ირაკლი კობახიძე – სასაცილოა, ხაზარაძემ ვინ სად უნდა გაუშვას

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებები, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მოსკოვში გაშვებასთან დაკავშირებით, სასაცილოა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. “თვითონ თავისი მილიონი პირველად უშოვია რუსეთში და ეტყობა რაღაცნაირად ვერ გამოდის ამ შთაბეჭდილებიდან, სულ რუსეთს ახსენებს, ეს არის მისი საქმე. სასაცილოა, ხაზარაძემ ვინ სად უნდა გაუშვას, თვითონ არ იცის საით აქვს […]

გიორგი კირთაძე – ნიკა მელიას პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში მეტი სიცხადე იქნება – ვითანამშრომლებთ ყველა პროდასავლურ პარტიასთან

ნიკა მელიას პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში მეტი სიცხადე იქნება,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა წევრმა გიორგი კირთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ნიკა მელიას პარტია ყველა პროდასავლურ პარტიასთან ითანამშრომლებს. „რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიას, უახლოეს დღეებში მეტი სიცხადე იქნება. ვიასპარეზებთ ნომერი 4-ით. იცით, რომ ნიკა მელია რამდენიმე პოლიტიკურ პარტიასთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, რომელსაც ჰქონდა ნომერი […]

ზურაბ აზარაშვილმა ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რასთანაც მას უწევდა გამკლავება მინისტრობის პერიოდში, უამრავი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა აზარაშვილის მიერ, როდესაც ის ჯანდაცვის მინისტრი იყო

ზურაბ აზარაშვილმა ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რასთანაც მას უწევდა გამკლავება მინისტრობის პერიოდში, უამრავი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა აზარაშვილის მიერ, როდესაც ის ჯანდაცვის მინისტრი იყო ბატონმა ზურაბ აზარაშვილმა ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რასთანაც მას უწევდა გამკლავება მინისტრობის პერიოდში და უამრავი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა ზურა აზარაშვილის მიერ, როდესაც ის იყო ჯანდაცვის მინისტრი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი […]

ეს არის იმ ეფექტიანი პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება აწარმოებს – ირაკლი კობახიძე გლობალური ტერორიზმის ინდექსზე

ეს არის იმ ეფექტიანი პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება აწარმოებს – ირაკლი კობახიძე გლობალური ტერორიზმის ინდექსზე მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არსებობა გვიწევს ძალიან რთულ რეგიონში და არის უამრავი გამოწვევა ჩვენს გარშემო, თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ ვინარჩუნებთ როგორც მშვიდობას, ასევე სიმშვიდესა და სტაბილურობას ჩვენს ქვეყანაში, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის […]

თითოეული ვაკანსია შეივსება კვირის ბოლომდე – ირაკლი კობახიძე სამთავრობო ცვლილებაზე

თითოეული ვაკანსია შეივსება კვირის ბოლომდე – ირაკლი კობახიძე სამთავრობო ცვლილებაზე თითოეული ვაკანსია შეივსება კვირის ბოლომდე, – ასე უპასუხა პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხავს საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით. „რამდენიმე გადაწყვეტილებაა მისაღები, მათ შორის, ეს ეხება ჯანდაცვის მინისტრს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ასევე, კონკრეტული დეპარტამენტის ხელმძღვანელს. რაც შეეხება ახალ კადრებს, ამასთან დაკავშირებით კვირის ბოლომდე გავაკეთებ განცხადებას. თითოეული […]

ფეხბურთის ფედერაციაში ადასტურებენ, რომ 21 მარტს მატჩს ილია თოფურია დაესწრება

ილია თოფურია 21 მარტს დინამო არენაზე, ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოსა და ლუქსემბურგის ეროვნულ ნაკრებებს შორის საფეხბურთო მატჩს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას ფეხბურთის ფედერაციაში დაუდასტურეს. “ილია თოფურია მატჩს დაესწრება. რაც შეეხება თამაშამდე საჩემპიონო ქამრის გამოტანას, ამაზე ჯერ ვერაფერს გეტყვით, ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება”. – უთხრეს ტაბულას ფედერაციაში. იქამდე, ილია თოფურიამ Facebook-ის პოსტის კომენტარებში ერთ-ერთ გულშემატკივარს თავად […]

რუსეთის მტკიცებით, უკრაინამ კურსკის ოლქში რკინიგზის სადგურზე იერიში მიიტანა

კურსკის ოლქის გუბერნატორი, რომან სტაროვოიტი საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერს, რომ გლუშკოვოს რკინიგზის სადგურზე უკრაინამ იერიში მიიტანა. მისი მტიცებით, დაითვალეს 9 დარტყმა. გუბერნატორის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მისივე თქმით, იერიშების შედეგად გაჩნდა ხანძარი, რომელიც ჩააქრეს და დაზიანდა ელექტრომომარაგების ხაზები, რის შედეგადაც ელექტროენერგიის გარეშე დარჩა სოფელი კულბაკი და გლუშკოვოს სადგური. მოსკოვის რკინიგზის ცნობით, სარკინიგზო მიმოსვლა არ შეჩერებულა […]

სუროგატი დედის მშობიარობას სახელმწიფო არ დააფინანსებს

საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დაფინანსებული სერვისების ჩამონათვალი მცირდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 2024 წლის 29 თებერვალს გამოსცა დადგენილება, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უარს ამბობს დაფაროს სუროგატი დედის მშობიარობისა და საკეისრო კვეთის ხარჯი. ამ დრომდე ამ სერვისის დაფინანსებაზე სახელმწიფოს არ ჰქონდა გამონაკლისები დაწესებული. მშობიარობის დაფინანსების ახალი წესი კი მისი მიღების მომენტიდანვე მოქმედებს. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა პარტია “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის […]

მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით სააგენტოში ორ თვეში 137 განაცხადი დაფიქსირდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში, 2024 წლის 1 იანვრიდან თებერვლის თვის ჩათლით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 137 განაცხადი დაფიქსირდა. აღნიშნულ პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 4 დარღვევის ფაქტი დადასტურდა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 11 მოვაჭრეს, 9 700 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 23 საქმეზე – 21 […]

ყველა ვაკანსია შეივსება კვირის ბოლომდე – კობახიძე საკადრო ცვლილებებზე

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ კვირის ბოლომდე ყველა თანამდებობაზე შესაბამისი პირები დაინიშნებიან. მან არ დაადასტურა, რომ ჯანდაცვის მინისტრის შემდეგ, სხვა მინისტრების შეცვლაც იგეგმება. “რაც შეეხება საკადრო გადაწყვეტილებებს, რამდენიმე გადაწყვეტილება არის მისაღები, მათ შორის ეს ეხება ჯანდაცვის მინისტრს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ეს ეხება კონკრეტული დეპარტამენტის ხელმძღვანელს, [ლერი ბარნაბიშვილი] ინიშნება მაღალ თანამდებობაზე სამინისტროში, შესაბამისი მინისტრი გააკეთებს ამასთან დაკავშირებით […]