პაატა იმნაძე – ჯერ წითელას გავრცელება პრობლემატური არ არის, მაგრამ, შესაძლოა, მოიმატოს – სხვათა შორის, სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი წითელას შემთხვევებიც გვაქვს

ჯერ წითელას გავრცელება პრობლემატური არ არის, მაგრამ, შესაძლოა მოიმატოს – სხვათა შორის, სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი წითელას შემთხვევებიც გვაქვს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გასულ წელს წითელას 24 შემთხვევა იყო, წელს კი დაახლოებით 2-ჯერ მეტია. ამასთან, იმნაძე განმარტავს, რომ წითელასგან დაცვის ერთადერთი […]

პაატა იმნაძე – ვირუსული ინფექციების გავრცელების პიკმა უკვე გადაიარა, ეს მაჩვენებელი კლებისკენ მიდის

თებერვლის შუა რიცხვებში ვირუსების მაქსიმალური აქტიურობის პერიოდი იყო – ვირუსული ინფექციების გავრცელების პიკმა უკვე გადაიარა, გავრცელების მაჩვენებელი კლებისკენ მიდის, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა. როგორც იმნაძე განმარტავს, გრიპის ვირუსის მაჩვენებელი 50%-მდე იყო გაზრდილი. „როგორც პროგნოზირებდნენ, თებერვლის შუა რიცხვებში იყო რესპირატორული […]

Reuters – ევროკომისია ევროკავშირის თავდაცვის ინდუსტრიის ომის ეკონომიკის რეჟიმში გადაყვანას სთავაზობს

ევროკომისია ევროკავშირს იარაღის ინდუსტრიის გაძლიერების გზებს შესთავაზებს, რათა მან, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, ომის ეკონომიკის რეჟიმში გადასვლა შეძლოს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ევროკავშირის ოფიციალური პირების თქმით, ევროკომისარი მრეწველობის საკითხებში ტიერი ბრეტონი წარადგენს წინადადებებს იმისთვის, რომ წაახალისოს ევროკავშირის ქვეყნები, მეტი იარაღი შეისყიდონ ევროპული კომპანიებისგან და ასეთ ფირმებს წარმოების შესაძლებლობების გაზრდაში დაეხმარონ. „ჩვენ უნდა შევცვალოთ პარადიგმა […]

რუსეთმა ოდესას ისევ დრონებით შეუტია

5 მარტს, რუსეთის სამხედრო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს უკრაინის ქალაქ ოდესასა და მის გარშემო მდებარე რაიონებზე. გამოცხადებული იყო საჰაერო განგაში, რომლის დროსაც მოქალაქეები ვალდებული არიან უსაფრთხო ადგილებში გადავიდნენ. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, შეტევისას, რომელიც სამ საათს გაგრძელდა, 22-დან 18 დრონი ჩამოაგდეს. უკრაინის თავდაცვის ძალების სამხრეთის სარდლობის ცნობით, უპილოტო […]

Construct2 მეორე ფილიალს ახალციხეში ხსნის

USAID-ის, განათლების სამინისტროსა და Bk ქონსტრაქშენის თანამშრომლობით ახალციხეში Construct2-ის ფილიალის გახსნა იგეგმება. როგორც Construct2-ის დირექტორმა თამარ ზაქარაშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, პირველ სტუდენტებს კოლეჯი შემოდგომიდან მიიღებს. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 3 მლნ ლარია. „ახალციხის რაიონში, კერძოდ, ვალეში ვგეგმავთ Construct2-ის ფილიალის გახსნას. ეს იქნება ასევე სამშენებლო პროფილის კოლეჯი, სადაც მსურველები მომზადდებიან როგორც მოკლევადიანი პროგრამის ფარგლებში, ასევე იფუნქციონირებს […]

