გამოდის, ოთხსულიან ოჯახს 6 672 ლარი სჭირდება თვეში და ახლა, თავად დაფიქრდით, რამდენ ადამიანს აქვს ამის შესაძლებლობა?

ანი დვალიშვილი იცოდით, რომ თურმე იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ 5.8% შეადგინა? ვერ იგრძენით საკუთარ ჯიბეზე? სამაგიეროდ, მთავრობა იწონებს თავს ამით და ამბობს, რომ მომდევნო თვეებში ზრდა უფრო მნიშვნელოვანი იქნება. სამწუხაროდ, უვკე მერამდენე წელია, ეს ყველაფერი ფურცელზეა და მოსახლეობა ვერაფერს გრძნობს. აგერ, უკვე დაგვიანონსეს, რომ მარტის ბოლოდან საწვავის ფასი 20 თეთრით მოიმატებს, რაც იმას ნიშნავს, რომ აბსოლუტურად […]

ოხანაშვილი მომავალში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებას არ გამორიცხავს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი არ გამორიცხავს, მომავალში დღის წესრიგში დადგეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმება. ამ საკითხზე დისკუსია წამოიჭრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონებში ინიციირებული ცვლილებები განიხილეს. ცვლილებების თანახმად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა იზრდება და პროკურორის მიერ ჩადენილ, ცალკეული მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზეც გავრცელდება. […]

ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ საუბარია არა იმაზე, რომ ვიღაცა ვიღაცას ჩაგრავს, არამედ იდეოლოგიაზე – რას ემსახურება ლგბტ პროპაგანდა

ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ საუბარია არა იმაზე, რომ ვიღაცა ვიღაცას ჩაგრავს, არამედ იდეოლოგიაზე – რას ემსახურება ლგბტ პროპაგანდა ლგბტ თემის წარმომადგენლების უფლებებისა დაცვის საკითხის და პროპაგანდის გამიჯვნის აუცილებლობაზე საუბრობს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ ყაველაშვილი. როგორც ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამიტომაა აუცილებელი მოხდეს სიღრმისეული შესწავლა საკითხის, თუ რას ემსახურება აგიტაცია – ეს არ არის […]

ევროკავშირის მოთხოვნა იყო ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება, მივიღეთ და წარმატებით ვასრულებთ. ახლა კი ვაპირებთ ადამიანის უფლებებისა და პროპაგანდის გამიჯვნას

ევროკავშირის მოთხოვნა იყო ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება, მივიღეთ და წარმატებით ვასრულებთ. ახლა კი ვაპირებთ ადამიანის უფლებებისა და პროპაგანდის გამიჯვნას „არ ვიფიქროთ, რომ ევროპაში ლგბტ პროპაგანდას ყველა მიესალმება – ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში ამ საკითხის მიმართ წინააღმდეგობა არსებობს“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა. ეკა სეფაშვილმა ისაუბრა ლგბტ პროპაგანდის მიმართ არსებულ უარყოფით […]

შესაძლოა, თამბაქოს ნაწარმზე აქციზი შემცირდეს

შესაძლოა, თამბაქოს ნაწარმზე, აქციზის გადასახადი შემცირდეს – შესაბამისი ცვლილებები “საგადასახადო კოდექსში” შედის, რომელიც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დაინიცირდა. ცვლილებების გათვალისწინებით, აქციზის განაკვეთი თამბაქოს ნედლეულის, ნარჩენების, ჩილიმით მოსაწევი თამბაქოს, „ჰომოგენიზებული“ ან „აღდგენილი“ თამბაქოს, საღეჭი ან საყნოსი (ბურნუთი) თამბაქოს და „საგადასახადო კოდექსის“ 2403 19 („დანარჩენი“) კოდით აღნიშნული თამბაქოს ნაწარმის სახეობაზე 60-დან 30 ლარამდე შემცირდება. ცვლილებების ინიციატორები კი უმრავლესობის […]

“გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე” იუთუბზე გაგრძელდება

საზოგადოებრივი მაუწყებელზე “გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის” დახურვის შემდეგ, გადაცემა იუთუბზე გაგრძელდება. შესაბამისი ანონსი გადაცემის ფეისბუქგვერდზე დღეს, 4 მარტს გავრცელდა. ახალი სეზონიდან გადაცემის მხარდამჭერი საქართველოს ბანკი იქნება. ბანკის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, გადაცემის ფორმატი, ფაქტობრივად, იგივე იქნება. თუმცა არის სიახლეც – გადაცემას დაემატება ახალი რუბრიკა “არ გაჩერდე”. საქართველოს ბანკში აცხადებენ, რომ გადაცემის მიზანი იქნება ცნობილ ადამიანებთან ერთად […]

პროკურატურა ადასტურებს, რომ იძიებს, “საეჭვო წარმომავლობის” ონკოლოგიური მედიკამენტების შემოტანას

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ადასტურებენ, რომ “დაურეგისტრირებელი, საეჭვო წარმომავლობის” ონკოლოგიური მედიკამენტის შემოტანაზე გამოძიება მიმდინარეობს. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მომართვა, რომლის თანახმადაც, 2023 წლის განმავლობაში ერთ-ერთი კერძო კომპანიის მიერ საზღვარგარეთიდან იმპორტირებული იქნა საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტი (ძირითადად ონკომედიკამენტები), […]

ნავთობის ფასი ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით შეიცვალა

2024 წლის 1-ელი მარტის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით შეიცვალა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 83.56 (- 0.06) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 79,97 (+ 1,71) დოლარი/ბარელზე.

“კვარაცხელიაზე პენალტი არ იყო – “ნაპოლი” მოგებას არ იმსახურებდა” – ფედელეს და ალვინოს ალტერნატიული მოსაზრება

საფეხბურთო აგენტმა და “პარმას” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ რადიო Marte-ს ეთერში განაცხადა, რომ “იუვენტუსის” მცველს ანდრეა კამბიასოს მატჩის დასაწყისში “ნაპოლის” გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიასთან საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე ბრძოლისას თამაშის წესები არ დაურღვევია. “ეს პენალტი არ იყო, არაფერი არ იყო. ვინც Mediaset-ზე პროგრამა “პრესინგს” უყურა, ნახავდა, რომ კვარაცხელიას ეჭირა კამბიასოს ხელი და ფოლი მისი მხრიდან იყო. […]

საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება – პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვებიც, რომელთაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2024-2025 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, სასკოლო ასაკთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა. კერძოდ, 2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, […]