ირაკლი კობახიძე – 6-7 აპრილს, გუდაურში, პირველად საქართველოს ისტორიაში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით, სნოუბორდში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყნის ტურისტული და ლოჯისტიკური პოტენციალის გასაუმჯობესებლად დაგეგმილია თბილისის აეროპორტის განვითარება, თელავის აეროპორტის მშენებლობა, მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა და ქუთაისის აეროპორტის გენგეგმის შემუშავება. ამის შესახებ მან ტურიზმისა და ავიაციის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციისას აღნიშნა. „ჩვენი ქვეყნის ტურისტული და ლოჯისტიკური პოტენციალის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად დაგეგმილია რიგი მნიშვნელოვანი პროექტები. დაგეგმილია, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარება, […]

სამოქალაქო საზოგადოება ოლივერ ვარჰეის წერილით მიმართავს

სამოქალაქო საზოგადოება ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებისა საკითხებში ოლივერ ვარჰეის წერილით მიმართავს. როგორც მიმართვაშია ნათქვამი, ხელმომწერი ორგანიზაციები აგრძელებენ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მუდმივ მონიტორინგს, ამასთან, შეიმუშავებენ წინადადებებს ეფექტიანი რეფორმების ხელშესაწყობად. „2023 წლის დეკემბერში ევროკავშირმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ეს უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების გზაზე, რომელსაც საქართველოს მხრიდან უნდა მოჰყვეს სწრაფი […]

პრემიერი – ყველაფერი გაკეთდება საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან კიდევ უფრო მეტი პირდაპირი ფრენების დასანიშნად

ჩვენ გვაქვს პატარა, მაგრამ ძალიან მრავალფეროვანი და ლამაზი ქვეყანა, შესაბამისად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ განვავითაროთ ახალი ტურისტული ადგილები. ასევე, ყველაფერი გაკეთდება საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან კიდევ უფრო მეტი პირდაპირი ფრენების დასანიშნად, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, 2024 წელს საქართველოში გაიმართება ტურიზმის […]

პაატა მანჯგალაძე – აზარაშვილის განცხადება მიუთითებს ძალიან დიდ დაპირისპირებაზე, ვერ ინაწილებენ საქართველოს, ხალხის ნაძარცვ ქონებას და ივანიშვილის შუაში ჩადგომამაც ვერ უშველა ამ პროცესს

აზარაშვილის განცხადება მიუთითებს ძალიან დიდ დაპირისპირებაზე, ვერ ინაწილებენ საქართველოს, ხალხის ნაძარცვ ქონებას და ივანიშვილის შუაში ჩადგომამაც ვერ უშველა ამ პროცესს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ პოლიტიკური დაისისაკენ მიდის და სწორედ ამიტომ, გუნდის შიგნით, ნაძარცვი ქონების გადანაწილებაზე დაუნდობელი ბრძოლა მიმდინარეობს. მანჯგალაძის […]

დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ დაკოტას კოკუსში გაიმარჯვა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ დაკოტას შტატში ჩატარებულ „რესპუბლიკელების“ კოკუსში გაიმარჯვა. Reuters-ის ცნობით, ყოფილმა პრეზიდენტმა ჩრდილოეთ დაკოტაში იოლად დაამარცხა მისი უკანასკნელი კონკურენტი „რესპუბლიკური“ პარტიიდან, გაერო-ში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ნიკი ჰეილი. ჰეილიმ კვირას, ვაშინგტონში ჩატარებულ პრაიმერიზში გაიმარჯვა, დონალდ ტრაპმა კი მანამდე 8 კენჭისყრა მოიგო. Reuters-ი წერს, რომ მოსალოდნელია ტრამპის დომინირება ე.წ. „სუპერ სამშაბათს“ დაგეგმილ კენჭისყრაშიც, […]

“ტურიზმის განვითარება არაჩვეულებრივად მიესადაგება ქართულ კულტურას, ტრადიციებს…” – ირაკლი კობახიძე

საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიისათვის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემაც, ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტურიზმის სექტორის განვითარება თანხვედრაშია ქართულ ტრადიციებთან.

ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წელს $4.5 მლრდ-ს მიაღწევს, ხოლო საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები 6.8 მლნ მგზავრს მოემსახურება – პრემიერი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2023 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა $4 მლრდ-ზე მეტი შეადგინა. როგორც მან ტურიზმისა და ავიაციის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციისას აღნიშნა, მოსალოდნელია, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წელს $4.5 მლრდ-ს მიაღწევს. ხოლო საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები 6.8 მლნ მგზავრს მოემსახურება. „ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში, […]

ყირიმის ხიდზე მოძრაობა გადაკეტილია, დრონებით თავდასხმის შედეგად რუსული გემი „სერგეი კოტოვი“ ჩაიძირა

დროებით ოკუპირებულ ყირიმში ე.წ. ხელისუფლებამ ყირიმის ხიდზე მოძრაობა გადაკეტა, ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დრონებით თავდასხმის შედეგად საპატრულო გემი „სერგეი კოტოვი“ ჩაიძირა. რუსული ტელეგრამ არხები წერენ, რომ ქერჩის მცხოვრებლებმა ღამით აფეთქებების ხმები გაიგონეს. გავრცელებული ინფორმაციით, ღამით ყირიმზე დრონებითა და რაკეტებით თავდასხმა მოხდა და თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე, სავარაუდოდ, ყირიმის ხიდი იყო. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დარტყმის შედეგად […]

კონტრაქტორი კომპანიების მიერ ვალდებულებების გაჭიანურება და შეუსრულებლობა – რა დარღვევები აღმოაჩინა აუდიტმა ქობულეთში

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული ფინანსური რესურსების არაეფექტიანი მართვისა და სახელმწიფო შესყიდვებში არსებული ხარვეზები გამოიკვეთა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების შესაბამისად, აუდიტის პერიოდში შემოსულობების გეგმა − 102,722,342 ლარით, ხოლო გადასახდელების − 107,466,404 ლარით განისაზღვრა. შემოსულობების გეგმური მაჩვენებელი ჯამურად 89.1%-ით, ხოლო გადასახდელების − […]

ყაზბეგში მებაჟე ოფიცრებმა დიდი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი -,,ყაზბეგის” მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ: 141 ერთეული ელექტრო სიგარეტი, ასევე სხვადასხვა დასახელებისა და განსხვავებული წონის შეფუთვებში მოთავსებული 278 ცალი ელექტრო სიგარეტის სითხეები. საქართველოს საბაჟო კოდექსის […]