ირაკლი კობახიძე – სასაცილოა, ხაზარაძემ ვინ სად უნდა გაუშვას

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებები, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მოსკოვში გაშვებასთან დაკავშირებით, სასაცილოა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
“თვითონ თავისი მილიონი პირველად უშოვია რუსეთში და ეტყობა რაღაცნაირად ვერ გამოდის ამ შთაბეჭდილებიდან, სულ რუსეთს ახსენებს, ეს არის მისი საქმე. სასაცილოა, ხაზარაძემ ვინ სად უნდა გაუშვას, თვითონ არ იცის საით აქვს წასასვლელი, მითუმეტეს, მანქანაც დაეწვა, რომლითაც საქართველოს შემოვლას გეგმავდა“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძემ დღეს სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა, სადაც აღნიშნავს, რომ „34 კვირის შემდეგ ბიძინა წავა სახლში, მოსკოვში!“

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – „ქოცებს“ გულზე ხვდებოდათ ჩემი კადრები, რომელიც ასახავს თუ როგორ ვეხმარებოდი ხალხს წყალდიდობისას და ჩემს მისაბაძად გაცვივდნენ თელავში – ასევე, არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა ოპოზიციის მიერ თავისი როლის არ შესრულებას

გიორგი შარაშიძე – რა დმანისის და ლანჩხუთის მერიებზეა საუბარი, თბილისის მერია შეისწავლონ – თუ კობახიძეს მართლა სურს დაამტკიცოს, რომ ებრძვის კორუფციას, თბილისის მერიიდან დაიწყონ, რაც შეეხება კაია კალასს, ხალხს თვითონ „ოცნება” გაემიჯნა