საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აბუ-დაბიში, Meetings Arabia & Luxury Travel (MALT) კონგრესში მიიღო მონაწილეობა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, სპარსეთის ყურის ქვეყნებში, ერთ-ერთ უდიდეს კონგრესზე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო იყო წარდგენილი. მათივე ცნობით, Meetings Arabia & Luxury Travel-ის მე-12 შეხვედრას სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან 250-ზე მეტი კომპანიისა და ორგანიზაციის წარმომადგენელი […]

ირაკლი ნადარეიშვილმა დიდი ბრიტანეთში გამართულ საინვესტიციო ფორუმზე საქართველოს ბიზნეს-შესაძლებლობებზე ისაუბრა

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია სხვადასხვა ქვეყნის ინვესტორებთან პირდაპირი კომუნიკაცია. მათ შორისაა, საინვესტიციო კონფერენციებისა და ფორუმების გამართვა, რაც შედის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მანდატში, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო და მოხსენება გააკეთა ქალაქ ლონდონში გამართულ საქართველოს საინვესტიციო კონფერენციაში. ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ლონდონის კონფერენციის […]

ბერლინი და მოსკოვი განსხვავებულად ხსნიან გერმანიის ელჩის გამოძახებას

რუსეთში გერმანიის ელჩმა ალექსანდერ ლამბსდორფმა 4 მარტს დაახლოებით ერთი საათი დაყო საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში, მოსკოვში. ამ შეხვედრის გამართვის მიზეზებზე განსხვავებული ცნობები ვრცელდება, უკრაინის შესახებ გერმანიის არმიის წარმომადგენელთა განხილვის ჩანაწერის გამოქვეყნების ფონზე. რუსეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ლამბსდორფი გამოიძახეს გავრცელებული აუდიოჩანაწერების გამო, რომლებზეც გერმანიის არმიის ოფიცრები განიხილავენ უკრაინისთვის მაღალტექნოლოგიური იარაღის გადაცემას. მაგრამ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს […]

რუსეთი ნავთობის მოპოვებას და ექსპორტს ამცირებს

რუსეთი, OPEC+-ის ნებაყოფლობითი ვალდებულებების ფარგლებში, ნავთობის მოპოვებასა და ექსპორტს მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში საშუალოდ სამი თვით 471 000 ბარელით შეამცირებს დღეში. ამის შესახებ რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა. ამავე ინფორმაციით, აპრილში წარმოების შემცირება იქნება 350 000 ბარელი დღეში, ხოლო ექსპორტი – 121 000 ბარელი დღეში. მაისში წარმოების შემცირება იქნება 400 000 ბარელი დღეში, ექსპორტი […]

გარემოსდაცვით თემატიკაზე დებატების ეროვნული ტურნირი „თეგეტა გრინ პლანეტის“ მხარდაჭერით გაიმართება

· „თეგეტა გრინ პლანეტსა“ და „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. · 5 თვის განმავლობაში დებატებში მთელი საქართველოს მასშტაბით 30 სკოლის 350-ზე მეტი მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. „თეგეტა გრინ პლანეტსა“ და „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის შედეგად გარემოს დაცვის თემაზე დებატების ეროვნული ტურნირი მთელი საქართველოს მასშტაბით ხუთი თვის […]

ბათუმის პორტში თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი TCG YILDIRIM F-243 შემოვიდა

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი TCG YILDIRIM F-243 შემოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, ხომალდის ეკიპაჟის წევრებს, ბათუმის პორტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი დახვდნენ. ღონისძიებას […]

„მიშას გაშვება უნდათ „ქოცებს“, რადგან მიშას გაშვებით „ქართული ოცნება“, კიდევ ერთხელ მოიგებს არჩევნებს“ – კახა მიქაია

ლევან ჯავახიშვილი „ალიას“ ესაუბრება პოლიტიკოსი, კახა მიქაია: – ნიკა გვარამია ქმნის პარტიას. სხვისი რა გითხრათ, მაგრამ მე ამ პარტიას, „ნაცმოძრაობის“ მორიგ დანაყოფად მივიჩნევ. – თქვენ ძალიან კარგად იცით ჩემი დამოკიდებულება „ნაცმოძრაობისა“ და სააკაშვილის მიმართ, წლები ვებრძოდი და ტერორი და რბევა არ დამკლებია მათგან. მთელმა საქართველომ იცის ეს. ნიკა გვარამია ქმნის თავის პარტიას, ნიკანორ მელია ქმნის […]

ქარტია: ბიზნესმენ გიორგი კაპანაძის შესახებ “ფორმულას“ მიერ გავრცელებულ რეპორტაჟში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ ბიზნესმენ გიორგი კაპანაძის განცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. საბჭომ დაადგინა, რომ კაპანაძის შესახებ ტელეკომპანია “ფორმულას“ მიერ მომზადებულ რეპორტაჟში დარღვეულია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპი, რაც გულისხმობს შემდეგს: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“. სადავო მასალის სათაურია – „200 მილიონიანი ტენდერი „ოცნებასთან” აფილირებული კომპანიისთვის”. აღნიშნული კომპანია […]

ფრანგი კანონმდებლები აბორტის უფლების კონსტიტუციით დაცვას განიხილავენ

ფრანგი კანონმდებლები ორშაბათს იკრიბებიან საბოლოო კენჭისყრისთვის, რათა აბორტის უფლება კონსტიტუციურად დააკანონონ. აბორტის უფლებებისადმი მიმღებლობა საფრანგეთში უფრო ფართოა, ვიდრე შეერთებულ შტატებში და ბევრ სხვა ქვეყანაში. გამოკითხვები აჩვენებს, რომ ფრანგების, დაახლოებით, 80% მხარს უჭერს აბორტის დაკანონებას. 2022 წელს, ამერიკის უზენაესმა სასამართლომ ამერიკაში მიღებული ისტორიული გადაწყვეტილება გააუქმა და აბორტის უფლება კონსტიტუცით დაცული აღარაა. ამერიკაში ახლა ინდივიდუალური შტატები იღებენ […]

თამბაქოს ნაწარმზე შესაძლოა აქციზი შემცირდეს

თამბაქოს ნაწარმზე შესაძლოა აქციზი შემცირდეს და ამ მიმართულებით 2025 წლიდან ახალი საგადასახდო განაკვეთი ამოქმედდეს. “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა “საგადასახდო კოდექსში“ ცვლილებები მოამზადეს, რომლის მიხედვით, აქციზის განაკვეთი 60 ლარიდან 30 ლარამდე მცირება თამბაქოს ნედლეულის, თამბაქოს ნარჩენების, ჩილიმით მოსაწევი თამბაქოს, “ჰომოგენიზებული“ ან “აღდგენილი“ თამბაქოს, საღეჭი ან საყნოსი (ბურნუთი) თამბაქოს და “საგადასახადო კოდექსის“ 2403 19 (“დანარჩენი“) კოდით აღნიშნული თამბაქოს […]