უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე კიბერშეტევა განახორციელეს და მონაცემები მოიპოვეს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამსახურის ცნობით, მათმა სპეციალისტებმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სერვერებზე კიბერთავდასხმა განახორციელეს და საიდუმლო სამსახურის დოკუმენტების დიდ ნაწილზე წვდომა მოიპოვეს. „ახლა უკრაინის სადაზვერვო სამსახურს აქვს ინფორმაციის დაცვისა და დაშიფვრის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც იყენებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, ისევე როგორც რუსეთის ომის სამინისტროს საიდუმლო ოფიციალური დოკუმენტაციის მთელი რიგი“, – აცხადებენ უკრაინის სადაზვერვო სამსახურში. უწყების […]

ანრი ოხანაშვილმა უმრავლესობის წევრებს შესთავაზა, მეორე მოსმენით მხარი არ დაუჭირონ „გირჩის“ მიერ „საარჩევნო კოდექსში“ დაინიცირებულ ცვლილებას, რომელიც უკავშირდება არჩევნებისთვის პარტიულ სიაში კანდიდატების მინიმალური რაოდენობის ჩაწერას

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა კომიტეტზე მყოფ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შესთავაზა მეორე მოსმენით მხარი არ დაუჭირონ პარტია „გირჩის“ მიერ „საარჩევნო კოდექსში“ დაინიცირებულ ცვლილებას, რომელიც უკავშირდება არჩევნებისთვის პარტიულ სიაში კანდიდატების მინიმალური რაოდენობის ჩაწერას. როგორც ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომაზე განმარტა, პარტია „გირჩი“ ითხოვს ამ სავალდებულო მინიმალური რაოდენობის გაუქმებას. თუმცა, ოხანაშვილის თქმით, ეს დაავიწროებს პოლიტიკურ მსჯელობას პარტიების მიერ […]

„საქსტატი“ – 2024 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0.04 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.3 პროცენტი შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.04 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.3 პროცენტი შეადგინა. როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა 2024 წლის თებერვალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.4 პროცენტით განისაზღვრა. „ყოველთვიური ინფლაციის […]

თინა ბოკუჩავა – სწორედ ეკონომიკური გაძლიერებით ქალებმა საკუთარი შესაძლებლობების სრულფასოვნად რეალიზება უნდა შეძლონ

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, ქალთა გაძლიერება შეუძლებელია ეკონომიკური გაძლიერების გარეშე. როგორც მან აღნიშნა, სწორედ ეკონომიკური გაძლიერებით ქალებმა უნდა შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების სრულფასოვნად რეალიზება. „საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის მოწევით ბრიუსელში ვიმყოფები, სადაც მთელი მსოფლიოდან ქალი ლიდერები იმყოფებიან. გვაქვს შეხვედრები „ევროპის სახალხო პარტიასთან“, რომელიც ყველაზე დიდი პოლიტიკური ოჯახია ევროპარლამენტში, ასევე, ევროპარლამენტარებთან, ევროკომისიის წარმომადგენლებთან, […]

კახა კალაძე აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო

თბილისის განვითარების ფონდი, მუზეუმების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს. დედაქალაქის მერიის ცნობით, მიმდინარე პროექტს, დღეს, დედაქალაქის მერი კახა კალაძე ფონდის ხელმძღვანელ გიორგი პაპავასთან ერთად გაეცნო. მათივე ცნობით, დედაქალაქის მერის განცხადებით, პროექტის განხორციელების შედეგად თბილისს კიდევ ერთი რეაბილიტირებული და განახლებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი შეემატება. „აბრეშუმის მუზეუმი, რომლის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს, იყო უმძიმეს მდგომარეობაში. […]

