კობახიძე: კორუფციის პრევენციისთვის, პოლიტიკოსებს რაციონალური ხელფასები უნდა ჰქონდეთ

[ქვეყანაში კორუფციის პრევენციისთვის] ერთი რამე არის მთავარი, ზოგადად, რაციონალური ხელფასები უნდა არსებობდეს საჯარო სამსახურში, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის იმისათვის, რომ, მათ შორის, მოხდეს კორუფციის პრევენცია. იმისათვის, რომ მაქსიმალურად მცირე იყოს ცდუნება, ადამიანი არის მიდრეკილია ხომ ცდუნებისკენ? იმისათვის, რომ მაქსიმალურად იყოს შემცირებული კორუფციის რისკები, საჭიროა, რომ რაციონალური ხელფასები იყოს განსაზღვრული მათ შორის მაღალი თანამდებობის პირებისთვის. […]

გლობალური ტერორიზმის ინდექსით საქართველომ მსოფლიოში საუკეთესო შეფასება დაიმსახურა

მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შემფასებელმა ორგანიზაციამ და ანალიტიკურმა ცენტრმა ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტმა (IEP) მსოფლიო ტერორიზმთან დაკავშირებით მორიგი გლობალური ანგარიში გამოაქვეყნა. ეს არის გლობალური ტერორიზმის ინდექსის (GTI) მეთერთმეტე გამოცემა, რომელიც მოიცავს 2012 წლიდან მოყოლებული ტერორიზმის ძირითადი გლობალური ტენდენციებისა და ნიმუშების ყოვლისმომცველ შეჯამებას. გლობალური ტერორიზმის 2024 წლის ინდექსის მიხედვით საქართველომ სარეიტინგო პოზიცია 5 ადგილით გაიუმჯობესა და ტერორიზმისაგან […]

ერთ წელიწადში ივანიშვილის ქონება 1.12 მლრდ დოლარით გაიზარდა – Bloobmerg

ბიძინა ივანიშვილის ქონება რეკორდულ მაჩვენებელზეა. Bloomberg Billionaires Index-ის მონაცემებით, ქართველი მილიარდერის ქონება ამ დროისთვის 6.92 მლრდ დოლარს შეადგენს. ამ მაჩვენებლით ის 374-ე ადგილზე იმყოფება. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, ივანიშვილის მდგომარეობის მაქსიმუმი 5,8 მლრდს შეადგენდა. Bloomberg-ი წერს, რომ ივანიშვილმა ქონება რუსეთში 90-იან წლებში სხვადასხვა ბიზნესით გამოიმუშავა, მათ შორის: რკინის მადნის მწარმოებლების, ფოლადის ქარხნების, ბანკებისა და […]

კომპანია “რეტკომ” ჟინვალის ჰიდროკომპლექსში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი Siemens-თან პარტნიორობით განახორციელა(რ)

კომპანია რეტკომ ჟინვალის ჰიდროკომპლექსში, GWP-ის დაკვეთით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი Siemens-თან პარტნიორობით განახორციელა. პროექტის ფარგლებში საბჭოთა სტილის ზეთიანი ამომრთველები ჩანაცვლდა 4 ერთეული “სიმენსის” ახალი HB3-C-ის ტიპის საგენერატორო ვაკუუმური ამომრთველებით, რომლებიც ამ მიმართულებით ყველაზე სანდო მოწყობილობაა და ჰესის სტაბილურ და უსაფრთხო ოპერირებას უზრუნველყოფს. ჟინვალის ჰიდროელექტროსადგურში დაყენებული SIEMENS HB3-C და სხვა საგენერატორო ვაკუუმური ამომრთველები, ევროპული სტანდარტის მიხედვით, […]

ლერი ბარნაბიშვილი ერთ-ერთ სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე ინიშნება – ირაკლი კობახიძე

გათავისუფლდა თუ არა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლერი ბარნაბიშვილი დაკავებული თანამდებობიდან – ამ თემასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას პრემიერ-მინისტრმა უპასუხა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლერი ბარნაბიშვილი ერთ-ერთ სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე ინიშნება და უახლოეს მომავალში ამის შესახებ განცხადებას შესაბამისი მინისტრი გააკეთებს. სხვა საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებების გაკეთება კვირის ბოლომდე იგეგმება. […]

“პანორამა ჯგუფი” “ტორპედო ქუთაისის” სპონსორი გახდა

სამშენებლო დეველოპერული კომპანია „პანორამა ჯგუფი“ „ტორპედო ქუთაისის“ სპონსორი გახდა. როგორც „პანორამა ჯგუფის“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე გეგეშიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნა სამშენებლო კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მიმართულება ადგილობრივი სპორტის მხარდაჭერაა. „ჩვენ ვართ სამშენებლო დეველოპერული კომპანია „პანორამა ჯგუფი“, რომელიც უკვე 2 წელია ქუთაისში ოპერირებს. გვაქვს მიმდინარე მშენებლობები. ახალი საფეხბურთო სეზონი დაიწყო და ჩვენ „ტორპედო ქუთაისის“ ერთ-ერთი სპონსორი გავხდით. […]

მარია ზახაროვა – თუ ბერლინში რუს კორესპონდენტებს შეეხებიან, მაშინ გერმანელ ჟურნალისტებს რუსეთის დატოვება მოუწევთ

თუ ბერლინში რუს კორესპონდენტებს შეეხებიან, მაშინ გერმანელ ჟურნალისტებს რუსეთის დატოვება მოუწევთ, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. „მინდა პირდაპირ ვთქვა, ბერლინში ამის შესახებ დიპლომატიური არხებით უკვე იციან – თუ ისინი რუს კორესპონდენტებს შეეხებიან და თავიანთ ჩანაფიქრს ბოლომდე მიიყვანენ, მაშინ გერმანელი ჟურნალისტები რუსეთს დატოვებენ“, – განაცხადა ზახაროვამ. ზახაროვამ აღნიშნა, […]

ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილი ჩართულია ცესკოს დისკრედიტაციის კამპანიაში, ეს არის მისი ერთ-ერთი დავალება – ვეტო იქნება დაძლეული

ეს არის მისი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების კიდევ ერთი გაგრძელება, – ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საარჩევნო კანონმდებლობასა და რეგლამენტში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ვეტო დაძლეული იქნება. „სალომე ზურაბიშვილი ჩართულია ცესკო-ს დისკრედიტაციის კამპანიაში, ეს არის მისი ერთ-ერთი დავალება. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ლოგიკური იყო მისი ვეტო. ეს არის მისი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების […]

ელგუჯა ბაგრატიონი – „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს გეგმა, რომ პირველ ადგილზე გავიდეს და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან გაუშვას

აჭარის უმაღლეს საბჭოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ელგუჯა ბაგრატიონის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ითანამშრომლებს ყველა პროდასავლურ პარტიასთან, რომელიც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იქნება. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს გეგმა, რომ პირველ ადგილზე გავიდეს და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან გაუშვას. პროდასავლური პარტიები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იქნებიან, რა თქმა უნდა ყველასთან ერთად მოვალთ კოალიციური მთავრობით ხელისუფლებაში და მეორე დღიდან ჩვენ […]

ნინო ჩხობაძე – ჩვენ დედაქალაქში მაღალსართულიანი მშენებლობის შედეგად ქალაქს განიავება აღარ აქვს

გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტის, ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარის, ნინო ჩხობაძის განცხადებით, დედაქალაქში განიავება არის შემცირებული არასწორი განაშენიანების შედეგად, რის გამოც ტრანსსასაზღვრო დაბინძურება ვიზუალურად უფრო ნათელი ხდება. მისივე თქმით, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) მატება ბევრ შემთხვევაში იწვევს ადამიანებში ალერგიულ რეაქციებს, სასუნთქი სისტემების დაზიანებას, განსაკუთრებით, ეს უფრო რთულად ასთმური მოვლენების მატარებლებს გადააქვთ. გარდა ამისა, ჩხობაძის […]