“ნაპოლის” ჩაბარების დრო მოვიდა” – კანავარომ დე ლაურენტისს მიმართა

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფაბიო კანავარომ “ნაპოლის” ჩაბარების სურვილი კიდევ ერთხელ დააფიქსირა. ამის შესახებ მან Football Italia-სთან ინტერვიუში განაცხადა. “მზად ვარ თუ არა ჩავიბარო “ნაპოლი”? ვფიქრობ, ამის დრო დიდი ხანია მოვიდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას კლუბის პრეზიდენტი იღებს და ჯერჯერობით მოლაპარაკებები არ გაგვიმართავს. “ბეშიქთაშთან” საუბარი ნამდვილად შედგა, მაგრამ მათ არჩევანი სხვა სპეციალისტზე გააკეთეს. რაც შეეხება “ნაპოლის”, “პარტენოპეი” […]

„თიბისი“ თანამშრომლებს დამატებით სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევას სთავაზობს

„თიბისისთვის“ თანამშრომლებზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი მისიაა, სწორედ ამიტომ, სტანდარტული ჯანმრთელობის დაზღვევის გარდა, რომლითაც ოჯახის წევრის დაზღვევაც შეუძლიათ, „თიბისელებს“ დამატებით სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, კრიტიკული დაავადების დიაგნოზის დასმის შემთხვევაში, დაზღვევის ფარგლებში, თანამშრომელი ფიქსირებულ კომპენსაციას იღებს. ეს შეიძლება იყოს როგორც მკურნალობის დაფინანსება, ისე ოჯახის კეთილდღეობისთვის გამოყენებული თანხა. „თიბისის“ […]

24-25 ივნისს SBC Summit Tbilisi 2024 ჩატარდება

24-25 ივნისს iGaming კონფერენცია — SBC Summit Tbilisi ბრიტანული ორგანიზაციის, SBC-ისა და საქართველოში დაფუძნებული საერთაშორისო კომპანიის, SMH Global-ის თანაორგანიზებით სასტუმრო ,,შერატონში’’ გაიმართება. კონფერენცია მეტად შეეხება აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ბაზრებს და გააერთიანებს მათ უნიკალურ ელემენტებს. კონფერენციას 2’000-მდე დელეგატი დაესწრება, მათ შორის იქნებიან iGaming ინდუსტრიის უმაღლესი რანგის წარმომადგენლები ბაზრის სხვადასხვა ლიდერი კომპანიებიდან. დამსწრე საზოგადოებას […]

მგზავრებს შორის ჩხუბის გამო, მემინგენი-ქუთაისის რეისი რუმინეთში ავარიულად დაეშვა

ავიაკომპანია „ვიზეარის“ მემინგენი-ქუთაისის რეისი რუმინეთში ავარიულად დაეშვა. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ავარიული დაშვების მიზეზი მგზავრებს შორის დაწყებული კონფლიქტი გახდა. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის დაიწყო. გავრცელებული ცნობით, ბორტზე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი რუსეთის მოქალაქე გოგოს ავიწროებდა და კონფლიქტის დაწყების მიზეზი სწორედ ეს გახდა. “ჩემი მეგობარი მგზავრობს აღნიშნული რეისით, როგორც მითხრა, რუსი იყო მთვრალი, რომელიც […]

რუსი კომუნისტები ითხოვენ სტალინის სიკვდილთან „დასავლეთის შესაძლო კავშირის” გამოძიებას

საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის გარდაცვალების დღეს, 5 მარტს, რუსმა კომუნისტებმა უშიშროების ფედერალურ სამსახურს და გენერალურ პროკურატურას მიმართეს. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „რია ნოვოსტის“ განუცხადა პარტია „რუსეთის კომუნისტების“ თავმჯდომარემ, სერგეი მალინკოვიჩმა. მალინკოვიჩის თქმით, კომუნისტები ითხოვენ „იოსებ ბესარიონის ძე სტალინის სიკვდილთან დასავლეთის სპეცსამსახურების შესაძლო კავშირის შემოწმებას, რადგან სტალინის თანამედროვეთა ბევრი მტკიცებულება მიუთითებს დასავლეთის გავლენის აგენტების მიერ […]