სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის ქვეყნებისა და აშშ-ის ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ქვეყნებისა და აშშ-ის ელჩებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის თაობაზე ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ,,ერთობის პლატფორმა ევროპისათვის“ – პრეზიდენტის ინიციატივა – მიზანი და მნიშვნელობა. ასევე, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისა და დიასპორის არჩევნებში ჩართულობის მნიშვნელობა და მონაწილეობის საჭიროებები. გარდა ამისა, პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტისა და ელჩების შეხვედრაზე განხილულ იქნა არჩევნებში […]

„ახლა ლიცენზირებისას მთავარია რა მანძილია კარიდან ფანჯრამდე, სამინისტროს არ აინტერესებს რა შედეგი აქვს კლინიკას“ – ვახტანგ კალოიანი

„ლიცენზირებისას მთავარია რა მანძილია კარიდან ფანჯრამდე, ჯანდაცვის სამინისტროს არ აინტერესებს რა შედეგი აქვს კლინიკას“ , – ამის შესახებ კრიტიკული მედიცინის სპეციალისტმა, ანესთეზიოლოგმა, ევროპული საქართველოს“ წევრმა ვახტანგ კალოიანმა „ეს პოდკასტში“ მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სახელმწიფო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ჯანდაცვისა სამინისტროს მიდგომა არასწორია როგორც კლინიკების ლიცენზირების, ასევე მათი დაფინანსების ნაწილშიც. „დღეს ჩვენთან კარგი კლინიკა და ცუდი […]

„ყოჩაღ სოფო ჯაფარიძე“ – სააკაშვილის წერილი

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ წერილს აქვეყნებს: „საქართველოში ისტორიულად ყოველთვის რთულად იკრიბებოდა ხელმოწერები, ნებისმიერ თემაზე. ჩემი თავისუფლების საკითხი აღმოჩნდა გამონაკლისი – პრაქტიკულად 1 კვირაში 150 ათასი ხელმოწერა შეგროვდა და არ არის გამორიცხული, რომ კიდევ ერთ კვირაში ხელმოწერების რაოდენობა გაორმაგდეს. რომ წარმოვიდგინოთ მასშტაბი, ეს იქნება 100 ათასით მეტი, ვიდრე ამასწინათ, მთელს რუსეთში ერთადერთმა ომის მოწინააღმდეგე პრეზიდენტობის […]

ზელენსკი დასავლეთის დახმარების კრიტიკულ მნიშვნელობაზე საუბრობს

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, 3 მარტს, უკრაინის დასავლელ პარტნიორებს მოუწოდა გამოავლინონ პოლიტიკური ნება და კიევს საჭირო სამხედრო მარაგები მიაწოდონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიო “ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ფურცლის წინაშე” დადგება, თქვა ზელენსკიმ. ზელენკსის მიმართვის ფონზე, აშშ-ის კონგრესში, პოლიტიკური უთანხმოების გამო კვლავ დაბლოკილია უკრაინის დახმარების პაკეტი. გასულ თვეში, ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რუსეთი უკრაინაში ხელმეორედ შეიჭრა და […]

დაუჯერებელია – “მარადონაზე” შეკრებილი ქომაგების რეაქცია “კვარას” გოლზე [VIDEO]

გუშინ, 3 მარტს, სერია A-ს 27-ე ტურში, “ნაპოლიმ” “იუვენტუსი” 2:1 დაამარცხა. გთავაზობთ ვიდეოს, თუ როგორ აღნიშნეს “მარადონას” სტადიონზე “პარტენოპეის” გულშემატკივრებმა ხვიჩა კვარაცხელიას მიერ გატანილი გოლი. შეგახსენებთ, “ნაპოლი” იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 43 ქულით მე-7 ადგილს იკავებს. ვიდეო: Geo Sport

ანრი ოხანაშვილი – მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმება სხვა არაფერია თუ არა სასამართლო სისტემის წმენდა – ასეთი რეკონედაცია ვენეციის კომისიას არ გაუცია

მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმება სხვა არაფერია თუ არა სასამართლო სისტემის წმენდა, რაც ვენეციის კომისიას არ უთქვამს და ასეთი რეკომენდაცია არ გაუცია , – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიას არც ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვა არ მოუთხოვია და მხოლოდ ამ საკითხის განხილვისა და მსჯელობის შესაძლებლობაზეა საუბარი. „რა მეტყველებს […]

მოქალაქეებისთვის, რომელთა პირადობის მოწმობებსა და პასპორტებში მითითებული დაბადების თარიღი განსხვავდება დაბადების აქტებისა და მოწმობებში არსებული თარიღისგან, სპეციალურ კანონს მიიღებენ

საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა პირადობის მოწმობებსა და პასპორტებში მითითებული დაბადების თარიღი მათივე დაბადების აქტების ჩანაწერებში და დაბადების მოწმობებში მითითებული დაბადების თარიღისგან განსხვავდება, პარლამენტი სპეციალურ კანონს მიიღებს. ამ მიმართულებით “საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებები ხორციელდება, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და მიიღებს. […]

დენის შმიგალი – მინდა მჯეროდეს, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი გამარჯვებისთანავე გახდება

იმედი მაქვს, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი გამარჯვებისთანავე გახდება. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინა „საშინაო დავალებას“ ორ წელიწადში შეასრულებს. „დიდი იმედი მაქვს, რომ უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება ჩვენი გამარჯვებისთანავე მოხდება. არ მჯერა, რომ უკრაინის მიერ საშინაო დავალების შესასრულებლად ევროკავშირი რაიმე სახის ფორმალობებს დაელოდება. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ ამას […]

მიხეილ სააკაშვილი – ხალხს უნდა უკეთესად ცხოვრება და არ შეეგუება ფეოდალურ, მაფიოზურ სისტემაში დარჩენას

პრაქტიკულად 1 კვირაში 150 ათასი ხელმოწერა შეგროვდა და არ არის გამორიცხული, რომ კიდევ ერთ კვირაში ხელმოწერების რაოდენობა გაორმაგდეს, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მისი გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას ეხმაურება. როგორც სააკაშვილი თავის „ფეისბუქ“ გვედზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, ხალხს უნდა უკეთესად ცხოვრება და არ შეეგუება „ფეოდალურ, მაფიოზურ […]

თავდაცვის მინისტრი საქართველოში პოლონეთის ელჩსა და თავდაცვის ატაშეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან გაცნობით შეხვედრებს განაგრძობს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამჯერად, თავდაცვის მინისტრმა საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ელჩს, მარიუშ მაშკევიჩს უმასპინძლა. ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა საქართველოსა და პოლონეთს შორის თავდაცვის სფეროში არსებული წარმატებული თანამშრომლობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. „თავდაცვის მინისტრმა პოლონელ დიპლომატთან ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების პროცესში, ასევე, ევროკავშირის […]