ამ ომისთვის 2008 წლიდან ვემზადები – ქართველი მოხალისის მოგონებები უკრაინის ფრონტიდან

ომის პირველ თვეებში ქართველი მოხალისე, რატი ბურდული ფრონტზე ჩაწერილი ვიდეობიდან გახდა ცნობილი. რატი ომში უკვე მეორე წელია რაც მონაწილეობს. მასზე რუსეთმა ძებნაც კი გამოაცხადა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მეორე წლისთავზე ტაბულა რატი ბურდულს ესაუბრა. ქართველი მოხალისე შეეხო ფრონტზე ამჟამად არსებულ სიტუაციას, ისაუბრა, როგორ შეიცვალა ომი 21-ე საუკუნეში და გაიხსენა ეპიზოდები საბრძოლო მოქმედებებიდან. – 2 წელი […]

გიგი წერეთელი – ზურაბ აზარაშვილის განცხადებას მეტი მკაფიოობა სჭირდება – მის მემუარებს ხომ ვერ დაველოდებით?

უკეთესი იქნებოდა, რომ ეს ყველაფერი მანამდე მოგვესმინა, ვიდრე გამოსამშვიდობებელ წერილში. ის ადამიანები, ვინც მაშინ ჩუმად იყვნენ, დაიწყებენ ცუდის ლაპარაკს , – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის წერილთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, კარგი იქნება თუ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი უფრო მეტ […]

გრიგოლ გეგელია – „გირჩის“ ფსევდოოპოზიციური რიტორიკა პირდაპირ თანხვედრაშია „ქართული ოცნების“ სტრატეგიულ ამოცანებთან

ძალიან სამწუხაროა, რომ იკვეთება მთელი რიგი არაჯანსაღი მოტივაციები ამნისტიის კანონპროექტის მიღმა. ძალიან კარგად ვხედავთ ფსევდოპოზიციურ მოტივაციებს, ვხედავთ ბუნდოვან გარიგებებს, რაც არის ძალიან სამწუხარო, – ამის შესახებ „ლელოს“ საგარეო პოლიტიკის მდივანი, გრიგოლ გეგელიამ გირჩის“ მიერ ინიციირებული ამნისტიის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. როგორც გეგელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა, ფსევდოპოზიციური მოტივაციის პარტიად გულისხმობს „გირჩს“,რომელთა რიტორიკა პირდაპირ თანხვედრაშია „ქართული […]

ათენი-ქუთაისის რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა

ათენი-ქუთაისის რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა. საქაერონავიგაცია განმარტავს, რომ თვითმფრინავის დაჯდომის ადგილის ცვლილება, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სანავიგაციო შუქ-ტექნიკის ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია. უწყებაში ამბობენ, რომ შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, რათა ოპერატიულად აღმოიფხვრას ტექნიკური ხარვეზი და ქუთაისის აეროპორტი დაუბრუნდეს ჩვეულ ოპერირებას. რადიო თავისუფლება დამატებითი დეტალებისთვის აეროპორტების გაერთიანებას დაუკავშირდა. მათი კომენტარი მიღების შემთხვევაში აისახება ტექსტში.

“ამ არარაობის სიტყვებზე კომენტარი რატომ უნდა ვაკეთო?! კეზერაშვილის ფეხია ”- თამარ ჩერგოლეიშვილი გიგი უგულავაზე

“ტაბულას“ დამფუძნებელმა, “ევროპული საქართველოს“ წევრმა თამარ ჩერგოლეიშვილმა გადაცემა ,”ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში” განაცხადა, რომ გიგი უგულავასთან დაკავაშირებით კომენტარს არ გააკეთებს. “ამ არარაობის სიტყვებზე კომენტარი რატომ უნდა ვაკეთო? რას წარმოადგენს? რომელ ძალას წარმოადგენს?! სად არის? ვინ არის? რა უნდა? კეზერაშვილის ფეხია და არ ვაპირებ, კეზერაშვილის ფეხებზე კომენტარის გაკეთებას…“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

