სერგო ჩიხლაძე – ერთად ჩვენ დავასრულებთ ჭაობს, რომელიც საქართველოში ივანიშვილმა მოიტანა

ერთად ჩვენ დავასრულებთ ჭაობს, რომელიც საქართველოში ივანიშვილმა მოიტანა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ „გამარჯვების კოალიციის“ ეკონომიკურ ხედვის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა, რაც 2024 წლის არჩევნებმა უნდა შეცვალოს. „როგორი უსამართლობაა, რომ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ უკიდურეს სიღარიბეზე, გაზრდილ ფასებზე. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ბინის ქირა საქართველოში ბევრად მაღალია, ვიდრე ჩვენს […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოება, ინჟინერიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოება, ინჟინერიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ. როგორც მიმართვის ავტორები აცხადებენ, ინჟინერიის მსოფლიო დღის აღნიშვნით, გაერო საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას მიაპყრობს ყველა წამყვან დარგში ინჟინრების მნიშვნელოვან მიღწევებსა და იმ უმთავრეს მისიაზე, რაც ინჟინერიას კაცობრიობის მდგრადი განვითარების გზაზე აკისრია. „ინჟინერია, მეცნიერებასთან და განათლებასთან ერთად, კაცობრიობის მამოძრავებელი ძალაა, რასაც ტექნიკური […]

ირაკლი რევიშვილმა მასტერსის მსოფლიოს ჩემპიონატზე 3 ოქროს მედალი მოიპოვა

საქართველოს რეკორდსმენმა ირაკლი რევიშვილმა დოჰაში მიმდინარე მასტერსის მსოფლიოს ჩემპიონატზე, 35-39 ასაკობრივ კატეგორიაში, 800, 400 და 200 მ-ზე თავისუფალ ყაიდაზე ცურვაში, 3 ოქროს მედალი მოიპოვა. აქედან 800 და 400 მეტრზე მან მსოფლიოს ახალი რეკორდი, ხოლო 200 მეტრზე ევროპის ახალი რეკორდი დაამყარა. ირაკლიმ პირველი 2 მედალი ოჯახის წევრებს, ხოლო მესამე ოქროს მედალი მეგობრებსა და გულშემატკივარს მიუძღვნა. „მსოფლიო […]

აგრესია აფხაზეთის წინააღმდეგ, არის აგრესია რუსეთის წინააღმდეგ — ინალ არძინბა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ სოჭში, სირიუსის ტერიტორიაზე, ახალგაზრდა დიპლომატთა გლობალური ფორუმის სესიაში განაცხადა, რომ ქართული მხარე უარს ამბობს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაზე ხელის მოწერაზე. „ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები ამიერკავკასიაში უსაფრთხოების შესახებ არის ერთადერთი პლატფორმა, სადაც ჩვენ, ჩვენი ოსი და რუსი ძმები, ქართველებთან კონტაქტში ვართ. ამ პლატფორმაზე უკვე გაიმართა ათობით რაუნდი, სადაც […]

კალაძე: საქართველო არ არის ხელწამოსაკრავი, რომ ვიღაც ევროპარლამენტარმა მითითებები მოგვცეს

საქართველო არ არის ხელწამოსაკრავი ქვეყანა, რომ ვიღაც ევროპარლამენტარმა გააკეთოს მოწოდებები და მითითებები, თუ ვინ უნდა გათავისუფლდეს, ვინ უნდა დააკავონ და ა.შ. საქართველო არ არის რომელიღაც ქვეყნის გუბერნია. იგი არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და არავის აქვს უფლება, ვინც არ უნდა იყოს და რა თანამდებობის პირიც… საქართველოს აქვს კონსტიტუცია, კანონები და სახელმწიფო მოქმედებს მათ შესაბამისად. ეს ჩვეულებრივი […]

საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს მთავრობას კვლავ აქებს და პროპაგანდისტულ განცხადებას აკეთებს

საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს ხელისუფლებას კვლავ აქებს და პროპაგანდისტულ განცხადებას აკეთებს. აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა “მეორე ფრონტზე” საუბრობს და “დარწმუნებულია”, რომ საქართველო “მეორე ფრონტს არ გახსნის”. ეს პროპაგანდისტული განცხადება ინალ არძინბამ მსოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალზე გამოსვლისას გააკეთა, რომელიც რუსეთის ფედერალურ ტერიტორიაზე იმართება. მან თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება “გონივრულად” იქცევა და “არ სჭირდება ომი”. […]

ზურაბ აზარაშვილი – მძლავრი დაჯგუფებების ბიზნესინტერესების მიუხედავად, 2 წლის მანძილზე ვინარჩუნებდი პოსტს, დღეს კი ღირსეულად, ამაყმა დავტოვე დროებითი თანამდებობა

ჩვენი ყველა გადაწყვეტილება ქვეყნისთვის გრძელვადიანი შედეგის მისაღებად იყო გათვლილი და არა ერთდღიან პიარაქტივობაზე. ყოველთვის ვფიქრობდი, რამდენი ძალა, რამდენი სიმართლე იყო ასეთი ჩვენი გადაწყვეტილებების უკან, როცა მძლავრი დაჯგუფებების ბიზნესინტერესების მიუხედავად, 2 წლის მანძილზე ვინარჩუნებდი პოსტს, დღეს კი ღირსეულად, ამაყმა დავტოვე დროებითი თანამდებობა, – ამის შესახებ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ზურა აზარაშვილი თანამდებობის დატოვების შემდეგ, სოციალურ ქსელში წერს. […]

აპლიკაციით დასაქმებულმა ტაქსის მძღოლებმა საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს

აპლიკაციით დასაქმებულმა ტაქსის მძღოლებმა საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ამის შესახებ პროფკავშირების გაერთიანების იურისტმა, ლევან ხვინგიამ განაცხადა. მისივე განცხადებით, აპლიკაციით დასაქმებული ტაქსის მძღოლების უფლებები ირღვევა იმ კუთხით, რომ „მათთან ურთიერთობის შეწყვეტა ხდება ყოველგვარი საფუძვლის და კვლევის გარეშე“. „ტაქსის მძღოლებმა შეიტანეს სარჩელი სასამართლოში მათი საქმიანობის, შრომითი უფლებების და კვალიფიცირების მოთხოვნით. მათი უფლებები, დიახ, ირღვევა. მიუხედავად იმისა, რომ […]

ლევან ხაბეიშვილი – ივანიშვილის ხელისუფლება დაკავებულია მხოლოდ საკუთარი გამდიდრებით და არა ხალხზე ზრუნვით

ივანიშვილის ხელისუფლება დაკავებულია მხოლოდ საკუთარი გამდიდრებით და არა ხალხზე ზრუნვით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა ფოთში, „გამარჯვების კოალიციის“ ეკონომიკურ ხედვის წარდგენისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ყოველდღიურად ადამიანები გრძნობენ, თუ როგორ გაუძვირა ბიძინა ივანიშვილმა ცხოვრება. ლევან ხაბეიშვილმა წარმოადგინა ქვითრები, თუ როგორ გაიზარდა ბოლო დროს ფასები. „უნდა გვესმოდეს, რომ 2024 წელი არის შესაძლებლობა, შევცვალოთ […]

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პოლიტიკური პარტიების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ინიციატივა ე.წ. მიტოვებულ პარტიებს შეეხება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პოლიტიკური პარტიების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ინიციატივა ე.წ. მიტოვებულ პარტიებს შეეხება. საუბარია “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე, რომლის თანახმად, თუკი პარტია ანტიკორუფციულ ბიუროს საფინანსო დეკლარაციას ზედიზედ ორი წლის განმავლობაში არ წარუდგენს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილი იქნება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიმართვის საფუძველზე პარტიის რეგისტრაცია გააუქმოს. როგორც ოხანაშვილი განმარტავს, […]