, 1875–77 წლებში კვირაში სამჯერ, 1877- წლიდან კი ყოველდღიურად. „დროებამ“ “საქართველოს მოამბის” საუკეთესო ტრადიციები განაგრძო . გაზეთის რედაქცია იქცა ეროვნულ – განმათავისუფლებელი მოძრაობისა და ეროვნული კულტურის ერთ-ერთ ცენტრად. მან უდიდესი როლი […]

ჩხოროწყუს მერზე სავარაუდო თავდასხმისთვის მერიის ყოფილი თანამშრომელი დააკავეს

დააკავეს ჩხოროწყუს მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ყოფილი უფროსი, ედემ კვარაცხელია. გავრცელებული ინფორმაციით, მას გასულ კვირას ჩხოროწყუს მერთან, დათო გოგუასთან კონფლიქტი მოუვიდა. კონფლიქტის მიზეზად მისი სამსახურიდან გათავისუფლება სახელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას გულისხმობს. დაკავებამდე ერთი დღით ადრე, 2 მარტს კვარაცხელიამ მთავარ არხთან […]

ტაქსის მძღოლები ,,იანდექსისა” და ,,ბოლტის” წინააღმდეგ

ტაქსის მძღოლები საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოში შეეცდებიან – მძღოლებს სარჩელი ორი კომპანიის “იანდექსის” და “ბოლტის” წინააღმდეგ შეაქვთ. საქმე ეხება ავტობუსის ზოლში გადაადგილების უფლების მოპოვებას. აპლიკაციით დასაქმებულების ინფორმაციით, თბილისში ყველა ტაქსის უნდა შეეძლოს ავტობუსის ზოლში მოძრაობა. მოქალაქეები მიმართავენ თბილისის მერიას თანაბარ პირობებში ჩააყენოს A და B კატეგორიის მძღოლები. ირკვევა, რომ ყვითელი ნიშნულის გადაკვეთის შემთხვევაში მანქანებს უკონტაქტო […]

,, აღარასდროს დაბრუნდება ის დრო, რაც დამხვდა” – რას წერს ზურა აზარაშვილი

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურა აზარაშვილი ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც რამდენიმე საინტრესო მინიშნებას აკეთებს: ,,მინდა, საზოგადოებისთვის ჩემი სამინისტროში მოღვაწეობის ორწლიანი ანგარიში, მადლიერებით დავიწყო, რადგან ხშირად მოკლევადიანი პიარით მოხიბლულებს ვინ ვართ გვავიწყდება. გულწრფელი მადლობა მსურს, გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს 4 წლის წინ გამოჩენილი ნდობისთვის, 20 წლიანი საბანკო საქმიანობის შემდეგ რომ მომცა შესაძლებლობა, მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის, ჯერ ქვეყნის თავდაცვის […]

პოლიტიკური თანამდებობის პირებს, შესაძლოა, ხელფასი გაეზარდოთ – კანონპროექტი

სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს, შესაძლოა, თანამდებობრივი სარგო გაეზარდოთ. “ქართული ოცნების” დეპუტატებმა “საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებები მოამზადეს, რომლითაც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის დღეს მოქმედი თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტის დადგენა იგეგმება. როგორც დეპუტატები განმარტავენ, ცვლილება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის გასამრჯელოს ოდენობის ზრდას გამოიწვევს. პროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ კანონმდებლობა სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებს უფლებას აძლევს, მათი […]

ბანკების მიმართ პრეტენზიები 38%-ით გაიზარდა – რაზე ჩივიან მომხმარებლები

2024 წლის იანვარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომერციული ბანკების მიმართ პრეტენზიები 38%-ით გაიზარდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წელს იანვარში მომხმარებლების მხრიდან 2 237 საჩივარი დაიწერა, 2022 წლის იანვარში კი 1 624. 2024 წლის იანვარში დაფიქსირებული პრეტენზიებიდან, ყველაზე მეტი მიმდინარე ანგარიშებზე, სამომხმარებლო სესხებსა და საკრედიტო ბარათებზე დაფიქსირდა. პროდუქტების მიხედვით საჩივრების ხუთეული ასეთია: · მიმდინარე ანგარიში/სადებეტო ბარათი […]

2024 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო

დღეიდან 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაცია 4 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება. საგამოცდო ცენტრები კვლავ გაიხსნება: თბილისში, რუსთავში, თელავში, გორში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ოზურგეთში, ბათუმში, ახალციხეში, ხულოსა და ამბროლაურში. 2024 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, საერთო სამაგისტრო გამოცდასა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რეგისტრაცია მიმდინარეობს ვებგვერდზე: online.naec.ge. რეგისტრაციის […]

რისკი იმისა, რომ ინტერნეტიზაციისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობა 2025 წლისთვის ვერ მოესწრება, მაღალია – აუდიტი

ინტერნეტიზაციის ხელმისაწვდომობის აუდიტის ანგარიში მიხედვით, 2025 წლისთვის ინტერნეტიზაციისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობის ვერ მოსწრების რისკი მაღალია. ეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პროგრამასთან დაკავშირებული ანგარიშის ერთ-ერთი მიგნებაა. აღსანიშნავია, რომ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში, 2015 წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ა(ა)იპ „ოუფენ ნეტი” დაფუძნდა, რომელსაც საქართველოში ინტერნეტის ფართოზოლიანი კავშირის პროექტის განხორციელება დაევალა. პროგრამა ინტერნეტიზაციისთვის საჭირო […]

თიბისის მხარდაჭერით Google-ის ინიციატივა „Women Techmakers“ ტექ ღონისძიებას ჩაატარებს

14 მარტს 13:00 საათზე ტერმინალი მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას „შეცვალე მომავალს“ უმასპინძლებს. თიბისის მხარდაჭერით ღონისძიების ორგანიზატორები Google-ის ქალთა ტექნოლოგიებში გაძლიერების პროგრამის ელჩები არიან. პროგრამა ეძღვნება ტექნოლოგიაში გენდერული გამოწვევების გადალახვას და ისეთი სამყაროს შექმნას, სადაც ყველა ქალს შეუძლია ტექნოლოგიებში განვითარდეს. კონფერენციაზე საგანმანათლებლო და ნეთვორქინგ აქტივობები სამ პარალელურ სივრცეში ჩატარდება. ღონისძიების მთავარი თემებია ხელოვნური ინტელექტი (AI/ML), ვებ აპლიკაციები […]