,, გზა არ აგებნეთ – ჩემკენ არ შემოუხვიოთ” – თამარ ჩერგოლეიშვილი

,,ტაბულას” დამფუძნებელი, ,,ევროპული საქართველოს” წევრი, თამარ ჩერგოლეიშვილი: ,,ყველა ომში ცალსახად იმისკენ ვიქნები, ვის კულტურაშიც ადამიანებს, განსაკუთრებით ქალებს და ბავშვებს პატივს სცემენ და ადამიანის სწორებად განიხილავენ. ყველას უმეცრებად და ბოროტმოქმედების ჩუსტებად მიგიჩნევთ, ვისაც განსხვავებული აზრი გაქვთ – რა ლამაზად მარტივი აზრია ხომ ხედავთ? ანუ ვინც ისრაელს არ უცხადებთ მხარდაჭერას, ყველას გონებასუსტად გთვლით. შეგახსენებთ ხოლმე ხშირად, რომ […]

საქაერონავიგაცია – ტექნიკური ხარვეზის გამო ათენის-ქუთაისის რეისის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა – მიმდინარეობს მუშაობა, რათა ქუთაისის აეროპორტი დაუბრუნდეს ჩვეულ ოპერირებას

ტექნიკური ხარვეზის გამო ათენის-ქუთაისის რეისის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქაერონავიგაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, მიმდინარეობს მუშაობა, რათა ქუთაისის აეროპორტი დაუბრუნდეს ჩვეულ ოპერირებას. “ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სანავიგაციო შუქ-ტექნიკის ტექნიკური ხარვეზის გამო ათენის-ქუთაისის რეისის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა. შესაბამისი სამსახურების მიერ მიმდინარეობს მუშაობა, რათა ოპერატიულად აღმოიფხვრას ტექნიკური ხარვეზი და ქუთაისის აეროპორტი დაუბრუნდეს ჩვეულ ოპერირებას“, – […]

საფრანგეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც აბორტი კონსტიტუციურ უფლებად აქცია

საფრანგეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც აბორტი კონსტიტუციურ უფლებად აქცია. საფრანგეთის პარლამენტის ორივე პალატის დეპუტატებმა 780 ხმით 72-ის წინააღმდეგ აბორტის უფლების კონსტიტუციაში შეტანას მხარი დაუჭირეს. „ჩვენ ყველა ქალს მესიჯს ვუგზავნით: თქვენი სხეული თქვენ გეკუთვნით და თქვენს ნაცვლად გადაწყვეტილებას ვერავინ მიიღებს“, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა, გაბრიელ ატალმა პარლამენტში შეკრებილ დეპუტატებს. საფრანგეთის პარლამენტის გადაწყვეტილებით კონსტიტუციის 34-ე მუხლში ჩაიწერა, […]

თებერვალში თურქეთში ინფლაცია 2022 წლის ნოემბრის შემდეგ უმაღლეს დონემდე დაჩქარდა

სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი თურქეთში თებერვალში, 2022 წლის ნოემბრის შემდეგ, უმაღლეს დონემდე დაჩქარდა. ქვეყნის სტატისტიკური ინსტიტუტის, „თურქსტატის“ მონაცემებით, ინფლაციამ 67,1% შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი იანვარში 64,9%-ს შეადგენდა. Trading Economics-ის ცნობით, ანალიტიკოსები საშუალოდ 65,7%-იან ზრდას წინასწარმეტყველებდნენ. თებერვალში კომუნალური გადასახადები 49.1%-ით (ერთი თვით ადრე ზრდა 46%-ით) გაიზარდა, სატრანსპორტო მომსახურება – 78%-ით (77.5%-ით). იმავდროულად, სურსათზე ფასები 71,2%-ით გაიზარდა, იანვარში […]

5-10 მარტი: ადგილები, სადაც წასვლას გირჩევთ

„ნეტგაზეთი” გირჩევთ კონცერტებს, სპექტაკლებსა და საღამოებს, რომელზე დასწრების შესაძლებლობას 5-10 მარტს გექნებათ: 5 მარტი – სანდრო ნებიერიძის საფორტეპიანო კონცერტი. თბილისის კონსერვატორიის დიდი დარბაზი – დასაწყისი – 20:00 5 მარტს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება სანდრო ნებიერიძის სოლო კონცერტი. თავისი თაობის გამორჩეული პიანისტი ამჟამად სწავლობს მიუნხენის მუსიკისა და თეატრის უნივერსიტეტში ფორტეპიანოს მიმართულებით, პარალელურად კი, იტალიის […]