ფრანგი კანონმდებლები აბორტის უფლების კონსტიტუციით დაცვას განიხილავენ

ფრანგი კანონმდებლები ორშაბათს იკრიბებიან საბოლოო კენჭისყრისთვის, რათა აბორტის უფლება კონსტიტუციურად დააკანონონ.
აბორტის უფლებებისადმი მიმღებლობა საფრანგეთში უფრო ფართოა, ვიდრე შეერთებულ შტატებში და ბევრ სხვა ქვეყანაში. გამოკითხვები აჩვენებს, რომ ფრანგების, დაახლოებით, 80% მხარს უჭერს აბორტის დაკანონებას.
2022 წელს, ამერიკის უზენაესმა სასამართლომ ამერიკაში მიღებული ისტორიული გადაწყვეტილება გააუქმა და აბორტის უფლება კონსტიტუცით დაცული აღარაა. ამერიკაში ახლა ინდივიდუალური შტატები იღებენ გადაწყვეტილებას აბორტის კანონიერებასთან დაკავშირებით.
საფრანგეთში გადადგმული ეს ნაბიჯი, რომელსაც ფართო პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს, მოსალოდნელია, რომ საჭირო უმრავლესობის სამ მეხუთედს პარლამენტის სპეციალურ კენჭისყრაზე მოიპოვებს.
საფრანგეთში ქალებს აბორტის უფლება 1974 წლიდან აქვთ, თუმცა ეს უფლება კონსიტიტუციით გარანტირებული აქამდე არ იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლსკი უძილაურზე – არ შეიძლება ვიღაცას ფარდის მიღმა ელაპარაკებოდე და სახელმწიფოს შესახებ ინფორმაცია, საფასურის სანაცვლოდ, ჩუმად გასცე, ეს ღალატია! – ბიძინა ივანიშვილის პრესმდივანი არ ყოფილა, ნუ დახატავთ, რომ მისი მარჯვენა ხელი იყო