კობახიძე: დღევანდელი მოცემულობით საკონსტიტუციო უმრავლესობას ავიღებთ

დღევანდელი რეიტინგები არის ასეთი – ნაცმოძრაობა 18%, ყველა სხვა პარტია 5%-ს ქვემოთ, ანუ ესეთია დღევანდელი ოპოზიციური მოცემულობა. აქედან გამომდინარე, ისინი ხან დაჯგუფებას ცდილობენ, ხან სხვა გადაწყვეტილების მიღებას, თუმცა, ვხედავთ, რომ შიდა დაქსაქსულობაც არის მათი ერთერთი პრობლემა, უჭირთ გაერთიანება. საბოლოო ჯამში, ვფიქრობთ, რომ ჩვენ ოპტიმალური სურათით მივალთ არჩევნებამდე – იდეალური იქნება, თუ ნაცმოძრაობის ვერცერთი სატელიტი ვერ […]
კობახიძე: ივანიშვილის პოზიციას ჩვენთვის მნიშვნელოვანია – მას აქ უნარი, სწორი რჩევა მოგვცეს

რა რეჟიმში წარიმართება პარტიული გადაწყვეტილებების მიღება, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, ეს არის ჩვენი შიდა სამზარეულო, ჩვენი საქმე. როდესაც მიიღება ასეთი პრინციპული, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, ჩვენ გვაქვს კონსულტაციები, რა თქმა უნდა, გუნდის ყველა ლიდერთან. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის პოზიციას, ჩვენთვის ამას აქვს, ბუნებრივია, განსაკუთრებული მნიშვნელობა, არამარტო იმის გამო, რომ ის არის ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ჩვენი პარტიის ლიდერი, […]
ირაკლი ქადაგიშვილი – თვით ინგლისის პრემიერ-მინისტრს მოუწია იმის ხმამაღლა დეკლარირება, რომ ქალი ქალია და კაცი -კაცი – რაც ინგლისის პრემიერმა გაბედა, გაბედოს ქართულმა ოპოზიციამ

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ დაცული იყოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის უფლება, რომ მათ თავიანთი შვილები გაზარდონ მშვიდ, წყნარ და კომფორტულ გარემოში, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ლგბტქ თემთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოება დაცული უნდა იყოს „ფსევდოლიბერალური პროპაგანდისგან, რომელიც ლგბტ პროპაგანდაში გამოიხატება და აქ განსაკუთრებული ყურადღება […]
ლევან ხაბეიშვილი უმრავლესობას – 2 თვეა გეხვეწებით, პროდუქტებზე გაზრდილ ფასზე იმსჯელოთ, იმუშაოთ – თქვენი მომხრეებისთვისაც გაძვირდა ცხოვრება

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, საქართველოში სხვადასხვა პროდუქტზე გაზრდილი ფასი ხელისუფლებას არ ადარდებს. როგორც მან პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ მმართველ გუნდს მოუწოდებს, აღნიშნულ საკითხებზე იმსჯელოს და იმუშაოს. „საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომლის ერთი წევრი დღის განმავლობაში არ ხვდებოდეს მაღაზიაში, ბაზარში და ყოველდღიურად არ ეხებოდეს იმ პრობლემებს, რომელიც ეხება ფასების ზრდას. ვგულისხმობ პროდუქტებზე კატასტროფულ […]
გიორგი ბოტკოველი – როცა ვეტოს გადალახვა მოუნდებათ, გადალახავენ – ცესკო ერთპარტიული იყო მანამდეც, სანამ ოპოზიციონერი მოადგილის შტატი გაუქმდებოდა

