“ვირუსული ინფექციების გავრცელების პიკმა უკვე გადაიარა, ეს მაჩვენებელი კლებისკენ მიდის” – პაატა იმნაძე

თებერვლის შუა რიცხვებში ვირუსების მაქსიმალური აქტიურობის პერიოდი იყო – ვირუსული ინფექციების გავრცელების პიკმა უკვე გადაიარა, გავრცელების მაჩვენებელი კლებისკენ მიდის, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ “ინტერპრესნიუსთან“ ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა. როგორც იმნაძე განმარტავს, გრიპის ვირუსის მაჩვენებელი 50%-მდე იყო გაზრდილი. “როგორც პროგნოზირებდნენ, თებერვლის შუა რიცხვებში იყო რესპირატორული […]
ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2196 ლარია

2023 წლის IV კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 782.3 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 5.6 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 42.6 პროცენტი ქალია, ხოლო 57.4 პროცენტი – კაცი. „საქსტატის“ ინფორმაციით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 41.5 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 21.3 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 37.2 პროცენტი – მცირე ბიზნესზე. საანგარიშო პერიოდში, […]
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება 9 პუნქტთან დაკავშირებით EU-ს მიმართავს

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება 9 პუნქტთან დაკავშირებით სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებისა საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასა და საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებს მიმართავს. 12 არასამთავრობო ორგანიზაციის თქმით, ისინი ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მუდმივ მონიტორინგს გააგრძელებენ, ასევე, შეიმუშავებენ წინადადებებს ეფექტიანი რეფორმების ხელშესაწყობად და შეეცდებიან, რომ 9 ნაბიჯი შიდა რეფორმების დღის წესრიგის მთავარ პრიორიტეტად იქცეს. […]
საარჩევნო კანონმდებლობასა და რეგლამენტში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო პარლამენტშია

პარლამენტის მიერ საარჩევნო კანონმდებლობასა და რეგლამენტში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო – ე.წ. მოტივირებული შენიშვნები პარლამენტშია. სალომე ზურაბიშვილის “მოტივირებული შენიშვნები” ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გავა, ხოლო მის სესიაზე გატანამდე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს. არსებული ინფორმაციით, უმრავლესობა ვეტოს დაძლევს, რისთვისაც მას იმდენივე ხმა სჭირდება, რამდენიც საჭიროა კანონპროექტის მიღებად (76 ხმა). პარლამენტმა 20 თებერვალს “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებები დაამტკიცა, […]
შსს: თბილისსა და რეგიონებში ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები – დაკავებულია 20 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 20 პირი, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 4 პირის მიმართ, ხოლო 2 პირი მხილებულია. “საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ფაქტზე, 1988 წელს დაბადებული ჯ.ბ. თბილისში დააკავეს. პატრულ-ინსპექტორებმა ჯ.ბ. […]
ჩინეთი 2024 წელს სამხედრო ბიუჯეტს 7,2%-ით გაზრდის

ჩინეთი 2024 წელს სამხედრო ბიუჯეტს 7,2%-ით გაზრდის. აღნიშნული ინფორმაცია 5 მარტს ჩინეთის ფინანსთა მინისტრმა საპარლამენტო სესიისას დაადასტურა. ამის მიუხედავად, 2024 წელს აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტი ჩინეთის გაზრდილ ბიუჯეტზე მაინც სამჯერ დიდი იქნება. 2024 წელს ჩინეთის სამხედრო ბიუჯეტი 1,6 ტრილიონი იუანი, იგივე 230 მილიარდი დოლარი იქნება. პარლამენტის სესიის სპიკერმა ლოუ ჩინჯიანმა თქვა, რომ ჩინეთი თავისი სამხედრო ბიუჯეტის […]
ისრაელმა კონსულტაციისთვის გაეროდან ელჩი გაიწვია

ისრაელის მთავრობამ გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში დაადანაშაულა ჰამასის სისასტიკეზე დუმილში და გაეროდან კონსულტაციისთვის გაიწვია თავისი ელჩი გილად ერდანი. ამას წინ უძღოდა გაეროს სპეციალური წარმომადგენლის მიერ 4 მარტს გამოქვეყნებული ანგარიში, რომელიც ეხება 2023 წლის 7 ოქტომბერს, ისრაელზე ჰამასის თავდასხმისას ამ დაჯგუფების წევრების მიერ ჩადენილი სექსუალური ძალადობის ფაქტებს. საგარეო საქმეთა მინისტრ ისრაელ კაცის განცხადებით, ელჩი გაეროდან […]
დღეს შუქი გაითიშება – ნახეთ, სია

თბილისის ნაწილს 5 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოების ჩატარებას ასახელებს. ჩუღურეთის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხუდადოვის ქუჩის მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), უზნაძის და პასტერის ქუჩების მოსახლეობას. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა […]
რაზე უნდა თქვათ უარი 10 მარტის ახალი მთვარის დროს

მარტი არაერთი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენითაა სავსე. ეს მხოლოდ ახალ მთვარეს არ ეხება, რომლის ეფექტიც მომდევნო 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება. თვის ბოლოსკენ დაბნელების დერეფანი იწყება და ამავდროულად, არც გაზაფხულის ბუნიობა უნდა გამოგვრჩეს, რომელიც სწორედ მარტშია. თევზების ნიშანში ახალი მთვარე მართლაც რომ ემოციური აღმოჩნდება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, 10 მარტს მოგვიწევს, საკუთარ შეცდომებს, გამარჯვებებს, წინგადადგმულ ნაბიჯებს, ვერგანხორციელებულ სურვილებს […]
როგორი ამინდი შენარჩუნდება დღეს საქართველოში – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

5 მარტს ქუთაისში +19 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8. ბათუმშიც გამოიდარებს. დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება. ფოთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +19 გრადუსს […]