თიბისი თანამშრომლების ჯანმრთელობაზე მრავალფეროვანი შეთავაზებებით ზრუნავს

თიბისისთვის თანამშრომლებზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი მისიაა, სწორედ ამიტომ, სტანდარტული ჯანმრთელობის დაზღვევის გარდა, რომლითაც ოჯახის წევრის დაზღვევაც შეუძლიათ, თიბისელებს დამატებით სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევას სთავაზობს. კრიტიკული დაავადების დიაგნოზის დასმის შემთხვევაში, დაზღვევის ფარგლებში, თანამშრომელი ფიქსირებულ კომპენსაციას იღებს. ეს შეიძლება იყოს როგორც მკურნალობის დაფინანსება, ისე – ოჯახის კეთილდღეობისთვის გამოყენებული თანხა. „თიბისელების კეთილდღეობა, მათთვის კომფორტული, სანდო და უსაფრთხო […]

ბორჯღალოსნები | ფინალი პარიზში – პორტუგალიასთან

2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში “ბორჯღალოსნები” 17 მარტს პარიზში, „სტად ჟან ბუინზე” პორტუგალიას ჩვენი დროით 24 საათზე ერკინება. 2000 წლის შემდეგ, რაც რაგბი ევროპის ჩემპიონატი დაარსდა, წელს პირველად, ფინალური შეხვედრები ერთ დღეს და ერთ ლოკაციაზე ჩატარდება. 17 მარტს „ჟან ბუინზე“ 4 თამაში გაიმართება: მე-7 ადგილისთვის ბელგია პოლონეთს ეთამაშება; მე-5 ადგილს ნიდერლანდები და გერმანია გაითამაშებენ; […]

ბიომეურნეობა „სამყურა“ კაფეს აშენებს და აგროტურიზმის სექტორში შესვლას გეგმავს

წნორში მდებარე ბიომეურნეობა „სამყურა“ გაფართოებასა და აგროტურიზმის სექტორში შესვლასაც გეგმავს. როგორც „კომერსანტთან“ ბიომეურნეობის დამფუძნებელმა ნიკა ბაგალიშვილმა განაცხადა, ამ დროისათვის ბიო ბოსტნეული 1.5ჰა-ზე მოჰყავს, მარცვლეული (ხორბალი და სიმინდი) კი 3ჰა-ზე. ბიომეურნეობას საფუძველი 5 წლის წინ ჩაეყარა და საწყისი კაპიტალი 2000 ლარს შეადგენდა. „თავდაპირველად ნაქირავებ მიწაზე დავთესე ლობიო. კაპიტალი სულ რაღაც 2000 ლარი იყო. ამჟამად ბოსტნეული 1.5ჰა-ზე […]

ჩრდილოეთ კორეა აშშ-სა და სამხრეთ კორეას წვრთნების შეწყვიტისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ “ბირთვული ომი, შესაძლოა, ნაპერწკლითაც კი გაჩნდეს”

ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის სამინისტრო სამხრეთ კორეას და შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, სამხედრო წვრთნები შეწყვიტონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შედეგებით იმუქრება. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, KCNA-ს ცნობით, თავდაცვის უწყების პრესსპიკერმა განაცხადა, რომ მკაცრად გმობს სამხედრო წვრთნებს, რომელიც არა თავდაცვითი, არამედ „ჩრდილოეთში შეჭრის მცდელობაა“ და აშშ-სა და სამხრეთ კორეას მისი შეწყვეტისკენ მოუწოდა. „ბირთვული ომი, შესაძლოა, ნაპერწკლითაც კი გაჩნდეს. […]

ნათია თუთბერიძე- პირველი ქართველი ამერიკის სამხედრო საზღვაო აკადემიაში

ნათია თუთბერიძე პირველი ქართველი ქალია, ვინც ამერიკის სამხედრო საზღვაო აკადემიაში სწავლობს. ნათია 21 წლისაა, 6 სხვადასხვა ენაზე საუბრობს და წელს, მაისში, ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სამხედრო აკადემიის დასრულებით ოფიცრის სტატუსსაც მიიღებს.

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ისლანდიის პრეზიდენტი ეწვია

დღეს დილით თბილისში, ოფიციალური ვიზიტით ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი, გუდნი იოჰანესონი ჩამოვიდა. ცნობილია, რომ გუდნი იოჰანესონი საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას გამართავს, რომლის შემდეგაც ისინი ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. ვიზიტის ფარგლებში, ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერმინისტრ, ირაკლი კობახიძესა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს. “ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ასევე, საქართველო-ისლანდიის ბიზნესმენთა შეხვედრაში, რომელიც მრგვალი მაგიდის […]

ევროკავშირი განიხილავს სამხედრო მრეწველობის „ომის ეკონომიკის მოდელზე“ გადასვლის საკითხს

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის პასუხად ევროკავშირში განიხილავენ სამხედრო მრეწველობის „ომის ეკონომიკის მოდელზე“ გადასვლის საკითხს. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, დღეს, 5 მარტს ევროკომისია წარმოადგენს ინიციატივას ევროკავშირის სამხედრო მრეწველობის სტიმულირების შესახებ. ევროკომისარი მრეწველობის საკითხებში ტიერი ბრეტონი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს გააცნობს წინადადებებს იარაღის მწარმოებელი ევროპული კომპანებისგან მეტი იარაღის ერთობლივად შეძენის და ამ კომპანიების საწარმოო სიმძლავრეთა გაზრდის ხელშეწყობის შესახებ. ბრეტონის […]

თბილისს ოფიციალური ვიზიტით ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვია

თბილისს ოფიციალური ვიზიტით ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი, გუდნი იოჰანესონი ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ისლანდიის პრეზიდენტსა და სახელმწიფო დელეგაციას დახვდნენ: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, გუდნი იოჰანესონის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში დღეს გაიმართება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება საქართველოს პრეზიდენტისა და ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტის […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 მარტს 10:00-იდან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში სიონი, მაგრანეთი, ნაქალაქარი, დორეულები, ორხევი, საჯინიბო, ვეძათხევი და მიმდებარე სოფლებში „10:00-იდან 16:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ფიჭვიანი, ომარაულები, […]

თბილისს ოფიციალური ვიზიტით ისლანდიის პრეზიდენტი ეწვევა

თბილისს, 5 მარტს, ოფიციალური ვიზიტით ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი გუდნი იოჰანესონი ეწვევა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ორბელიანების სასახლეში, გაიმართება ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა, რის შემდეგაც პრეზიდენტები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. დაგეგმილია ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან. ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ასევე, საქართველო-ისლანდიის […]