ზურაბიშვილი ევროკავშირის ქვეყნებისა და აშშ-ის ელჩებს შეხვდა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის ქვეყნებისა და აშშ-ის ელჩებს შეხვდა. ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ზურაბიშვილის ინიციატივის “ერთობის პლატფორმა ევროპისათვის” მიზანი და მნიშვნელობა, ასევე ისაუბრეს საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისა და დიასპორის არჩევნებში ჩართულობის მნიშვნელობა და მონაწილეობის საჭიროებებზე. გარდა ამისა, ადმინისტრაციის ცნობით, იმსჯელეს არჩევნებში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიების მონაწილეობის მნიშვნელობაზეც.

მალაიზიამ შესაძლოა 10 წლის წინ გაუჩინარებული MH370-ის ძებნა განაახლოს

მალაიზიის ავიახაზების გაუჩინარებული MH370-ის მგზავრების ოჯახის წევრები და ნათესავები ქალაქ სუბანგ ჯაიაში გამართულ, თვითმფრინავის დაკარგვის 10 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, 2024 წლის 3 მარტი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის მიერ ინდოეთის ზღვაში სამძებრო სამუშაოების ჩატარების შეთავაზების შემდეგ, მალაიზიის მთავრობამ 3 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, 10 წლის წინ გაუჩინარებული MH370-ის ძებნა განაახლონ. ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრის, ენტონი ლოკის თქმით, […]

აზერბაიჯანი: სომხური მხარის მიერ განთავსებული ნაღმის აფეთქების შედეგად მწყემსი დაშავდა

Landmines planted by Armenia remain a major challenge. Today, as a result of an explosion a 29 years old civilian was severely injured. Since November 2020, 3️⃣4️⃣6️⃣ Azerbaijanis became victims. 🇦🇲 with various pretexts refuses to provide accurate maps. #StopLandmineThreat pic.twitter.com/zAQiClsWy5— MFA Azerbaijan 🇦🇿 (@AzerbaijanMFA) March 3, 2024

მიხეილ ხიდურელმა ლონდონში, საქართველოს საინვესტიციო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

“აწარმოე საქართველოში” დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა ლონდონში, საქართველოს საინვესტიციო ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც EBRD-ისა და დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას “აწარმოე საქართველოში” ავრცელებს. მათივე ცნობით, მიხეილ ხიდურელმა მონაწილეობა მიიღო პანელში – Why Invest in Georgia, სადაც ხაზი გაუსვა ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობასა და პოტენციალს. ხიდურელმა ისაუბრა ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებზე, რომლებსაც საქართველოს ევროპული ინტეგრაცია […]

ოლაფ შოლცი უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების გადაცემას კვლავ ეწინააღმდეგება.

„არ შეიძლება ვინმეს იარაღის სისტემა მიაწოდო, რომელსაც ძალიან შორ მანძილზე წვდომა აქვს და შემდეგ არ იფიქრო იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება იარაღის სისტემაზე კონტროლის განხორციელება“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა. მისივე თქმით, აღნიშნული კონტროლი მხოლოდ გერმანელი სამხედროების მონაწილეობით არის შესაძლებელი, რაც ამ შემთხვევაში გამორიცხულია. „და თუ სიტუაციის კონტროლი გსურთ, ეს მხოლოდ გერმანელი ჯარისკაცების მონაწილეობით არის შესაძლებელი, […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გამოჩენილ საზოგადო მოღვაწესა და მეცნიერს, პროფესორ ჯემალ გახოკიძეს ემშვიდობება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, სამეცნიერო-აკადემიური წრეები, სტუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები, თანამშრომლები, სტუდენტები და კურსდამთავრებულები ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ 73 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) ყოფილი სპიკერი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი, პროფესორი ჯემალ გახოკიძე. ამის […]

გარემოსდაცვით თემატიკაზე დებატების ეროვნული ტურნირი „თეგეტა გრინ პლანეტის“ მხარდაჭერით გაიმართება

თეგეტა გრინ პლანეტსა“ და „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. “თეგეტას“ ინფორმაციით, 5 თვის განმავლობაში დებატებში მთელი საქართველოს მასშტაბით 30 სკოლის 350-ზე მეტი მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. „თეგეტა გრინ პლანეტსა“ და „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის შედეგად გარემოს დაცვის თემაზე დებატების ეროვნული ტურნირი მთელი საქართველოს მასშტაბით ხუთი თვის […]

პროკურატურაში საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ონკომედიკამენტების რეალიზების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს

საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ონკომედიკამენტების რეალიზების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. კერძოდ, როგორც „ინტერნრესნიუსს“ საქართველოს პროკურატურაში განუცხადეს, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის მიმართვა, რომლის თანახმადაც, 2023 წლის განმავლობაში ერთ-ერთი კერძო კომპანიის მიერ საზღვარგარეთიდან იმპორტირებული იქნა საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტი, ძირითადად ონკომედიკამენტები, რაც შემდგომში რეალიზებული იქნა პაციენტებზე, როგორც მათი პირადი სახსრების, […]

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი შემოვიდა

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი TCG YILDIRIM F-243 შემოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ხომალდის ეკიპაჟის წევრებს, ბათუმის პორტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი დახვდნენ. მათივე ინფორმაციით, […]

დაბა ნარუჯას ბიბლიოთეკაში „თანასწორობის კუთხე“ იხსნება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯას ბიბლიოთეკაში, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და გამომცემლობა „პალიტრა L”-ის ერთობლივი ინიციატივით, „თანასწორობის კუთხე“ იხსნება. გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ინფორმაციით, დაბა ნარუჯას ბიბლიოთეკას თანასწორობის, ქალებისა და გოგოების გაძლიერების, ტოლერანტობის და ადამიანის უფლებების შესახებ 200-ზე მეტი წიგნი შეემატება. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, დაბა ნარუჯას ბიბლიოთეკაში „თანასწორობის კუთხეს“ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს […]