გუდაურში, საქართველოს ისტორიაში პირველად, სნოუბორდში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება

6-7 აპრილს გუდაურში საქართველოს ისტორიაში პირველად, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით სნოუბორდში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტურიზმისა და ავიაციის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიშისა და 2024 წლის გეგმების პრეზენტაციაზე განაცხადა. „მოხარული ვარ, პირველად ვამცნო საზოგადოებას მნიშვნელოვანი სიახლე. 6-7 აპრილს გუდაურში საქართველოს ისტორიაში პირველად, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით სნოუბორდში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი […]
“ჩელსიმ” პოჩეტინოს შემცვლელი შეარჩია

დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს “ჩელსი” მთავარ მწვრთნელს, მაურისიო პოჩეტინოს, გაათავისუფლებს. “არისტოკრატები” პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 36 ქულით მე-11 ადგილს იკავებენ და გულშემატკივრები არგენტინელის გადაყენებას ითხოვენ. ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის ცნობით, “ჩელსის” ხელმძღვანელები პოჩეტინოს შემცვლელად რობერტო დე ძერბისა (ბრაიტონი) და რუბენ ამორიმს (სპორტინგი) განიხილავენ. წყაროს ცნობით, ლონდონელები უპირატესობას “თოლიების” მწვრთნელს ანიჭებენ, რომელსაც პრემიერლიგაში მუშაობის გამოცდილება აქვს. […]
ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილზე – არავითარი დაპირისპირება არ არსებობს – მინიმალური მოცულობით ხორციელდება საკადრო ცვლილებები, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ჯანსაღი ურთიერთობებია გუნდის შიგნით

[ირაკლი ღარიბაშვილსა და ჩემ შორის] არავითარი დაპირისპირება არ არსებობს! – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც მასა და ყოფილ პრემიერ, ირაკლი ღარიბაშვილს შორის შესაძლო დაპირისპირებას შეეხებოდა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, საკადრო გადაწყვეტილებები ყოველთვის მიიღებოდა და დღესაც ის მინიმალური მოცულობით ხორციელდება. „რა რეჟიმში წარიმართება პარტიული გადაწყვეტილების, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, ეს არის ჩვენი შიდა სამზარეულო, ჩვენი […]
უკრაინის სამხედრო დაზვერვა რუსული ხომალდის განადგურებას ადასტურებს, რომლის ღირებულება 65 მილიონი აშშ დოლარია

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ადასტურებს, რომ უკრაინის Magura V5 ტიპის საზღვაო დრონების გამოყენებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საპატრულო გემი „სერგეი კოტოვი“ განადგურდა. „2024 წლის 4-5 მარტის ღამეს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცდანიშნულების რაზმმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საპატრულო გემ „სერგეი კოტოვზე“ თავდასხმა განახორციელა. მისია შედგა უკრაინის შეიარაღებული ძალების […]
სერგო ჩიხლაძე – ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესი, ივანიშვილის კარზე, ივანიშვილის კლანებს შორს ფინანსების, გავლენებისა და თანამდებობების განაწილებაა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის წერილი, სადაც მან საკუთარი საქმიანობა შეაჯამა, ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის დაცვას ემსახურება. როგორც ჩიხლაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, მიმდინარე პროცესი „ივანიშვილის კარზე, ივანიშვილის კლანებს შორს ფინანსების, გავლენებისა და თანამდებობების განაწილებაა“. „ქართული ოცნების“ ახსნა-განმარტება იყო რამდენიმე წლის წინ – იმდენ რაღაცას ვაკეთებთ, […]
მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, სააგენტოში ორ თვეში 137 განაცხადი დაფიქსირდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში, 2024 წლის 1 იანვრიდან თებერვლის თვის ჩათლით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 137 განაცხადი დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 4 დარღვევის ფაქტი დადასტურდა. „სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 11 მოვაჭრეს, 9 700 ლარის ოდენობით ჯარიმა […]
გეოგრაფიული აღნიშვნა „აჯიკა“ „საქპატენტში“ არის რეგისტრირებული

გეოგრაფიული აღნიშვნა „აჯიკა“ „საქპატენტში“ 2022 წლის 29 სექტემბერს არის რეგისტრირებული. „საქპატენტმა“ საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყო. ინფორმაციას „აჯიკის“ წარმომავლობის შესახებ „საქპატენტი“ ავრცელებს. აჯიკა ეს არის აპირპილ-ჯიკა, ანუ წიწაკიანი მარილი, აფხაზური წარმომავლობის პროდუქტი, რომელიც ჯერ სამეგრელოში, შემდეგ დასავლეთ საქართველოში და საბოლოოდ მთელ საქართველოში გავრცელდა. თავად წიწაკა ამერიკის კონტინენტიდან არის შემოსული ევროპის […]
თავდაცვის მინისტრმა დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა გუნდი აშშ-ში სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად გააცილა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდი აშშ-ში გაემგზავრა, სადაც ისინი „საჰაერო ძალების თამაშებში“ (Air Force & Marine Corps Trials) მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, პარასპორტსმენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა, მინისტრის მოადგილემ, პაატა პატიაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გააცილეს. მათ დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს […]
გიორგი ბოტკოველი – კანონში ჩაიხედოს პრეზიდენტმა, გათავისუფლებაზე მისი გადაწყვეტილება მიმდინარე საქმეებსაც ითვალისწინებს

პრეზიდენტს არავინ არავის შეწყალებას არ სთხოვს, ჩვენ ვითხოვთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მის ფრაზებს რეალურს გახდის – კანონში ჩაიხედოს, მისი გადაწყვეტილება მიმდინარე საქმეებსაც ითვალისწინებს, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, გიორგი ბოტკოველმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილებით უნდა ისარგებლოს და მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლოს. „არავინ […]
ირაკლი კობახიძე – მთავრობის სხდომა საჭიროებისამებრ ინიშნება – გუშინ არ იყო საკითხების ის მოცულობა, რომელიც მთავრობის სხდომის ჩატარებას ითხოვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე განმარტავს, რატომ არ ჩატარდა გუშინ მთავრობის სხდომა. „მთავრობის სხდომა საჭიროებისამებრ ინიშნება. არ იყო საკითხების ის მოცულობა, რომელიც მთავრობის სხდომის ჩატარებას ითხოვდა“,- განაცხადა კობახიძემ. ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ჯანდაცვის მინისტრობა ჯერჯერობით არავისთვის შეუთავაზებია. მისი თქმით, რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილებაა მისაღები, რაც ჯანდაცვის მინისტრს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს და კონკრეტული დეპარტამენტის ხელმძღვანელს ეხება, რის თაობაზეც განცხადებას […]