გუდაუთაში მიწისძვრა მოხდა

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ქალაქ გუდაუთასთან ახლოს 3.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ცენტრის ავრცელებს. ზიანის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ირაკლი ზარქუა ხაბეიშვილს – რა ქენი გუდუნა ეს? რას დაგამსგავსეს ბიჭო, ჰა? რა გიქნა „სტრატეგია აღმაშენებელმა“ – არ მინდა გაგაბრიყვოს ვაშაძემ, კაცმა წაგართვა თანამდებობა და პარტიაც აგახია, აფერუმ შენს პოლიტიკოსობას!

რა ქენი გუდუნა ეს? რას დაგამსგავსეს ბიჭო, ჰა? რა გიქნა „სტრატეგია აღმაშენებელმა“ – არ მინდა გაგაბრიყვოს იმან [ვაშაძემ], პარტია აქვს ისეთი, ოგბუნუჯუმ აჯობა, ასეთმა კაცმა წაგართვა თანამდებობა და პარტიაც აგახია, აფერუმ შენს პოლიტიკოსობას! – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ზარქუამ ხაბეიშვილის მხრიდან 2012 და 2024 […]

აჭარის უმაღლეს საბჭოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პლენარული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს

აჭარის უმაღლეს საბჭოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პლენარული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ოპოზიციის წევრებმა, მმართველ გუნდს რეგიონში არსებული სოციალური პრობლემები შეახსენეს. მათი თქმით, მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში, მეწყრის შედეგად დაზარალებული ოჯახები დახმარებას ითხოვენ. მათივე განცხადებით, ახლა მმართველი გუნდის დეპუტატები აღნიშნულ საკითხებზე უნდა მსჯელობდნენ და არა მიხეილ სააკაშვილზე და მის პოლიტიკაზე. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ოპოზიციონერ კოლეგებს უპასუხა. […]

თურქეთში „მოსადის“ სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს

თურქეთში „მოსადის“ სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu ავრცელებს. Anadolu-ს ცნობით, დაკავებულებს შორის ერთ-ერთი კერძო დეტექტივია, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მოქმედი კერძო კომპანიებისა და ფიზიკური პირების შესახებ ინფორმაციას აგროვებდა და ისრაელის სადაზვერვო სამსახურს აწვდიდა. ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ანკარას ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

კალანდარიშვილზე თავდასხმის ტრაგიკომიკური მცდელობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნაცრადიკალები უკვე წაგებულნი არიან

კალანდარიშვილზე თავდასხმის ტრაგიკომიკური მცდელობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნაცრადიკალები უკვე წაგებულნი არიან ნაცპროპაგანდის ზნეობისგან დაცლილმა ერთ-ერთმა რუპორმა, “ტვ პირველმა” მიიღო დავალება – “გააშავონ” ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, თუმცა დეზინფორმატორი, უვიცი “ჟურნალისტები” ამაოდ ყიყინებენ, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარეზე თავდასხმის მცდელობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რადიკალურ ოპოზიციას უკვე […]

ჩვენს პარტნიორებთან ერთად მსოფლიო ტერორიზმთან ბრძოლაში მიღწეული წარმატება კიდევ ერთხელ დადასტურდა მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში

ჩვენს პარტნიორებთან ერთად მსოფლიო ტერორიზმთან ბრძოლაში მიღწეული წარმატება კიდევ ერთხელ დადასტურდა მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის (IEP) მიერ მსოფლიო ტერორიზმთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ გლობალურ ანგარიშს ეხმიანება, რის მიხედვითაც გლობალური ტერორიზმის 2024 წლის ინდექსის მიხედვით საქართველომ სარეიტინგო პოზიცია 5 […]

Politico: სამი ევროპარლამენტარი, მათ შორის ვიოლა ფონ კრამონი ბრიუსელში „ეფესბეს“ გავლენის აგენტს შეხვდა

Politico: სამი ევროპარლამენტარი, მათ შორის ვიოლა ფონ კრამონი ბრიუსელში „ეფესბეს“ გავლენის აგენტს შეხვდა რუსული დაზვერვა იყენებს სერბ აგენტს, რათა შეაღწიოს ევროკავშირის ინსტიტუტებში და კრემლის პროპაგანდა გაავრცელოს, – ამის შესახებ Politico დასავლური ქვეყნის დაზვერვაზე დაყრდნობით წერს. სადაზვერვო მონაცემების თანახმად, 2023 წლის ოქტომბერში სერბეთის მოქალაქე ნოვიცა ანტიჩი – აქტიური „გავლენის აგენტი“, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს რუსეთის უსაფრთხოების სამსახურთან […]

“კვარაცხელიამ “ნაპოლიში” საიმედო პარტნიორი იპოვა – Corriere dello Sport-ი ქართველზე და მის თანაგუნდელზე წერს

ცნობილი იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი “ნაპოლის” გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ქართველმა გუნდის ახალწვეულთან ჰამედ ჯუნიორ ტრაორესთან ბრწყინვალე დუეტი შექმნა. “კვარაცხელიამ ტრაორეში ბრწყინვალე პარტნიორი აღმოაჩინა, რით არიან განსაკუთრებულები? – ყოველთვის ერთმანეთს ეძებენ და ერთმანეთს პოულობენ. “ნაპოლის” სათამაშო სტილიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ფლანგებიდან გუნდმა ყოველთვის ხიფათი შექმნას, ამისთვის კი “კვარასა” და ტრაორეს […]

ილია თოფურია ადასტურებს, რომ 21 მარტს, დინამო არენაზე მატჩს დაესწრება

ილია თოფურია ადასტურებს, რომ 21 მარტს დინამო არენაზე, ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოსა და ლუქსემბურგის ეროვნულ ნაკრებებს შორის საფეხბურთო მატჩს დაესწრება. ამის შესახებ მან Facebook-ის პოსტის კომენტარებში ერთ-ერთ გულშემატკივარს თავად უპასუხა. ინფორმაციის გადასამოწმებლად ტაბულა ფეხბურთის ფედერაციას დაუკავშირდა. GFF-ში გვითხრეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გააკეთებენ. 21 მარტს საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებებს შორის მატჩი […]

უკრაინა: საჰაერო თავდაცვამ ოდესის ოლქში 22 რუსული დრონიდან 18 ჩამოაგდო

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა უკანასკნელ 24 საათში რუსეთის მიერ ოდესის ოლქის მიმართულებით გაშვებული 22 შაჰიდის ტიპის დრონიდან 18 ჩამოაგდეს. უკრაინის თავდაცვის ძალების ცნობით, რუსებმა დრონები ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან, ბალაკლავას რაიონიდან გაუშვეს. მათივე ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის შედეგად ოდესის ოლქში დაზიანდა სარეკრეაციო დაწესებულების შენობა, რომელიც ომის დაწყების შემდეგ არ ფუნქციონირებს. გარდა ამისა, რეკრეაციულ ზონაში დაზიანდა რამდენიმე გარე […]