ახლად გაფართოებული ნატო სამხედრო წვრთნას იწყებს ფინეთში, ნორვეგიასა და შვედეთში

4 მარტს ნატო იწყებს წვრთნას ჩრდილოეთში ახლად გაფართოებული ტერიტორიების დასაცავად. 13 ქვეყნის 20 ათასზე მეტი ჯარისკაცი მონაწილეობს სამხედრო სწავლებაში, რომელიც თითქმის ორ კვირას გასტანს და ფინეთის, ნორვეგიისა და შვედეთის ჩრდილოეთ რეგიონებში გაიმართება. წვრთნას, რომლის სახელწოდებაა „ჩრდილოური პასუხი 2024“, ნორვეგია ხელმძღვანელობს. მასში მონაწილეობს ფინეთის 4000-ზე მეტი ჯარისკაცი, რაც ნატოს ახალი წევრის სამხედროთა ყველაზე დიდი რაოდენობაა საერთაშორისო […]

2026 წლიდან ვინც ძაღლს იყიდის, ვალდებული იქნება, სპეციალური სწავლება გაიაროს – ბითაძე

შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის თქმით, კანონის მიღებიდან 2 წელში ის ადამიანი, ვინც ძაღლის ყიდვას გადაწყვეტს, ვალდებული იქნება, რომ სპეციალური სწავლება გაიაროს. “საქართველოში სერტიფიცირების სისტემა უნდა შეიქმნას, რომელიც ამ კანონის მიღებიდან 2 წელში ამოქმედდება. ეს ჩვენს კინოლოგებსა და ფენინოლოგებს საშუალებას მისცემს, მათ მიერ ჩატარებული […]

ოპოზიციას არ ჰყოფნის სიმამაცე, ფსევდოლიბერალურ პროპაგანდასთან დაკავშირებით პრობლემის გადაწყვეტაში ვიყოთ სოლიდარული, მათ თავიანთი დამოუკიდებელი ხედვა არაფერზე აქვთ – ირაკლი ქადაგიშვილი

ოპოზიციას არ ჰყოფნის სიმამაცე, ფსევდოლიბერალურ პროპაგანდასთან დაკავშირებით პრობლემის გადაწყვეტაში ვიყოთ სოლიდარული, მათ თავიანთი დამოუკიდებელი ხედვა არაფერზე აქვთ – ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციას არ ჰყოფნის სიმამაცე, ფსევდოლიბერალურ პროპაგანდასთან დაკავშირებით პრობლემის გადაწყვეტაში ვიყოთ სოლიდარული, მათ თავიანთი დამოუკიდებელი ხედვა არაფერზე აქვთ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, […]

ჩხოროწყუს მერზე ძალადობის ბრალდებით სპორტის სამსახურის ყოფილი უფროსი დააკავეს

ჩხოროწყუს მერზე, დათო გოგუაზე, ძალადობაში ბრალდებული დაკავებულია. მერიის სპორტის სამსახურის ყოფილი უფროსი ედიკ კვარაცხელია გუშინ, 3 მარტს, პოლიციაში ჯერ გამოჰკითხეს, შემდეგ კი მისი დაკავების გადაწყვეტილება მიიღეს. დათო გოგუაზე ძალადობის შესახებ ცნობილი გახდა რამდენიმე დღის წინ, 1 მარტს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სოფელ მუხურში მიკროჰესის სამუშაოების დასათვალიერებლად ჩასულ მერს სპორტის სამსახურის ყოფილი უფროსი თანამდებობიდან გათავისუფლების გამო […]

პოლიციამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული 13 წლის გოგო და 16 წლის ბიჭი იპოვა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან გაუჩინარებული არასრულწლოვნები პოლიციამ იპოვა. მათ სამართალდამცველები და ოჯახი 6 დღის განმავლობაში ეძებდნენ. სად იმყოფებოდნენ მოზარდები და რა გახდა სახლიდან წასვლის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. სოფელში ჰყვებიან, რომ 13 წლის გოგო და 16 წლის ბიჭი მეზობლები არიან და მათ ერთმანეთი უყვართ. ფაქტზე გამოძიება 143-ე – თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.