სახელმწიფო სუროგატ დედებს მშობიარობას არ დაუფინანსებს

მთავრობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სუროგატ დედებს მშობიარობის და საკეისრო კვეთის ხარჯებს არ აუნაზღაურებს.
აღნიშნულის შესახებ საუბარია საქართველოს მთავრობის დადგენილებაში, რომელიც საკანონმდებლო მაცნეზე 29 თებერვალსაა გამოქვეყნებული.
კერძოდ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილება შევიდა და განისაზღვრა, რომ პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება სუროგატული დედის მშობიარობა/საკეისრო კვეთის ხარჯები.
დოკუმენტსი მითითებულია, რომ დადგენილება გამოქვეყნების მომენტიდან, ანუ 29 თებერვლიდან ძალაშია.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლსკი უძილაურზე – არ შეიძლება ვიღაცას ფარდის მიღმა ელაპარაკებოდე და სახელმწიფოს შესახებ ინფორმაცია, საფასურის სანაცვლოდ, ჩუმად გასცე, ეს ღალატია! – ბიძინა ივანიშვილის პრესმდივანი არ ყოფილა, ნუ დახატავთ, რომ მისი მარჯვენა ხელი იყო