ბიზნეს სექტორის ბრუნვა 56.4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა – ბრუნვის 37.6%-ი ვაჭრობაზე მოდის

2023 წლის IV კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 9.1 პროცენტით გაიზარდა და 56.4 მილიარდი ლარი შეადგინა. „საქსტატის“ ინფორმაციით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2023 წლის IV კვარტალში მისი მოცულობა 21.2 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 7.0 პროცენტით მეტია. 2023 წლის IV კვარტალში ბიზნეს […]

თეონა აქუბარდია – აზარაშვილის ხმამაღალმა განცხადებამ კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩნია – ეს აჩვენებს, რომ დაპირისპირება არსებობს ღარიბაშვილსა და კობახიძეს შორის, მიუხედავად მცდელობისა, რომ ძმური სიყვარული ეჩვენებინათ

აზარაშვილის ხმამაღალმა განცხადებამ კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩნია – ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ გარკვეული დაპირისპირება ბუნებაში არსებობს ორ ირაკლის [ღარიბაშვილსა და კობახიძეს] შორის, მიუხედავად მცდელობისა, რომ ძმური სიყვარული ეჩვენებინათ, მათ შორის, ვიზუალური ემოციების გამოხატვის გზით, „ქართული ოცნების“ ყრილობაზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, თეონა აქუბარდიამ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა. […]

პრეზიდენტი პარლამენტს ე.წ. მოტივირებული შენიშვნების ფარგლებში სთავაზობს, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების შესარჩევი კომისია კვლავ პრეზიდენტმა შექმნას და კანდიდატურები ასარჩევად პარლამენტს მან წარუდგინოს

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს ე.წ. მოტივირებული შენიშვნების ფარგლებში სთავაზობს, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების შესარჩევი კომისია კვლავ პრეზიდენტმა შექმნას და კანდიდატურები ასარჩევად პარლამენტს მან წარუდგინოს. ამასთან, პრეზიდენტის შეფასებით, ცესკოს მიმართ მაღალი ნდობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტი შენარჩუნდეს. პარლამენტში წარდგენილ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად საქართველოს პრეზიდენტის […]

უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთს გაუნადგურა სამხედრო გემი „სერგეი კოტოვი“

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქერჩის სრუტესთან დაარტყეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საპატრულო გემს, „სერგეი კოტოვს”, რომელიც განადგურებულია. ამის შესახებ დღეს, 5 მარტს განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ. სამხედრო დაზვერვის თანახმად, ოპერაცია გასულ ღამით ჩაატარა სპეციალურმა ქვედანაყოფმა „Group 13″-მა უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებთან თანამშრომლობით და ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს მხარდაჭერით. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოში აცხადებენ, […]

ტყის მიმდებარედ ხანძრის გაჩენისთვის ერთი პირი 500 ლარით დააჯარიმეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, სახანძრო-სამაშველო ჯგუფის თანამშრომლებმა დედოფლისწყაროს რაიონში პატრულირების დროს, ტყის მიმდებარედ ხანძრის კერა დააფიქსირეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ტერიტორიის დათვალიერებისას სახანძრო-სამაშველო ჯგუფის წევრებმა შენიშნეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მიზანმიმართულად აჩენდა ცეცხლს. ადგილზე გამოიძახეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. […]

უკრაინული დაზვერვა: განადგურებულია რუსეთის საპატრულო ხომალდი „სერგეი კოტოვი“

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საპატრულო ხომალდი „სერგეი კოტოვი“ უკრაინის სამხედრო დაზვერვის თავდასხმის შედეგად განადგურებულია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის დაზვერვა ავრცელებს. მათივე ცნობით, თავდასხმის დროს რუსული ხომალდი ყირიმში, ქერჩის სრუტესთან ახლოს იმყოფებოდა. რუსულ გემზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე ღამით აფეთქებების შემდეგ გავრცელდა, რის გამოც დაიხურა ქერჩის ხიდი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ყირიმთან 38 უკრაინული დრონი […]

სახელმწიფო სუროგატ დედებს მშობიარობას არ დაუფინანსებს

მთავრობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სუროგატ დედებს მშობიარობის და საკეისრო კვეთის ხარჯებს არ აუნაზღაურებს. აღნიშნულის შესახებ საუბარია საქართველოს მთავრობის დადგენილებაში, რომელიც საკანონმდებლო მაცნეზე 29 თებერვალსაა გამოქვეყნებული. კერძოდ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილება შევიდა და განისაზღვრა, რომ პროგრამის ფარგლებში არ […]

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი არ აქვს – ჩამონათვალი და აღდგენის დრო

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეზღუდული აქვს. ამის შესახებ ინფორმაციასა და ქუჩების ჩამონათვალს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს. საბურთალოს რაიონი – დიდი დიღომი, 4 მკ-რ, N 21 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 04/03 22:30-დან 05/03 10:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდა: დიდი დიღმის მე-4 მ/რ N18, N19, N20, N21, N25, N29 კორპ. მირიან მეფის N113. სამგორის […]

კაცი დედოფლისწყაროს ტყესთან ცეცხლს განზრახ აჩენდა, დამნაშავე 500 ლარით დაჯარიმდა

დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ პატრულირების დროს შენიშნეს მამაკაცი, რომელიც მიზანმიმართულად უკიდებდა ტყეს ცეცხლს. კაცი 500 ლარით დააჯარიმეს, ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფის თანამშრომლებმა, დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ, პატრულირების დროს, დააფიქსირეს ხანძრის კერა. ტერიტორიის დათვალიერებისას სახანძრო-სამაშველო ჯგუფის წევრებმა შენიშნეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც […]

WHO: ბავშვები შიმშილით იღუპებიან ჩრდილოეთ ღაზაში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბავშვები შიმშილით იღუპებიან ჩრდილოეთ ღაზაში. ტედროს გებრეიესუსმა თქვა, რომ სააგენტო ოქტომბრის დასაწყისის შემდეგ ამ შაბათ-კვირას პირველად ეწვია ორ საავადმყოფოს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მან დაწერა, რომ საკვების ნაკლებობამ გამოიწვია 10 ბავშვის დაღუპვა და რომ საავადმყოფოების შენობები დანგრეულია. “ჰამასის” მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტრო ღაზაში კვირას ამბობდა, რომ სულ მცირე […]