საჯარო მოხელეთა თითქმის 80% ფიქრობს, რომ პოლიტიკაში მეტი ქალის ჩართვა ქვეყანას წაადგება – კვლევა

საჯარო სამსახურში დასაქმებულთა 72,9% ეთანხმება მოსაზრებას, რომ “მეტი ქალის ჩართვა ქართულ პოლიტიკაში პოზიტიური იქნება ქვეყნისთვის”. ამავე კვლევის მიხედვით, საჯარეო მოხელეთა დაახლოებით მეხუთედი – 20,6% – ფიქრობს, რომ “პოლიტიკა კაცს უფრო შეეფერება, ვიდრე ქალს” და “კაცები უკეთესი პოლიტიკური ლიდერები არიან, ვიდრე ქალები”. კვლევა “რას ფიქრობენ საჯარო სექტორში ადამიანის უფლებებსა და გენდერულ თანასწორობაზე” გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) […]

ემანუელ მაკრონი – უახლოეს მომავალში ფრანგული ჯარების უკრაინაში გაგზავნას არ განვიხილავთ, მაგრამ დისკუსიას ვიწყებთ და ყველაფერზე ვფიქრობთ, რაც უკრაინის მხარდასაჭერად შეიძლება გაკეთდეს

უახლოეს მომავალში ფრანგული ჯარების უკრაინაში გაგზავნას არ განვიხილავთ, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჩეხურ გამოცემა Novinky-ისთან ინტერვიუში განაცხადა. „ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უახლოეს მომავალში ფრანგული ჯარების უკრაინაში გაგზავნას განვიხილავთ, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დისკუსიას ვიწყებთ და ყველაფრის შესახებ ვფიქრობთ, რაც უკრაინის მხარდასაჭერად შეიძლება გაკეთდეს, განსაკუთრებით კი უკრაინის ტერიტორიაზე“, – განაცხადა ემანუელ […]

ჯუნტოლის “მარადონაზე” შეურაცხყოფა მიაყენეს – თავდასხმისგან ის პოლიციამ იხსნა [VIDEO]

კრისტიან ჯუნტოლიმ ზაფხულში “ნაპოლის” სპორტული დირექტორის პოსტი დატოვა და “იუვენტუსში” ანალოგიური თანამდებობა დაიკავა. ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა თქვა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ჯუნტოლიომ კი არა, მისმა შვილმა ედუმ აღმოაჩინა. მისი თქმით, არ იცოდა, თუ კრისტიანი “იუვენტინო” იყო, თორემ აუცილებლად გააგდებდა სამსახურიდან. ჯუნტოლი “იუვეს” “ნაპოლისთან” მატჩზე ჩაჰყვა და ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა. spazionapoli-ის ცნობით, მატჩის […]

ევროკომისიამ APPLE 1.8 მილიარდი ევროთი დააჯარიმა

ევროკომისიამ კომპანია Apple ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების გამო 1.8 მილიარდი ევროთი დააჯარიმა. დასკვნის მიხედვით Apple თითქმის 10 წლის განმავლობაში, თავის დეველოპერებს, App Store-ის მომხმარებლებისთვის უფრო სარფიანი შეთავაზებების შეტყობინებას უკრძალავდა. გამოძიება 2019 წელს დაიწყო, როდესაც Apple-ის წინააღმდეგ სარჩელი მუსიკალურმა პლატფორმა Spotify-მ შეიტანა. დაჯარიმებული კომპანიის წარმომადგენლები ბრალს არ აღიარებენ და ევროკომისიის გადაწყვეტილებას შეცდომად მიიჩნევენ. “პატივს ვცემთ […]

თინა ხიდაშელი – ზურაბ აზარაშვილის წერილს აღიარებითი ჩვენების მახასიათებლები არ აქვს – ის ამ წუთას სისხლის სამართლის დანაშაულს სჩადის

