პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი იაშინი მიიჩნიეს “ექსტრემიზმის გავრცელებისკენ მიდრეკილად”

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ილია იაშინი, რომელსაც რვა წლით და ექვსი თვით აქვს პატიმრობა მისჯილი უკრაინაში მოსკოვის შეჭრის გაკრიტიკებისთვის, მიიჩნიეს “მიდრეკილად ექსტრემიზმის გავრცელებისკენ” და მას ციხეში გამკაცრებული კონტროლი ემუქრება – ვკითხულობთ ტელეგრამის მის არხზე 4 მარტს. ციხის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას ერთი დღით უძღოდა წინ იაშინის მოწოდება მსოფლიოს ლიდერებისადმი, რომ დახმარება აღმოუჩინონ კიდევ ერთი ოპოზიციონერის, ვლადიმირ კარა-მურზას გათავისუფლების […]

2024-2025 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

2024-2025 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება. წელს, “ზოგადი განათლების შესახებ” კანონის ცვლილების შემდეგ, პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ. განათლების სამინისტრომ პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები და ეტაპები ასე განსაზღვრა: I ეტაპი – სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები სამინისტროს ცნობით, რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, 6 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით, სკოლებში დარეგისტრირდებიან […]

უკრაინის დახმარების ბედი კვლავ წარმომადგენელთა პალატის ხელშია

ფრონტის ხაზზე შეიარაღების ნაკლებობის გამო უკრაინელებს პოზიციების შენარჩუნება უჭირთ; შვედეთის ნატოში წევრობას ყველა ბარიერი მოეხსნა – ალიანსს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მოკავშირე უერთდება. გიამბობთ 21 წლის სტუდენტზე, რომელიც პირველი ქართველი ქალია, რომელიც აშშ-ის სამხედრო საზღვაო აკადემიაში სწავლობს.

უკრაინის დახმარების ბედი კვლავ გაურკვეველია

უკრაინისთვის ამერიკის მთავრობის მიერ გამოყოფილი 60 მილიარდი დოლარის ბედი კვლავ გაურკვეველია. პალატაში მმართველ რესპუბლიკელთა ნაწილი ამბობს, რომ დახმარების პროექტს მხარს მანამ არ დაუჭერს, სანამ ადმინისტრაცია, მათი შეფასებით, საკმარისად არ გაამკაცრებს საიმიგრაციო პოლიტიკას.

საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განისაზღვრა

განათლების სამინისტრომ 2024-2025 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა, რომელიც 4 ეტაპს მოიცავს. პირველ კლასში დარეგისტრირებას ის ბავშვები შეძლებენ, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ. “ბავშვის მზაობისა და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სასწავლო წლის დაწყების მომდევნო დღიდან 1-ელ დეკემბრამდე დაბადებული პირების მშობლებს ან კანონიერ წარმომადგენლებს უფლება ექნებათ, გააკეთონ არჩევანი: გააგრძელონ სკოლამდელი […]

ალექსეი ნავალნის გარდაცვალების საქმეზე საერთაშორისო გამოძიებას 43 ქვეყანა ითხოვს

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების საქმეზე საერთაშორისო გამოძიებას 43 ქვეყანა ითხოვს, – ამის შესახებ ინფორმაციას გაერო-ში ევროკავშირის ელჩი, ლოტე კნუდსენი ავრცელებს. „ჩვენ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო აღშფოთებულები ვართ. მისი მოულოდნელი გარდაცვალების გარემოებების შესახებ რუსეთმა დამოუკიდებელი და გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიება უნდა დაუშვას“, – განაცხადა ლოტე კნუდსენმა. გაერო-ში ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ გამოძიებას 43 […]

ადვოკატი – არცერთი დამაჯერებელი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ ალი ბალაძემ რაიმე სახის დანაშაული ჩაიდინა – როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე გამამართლებელ ვერდიქტს ალტერნატივა არ აქვს

თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებული პირის, ალი ბალაძის ადვოკატის განცხადებით, საქმეზე გამამართლებელ ვერდიქტს არანაირი ალტერნატივა არ აქვს. როგორც ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ აღნიშნა, ბრალდება ორი მოწმის იმედზეა, რომლებიც ჩვენებებზე იმას იტყვიან, რასაც პროკურატურა მათ დაავალებს. მისივე თქმით, ზემოხსენებული მოწმეები მინიმუმ ოთხჯერ დაკითხეს და მათი ჩვენებები […]

“ბარსელონამ” დაადასტურა – დე იონგი და პედრი “ნაპოლისთან” ვერ ითამაშებენ

ლა ლიგის 27-ე ტურში “ბილბაოსთან” უგოლოდ დასრულებულ მატჩში ტრავმები მიიღეს “ბარსელონას” ფეხბურთელებმა ფრენკი დე იონგმა და პედრიმ და კატალონიურმა “სპორტმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისინი ჩემპიონთა ლიგაზე “ნაპოლისთან” ვერ ითამაშებენ. “ბარსას” პრესსამსახურის ცნობით, დე იონგს კოჭ-წვივის, პედრის კი ბარძაყის ტრავმა აქვს და მათ დაახლოებით ერთი თვე მოუწევთ უქმობა. “ბარსელონასა” და “ნაპოლის” საპასუხო 1/8-ფინალური შეხვედრა 12 მარტს […]

ბორჯღალოსნები | ფინალი პარიზში – პორტუგალიასთან

2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ბორჯღალოსნები 17 მარტს პარიზში, „სტად ჟან ბუინ“-ზე პორტუგალიას ჩვენი დროით 24 საათზე ერკინებიან. 2000 წლის შემდეგ, რაც რაგბი ევროპის ჩემპიონატი დაარსდა, წელს პირველად ფინალური შეხვედრები ერთ დღეს და ერთ ლოკაციაზე ჩატარდება. 17 მარტს „ჟან ბუინზე“ 4 თამაში გაიმართება: მე-7 ადგილისთვის ბელგია პოლონეთს ეთამაშება; მე-5 ადგილს ნიდერლანდები და გერმანია გაითამაშებენ; […]

ბაიდენი და ტრამპი ტეხასში ერთდროულად ჩავიდნენ

ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტეხასის შტატში ჩავიდნენ. საპრეზიდენტო არჩევნების სავარაუდო მეტოქეებმა მექსიკასთან საზღვრის ორი სხვადასხვა ადგილი მოინახულეს. ორივე ყურადღებას იმიგრაციის ზრდის პრობლემაზე ამახვილებს, თუმცა მათი გზავნილები რადიკალურად განსხვავებულია.