ისრაელმა გაერო-ში ქვეყნის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, გაერო-ში ქვეყნის ელჩი, გილად ერდანი კონსულტაციებისთვის გაიწვიეს. ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი არის ცნობები იმის შესახებ, რომ გაერო, სავარაუდოდ, ცდილობდა, არ გაეხმაურებინა „ჰამასის“ მიერ განხორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ ანგარიში. “ვუბრძანე ჩვენს ელჩს გაერო-ში, გილად ერდანს, დაბრუნებულიყო ისრაელში სასწრაფო კონსულტაციებისთვის ორგანიზაციის მცდელობასთან დაკავშირებით, არ გახმაურებულიყო „ჰამასის“ და […]
დიმიტრი მედვედევი – ევროკავშირის ელჩები, სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე უარის გამო, რუსეთიდან უნდა გააძევონ

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ქვეყნების ელჩები რუსეთიდან უნდა გააგდონ და მათ ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე უნდა შემცირდეს იმის გამო, რომ მათ უარი განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე. “რუსეთში ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა უარი თქვეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე, ვითომცდა ბრიუსელის რჩევით. ეს ეწინააღმდეგება დიპლომატიური მისიების არსებობისა […]
„ჰამასი“ – ღაზაში მყოფი მძევლების ბედს ვერ გავიგებთ მანამ, სანამ ცეცხლის სრული შეწყვეტა არ მოხდება

“ჰამასის“ პოლიტბიუროს წევრის, ბასემ ნაიმის განცხადებით, არ არსებობს გზა ღაზაში მყოფი ისრაელელი მძევლების ბედის დასადგენად, სანამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა და განხორციელება არ მოხდება. „შეუძლებელია რაიმე დეტალის ცოდნა ისრაელელი პატიმრების ბედის შესახებ, რადგან ისინი სხვადასხვა ადგილას იმყოფებიან, არ ვიცით მათი ბედი დაბომბვისა და შიმშილის პოლიტიკის პირობებში, ამიტომ, ჩვენ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა ინფორმაციის მოსაგროვებლად“, – […]
რუსებმა ოდესას დრონებით შეუტიეს – ქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა

რუსულმა ძალებმა ოდესისკენ დრონები გაუშვეს, საჰაერო განგაში სამ საათს გაგრძელდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინის საჰაერო ძალებმა წუხელ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ შავი ზღვიდან ოდესის მიმართულებით რამდენიმე დრონი მიემართებოდა, მოგვიანებით ასევე განაცხადეს, რომ დრონები გაუშვეს ფონტანკის დასახლების მიმართულებით. “შაჰედებით” თავდასხმის რამდენიმე ტალღა განხორციელდა, ისმოდა აფეთქებების ხმა. სამსაათიანი განგაში შემდეგ საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ უპილოტო საფრენი […]
“კვარაცხელია ოსიმენზე უკეთესია – ვიქტორი ნაკლებად გენიალურია” – Corriere dello Sport-ის ჟურნალისტი

“კორიერე დელო სპორტის” ჟურნალისტმა ანტონიო ჯორდანომ Canale 8-ზე “ნაპოლის” შესახებ ისაუბრა: “რა შეცვალა კალცონამ? თუ მხოლოდ ფსიქოლოგიურ ასპექტზე ვილაპარაკებთ, მათ დათვურ სამსახურს გავუწევთ. გუნდმა კომპაქტურობა დაიბრუნა, ზონებს შორის სივრცეებს აღარ ტოვებს, რაც ადრე სერიოზული პრობლემა იყო და მეტოქე იმაზე გაცილებით მეტად სარგებლობდა, ვიდრე ეს ბოლო ოთხ მატჩში მოხდა – 20 წუთი “ბარსელონასთან” და 4-5-ჯერ “იუვენტუსთან”. […]
გაერო-ს ანგარიში – დამაჯერებელი ინფორმაციაა აღმოჩენილი, რომ „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს სექსუალური ძალადობა ჩაიდინა

გონივრული საფუძველი არსებობს, რომ „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს სექსუალური ძალადობა ჩაიდინა, – ამის შესახებ გაერო-ს ანგარიშშია ნათქვამი. „ასევე, შეგროვდა სანდო გარემოებითი ინფორმაცია, რომელიც სექსუალური ძალადობის ზოგიერთ ფორმაზე, მათ შორის სასქესო ორგანოების დასახიჩრებაზე, სექსუალურ წამებაზე ან სასტიკ, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაზე მიუთითებს“, – ნათქვამია გაერო-ს ანგარიშში. „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს ჩადენილი სექსუალური ძალადობის შესახებ ინფორმაციის შეგროვების მიზნით, […]
სახელმწიფო სუროგატი დედების მშობიარობის ხარჯებს აღარ აანაზღაურებს

სახელმწიფო სუროგატი დედების მშობიარობის/საკეისრო კვეთის ხარჯებს აღარ აანაზღაურებს. საქართველოს მთავრობამ შესაბამისი დადგენილება 29 თებერვალს მიიღო, რომელსაც ხელს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე აწერს. მთავრობის დადგენილების მიხედვით, ცვლილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში განხორციელდა. სახელმწიფო სუროგატი დედების მშობიარობის/საკეისრო კვეთის ხარჯებს 2013 წლის 21 თებერვლიდან აფინანსებდა.
,, რას ერჩით ხალხს, ისედაც დატანჯულ და გაუბედურებულ ხალხს, როგორ იმეტებთ ასე?!” – ირმა ინაშვილი

,,პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი ზურა აზარაშვილის ფეისბუქ-სტატუსს ეხმაურება: ,,ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი წერს, რომ ქვეყანაში შემოდიოდა არარეგისტრირებული, გაურკვევეი წარმოშობის ონკოლოგიური მედიკამენტები და ამ წამლებს გამოსაყენებლად უწერდნენ პაციენტებს. არ მოგესმათ, ზუსტად ასეა. საქართველოში ონკოპაციენტებს, თურმე, გაურკვეველი წარმოშობის მედიკამენტებს უწერდნენ და ასმევდნენ. ეს კი, იცოდა სახელმწიფომ, იცოდა ჯანდაცვის სამინისტრომ, იცოდნენ ქვეყნის სამართალდამცავმა სტრუქტურებმა. რას ერჩით ხალხს, […]
BILD: აახენის საავადმყოფოში 65 წლის ქალი შეიჭრა, შესაძლოა ჰყავდეს მძევლები

გამოცემა Bild-ის ინფორმაციით გერმანიის ქალაქ აახენის საავადმყოფოში შეიარაღებული პირი შეიჭრა და შესაძლოა მძევლებიც აიყვანა. საავადმყოფოს ტერიტორიაზე მობილიზებულია მძიმედ შეიარაღებული პოლიცია და სახანძრო სამსახური, გადაკეტილია ქუჩები და საავადმყოფოს თავზე დაფრინავს ვერტმფრენი. პოლიციის ინფორმაციით საავადმყოფოში შეჭრილი პირი, 65 წლის ქალია, რომელიც შენობაში 17:00 საათისთვის შევიდა, ცოტახანში კი თანამშრომლებმა საავადმყოფოში კვამლი შეამჩნიეს. ეჭვობენ, რომ ქალმა პიროტექნიკა გამოიყენა. ის […]
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება განიხილა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, განიხილა კანონპროექტი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პროექტის თანახმად, თუ 2024 წლის 1-ელ მაისამდე გაცემულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული დაბადების თარიღი განსხვავდება […]