არასერიოზული განაცხადია, თუ ეს ადამიანი [ზურაბ აზარაშვილი] მოტივირებული და მოწადინებულია, რომ ჯანდაცვის სფეროში პრობლემები აღმოიფხვრას, მაშინ რებუსებით არ უნდა გველაპარაკებოდეს, – ამის შესახებ ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე თინა ხიდაშელმა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის წერილთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, მისი აზრით, ზურაბ აზარაშვილი სისხლის სამართლის დანაშაულს სჩადის, რადგან მან […]

ირაკლი ნადარეიშვილმა დიდ ბრიტანეთში გამართულ საინვესტიციო ფორუმზე საქართველოს ბიზნეს-შესაძლებლობებზე ისაუბრა

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია სხვადასხვა ქვეყნის ინვესტორებთან პირდაპირი კომუნიკაცია. მათ შორისაა, საინვესტიციო კონფერენციებისა და ფორუმების გამართვა, რაც შედის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მანდატში, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო და მოხსენება გააკეთა ქალაქ ლონდონში გამართულ საქართველოს საინვესტიციო კონფერენციაში. ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, ლონდონის კონფერენციის […]

NBA-ს ყოფილ ვარსკვლავს, სკოტი პიპენს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

NBA-ს ყოფილ ვარსკვლავს, Chicago Bulls-ის ლეგენდას, სკოტი პიპენს ყოფილი მეგობარი ქალი შივეტ ვალენტაინი გაუპატიურებაში, სექსუალურ ძალადობასა და ადევნებაში ადანაშაულებს. სასამართლოში შეტანილი სარჩელის მიხედვით, ვალენტაინს “ტანჯვა მიაყენეს” პიპენმა, მისმა ძმამ კარლმა და ცოლმა ლარსამ. ვალენტაინის თქმით, მას კალათბურთელთან ურთიერთობა 1987-1993 წლებში, სხვადასხვა სიხშირით ჰქონდა. ქალის თქმით ურთიერთობის დასრულების მიზეზი სკოტისა და კარლის მიერ მისი გაუპატიურება გახდა. […]

საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აბუ-დაბიში, Meetings Arabia & Luxury Travel (MALT) კონგრესში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, სპარსეთის ყურის ქვეყნებში, ერთ-ერთ უდიდეს კონგრესზე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო იყო წარდგენილი. Meetings Arabia & Luxury Travel-ის მე-12 შეხვედრას 250-ზე მეტი კომპანიისა და ორგანიზაციის წარმომადგენელი […]

ყაზახეთი ნავთობის მოპოვებას დღეში კიდევ 82 000 ბარელით შეამცირებს

ყაზახეთი გაახანგრძლივებს ნავთობის მოპოვების დამატებით ნებაყოფლობით შემცირებას დღეში 82 000 ბარელით 2024 წლის მეორე კვარტალში, როგორც OPEC+ შეთანხმების ნაწილი. ამის შესახებ ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება. „ამგვარად, 2024 წლის ივნისის ბოლოსთვის ყაზახეთში წარმოება იქნება 1,468 მილიონი ბარელი დღეში“, – აღნიშნულია განცხადებაში. ეს ნებაყოფლობითი შემცირება ემატება წარმოების ნებაყოფლობით შემცირებას 78 000 ბარელით დღეში, რომელიც მანამდე გამოაცხადა […]

პოლონეთი შვედეთისგან 1,6 მილიარდი დოლარის ღირებულების ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებს შეიძენს

პოლონეთი შვედეთისგან 1,6 მილიარდი დოლარის ღირებულების ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებს იყიდის, – ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის თავდაცვის მინისტრი, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში ავრცელებს. „პოლონეთის შეიარაღებული ძალები შვედური წარმოების ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებს მიიღებენ და ჩვენ ამისთვის დაახლოებით 6,5 მილიარდ ზლოტს (1,63 მილიარდი დოლარი) გამოვყოფთ“, – განაცხადა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ შვედური წარმოების ყუმბარმტყორცნებმა უკრაინაში, ბრძოლის ველზე კარგად იმოქმედეს.