ვეტოს დაძლევა არასდროს ყოფილა ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა. როცა ვეტოს გადალახვა მოუნდებათ, გადალახავენ. პარლამენტში შემოსული კანონპროექტები ერთადერთ რამეს ემსახურება – კონკრეტული თემების გადაფარვას ან საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას და მეტი არაფერს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა. მისივე თქმით, პარტია „ქართული ოცნების“ დასასრული 26 ოქტომბერს აუცილებლად იქნება. „ვეტოს დაძლევა არასდროს ყოფილა […]
„ჰუსიტების“ რაკეტამ შვეიცარიის კუთვნილი საკონტეინერო ხომალდი დააზიანა

აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ირანის მიერ მხარდაჭერილმა „ჰუსიტებმა“ იემენიდან ორი ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტა გაისროლეს, რის შედეგადაც ადენის ყურეში შვეიცარიის საკუთრებაში არსებული საკონტეინერო ხომალდი დაზიანდა. ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ ერთ-ერთი რაკეტა M/V MSC Sky II-ს მოხვდა და დააზიანა, მაგრამ, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა და გემი გზას განაგრძობს. ცენტრალური სარდლობის ცნობით, აღნიშნული თავდასხმიდან რამდენიმე […]
გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ზურაბ აზარაშვილმა, ფაქტობრივად, აღიარა ის, რომ „იმ კორუფციულ ბუდეს მოწყვიტეს, რომელშიც თვითონაც იყო ჩართული“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული მდივნის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა, ფაქტობრივად, აღიარა ის, რომ „იმ კორუფციულ ბუდეს მოწყვიტეს, რომელშიც თვითონაც იყო ჩართული“. „რეალურად ივანიშვილის პარტიის მთავრობა წარმოადგენს ერთ დიდ კორუფციულ კლანს, რომელშიც მორიგეობით მოღვაწეობენ ადამიანები. ვიღაცა გამდიდრდება, მერე იმას გვერდზე გაწევენ, მერე ახალ გასამდიდრებელ ადამიანს შემოწევენ, მაგრამ რეალურად რაც ხდება ქვეყანაში, ხელისუფლების […]
ჩრდილოეთ ღაზაში ბავშვები შიმშილით კვდებიან – ჯანმო

ჩრდილოეთ ღაზაში ბავშვები შიმშილით კვდებიან, ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა. მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სააგენტო ოქტომბრის შემდეგ პირველად ეწვია ალ-ავდასა და ქამალ-ადვანის საავადმყოფოებს. „ბავშვები შიმშილით იღუპებიან. საწვავის, საკვებისა და სამედიცინო აღჭურვილობის ნაკლებობაა, საავადმყოფოს შენობები განადგურებულია. ჩრდილოეთ ღაზაში, სადაც 300 000 ადამიანი ცხოვრობს, საკვებისა და სუფთა წყლის ნაკლებობაა. საკვების ნაკლებობამ 10 […]
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარებისა ბანკის (EBRD) მიერ ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო

ქ. ლონდონში გამართულ საინვესტიციო ფორუმზე, სადაც საქართველოში არსებული საინვესტიციო კლიმატი და თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები გააცნო. ფორუმის მიმდინარეობისას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელმა განსაკუთრებული ყურადღება ტრანსპორტსა და ლოგისტიკის, კერძოდ შუა დერეფნის შესაძლებლობებსა და მნიშვნელობაზე გაამახვილა. აკაკი საღირაშვილის თქმით, […]
ყველა ვაკანსია შეივსება კვირის ბოლომდე – კობახიძე ჯანდაცვის მინისტრზე

პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, ჯანდაცვის ახალ მინისტრს კვირის ბოლომდე დაასახელებს. მანვე ყოფილ მინისტრზე საუბრისას აღნიშნა, რომ ზურა აზარაშვილმა “ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე” გააკეთა. “იყო გარკვეული ხარვეზები კომუნიკაციაში, თუმცა, ეს ხარვეზები იყო არსებითი თავისი შინაარსით, ამიტომ მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე, თუმცა, ეს გადაწყვეტილება ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაუკარგავს ზურა აზარაშვილს იმ დამსახურებას, რომელიც მას აქვს” – […]