გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ზურაბ აზარაშვილმა, ფაქტობრივად, აღიარა ის, რომ „იმ კორუფციულ ბუდეს მოწყვიტეს, რომელშიც თვითონაც იყო ჩართული“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული მდივნის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა, ფაქტობრივად, აღიარა ის, რომ „იმ კორუფციულ ბუდეს მოწყვიტეს, რომელშიც თვითონაც იყო ჩართული“.
„რეალურად ივანიშვილის პარტიის მთავრობა წარმოადგენს ერთ დიდ კორუფციულ კლანს, რომელშიც მორიგეობით მოღვაწეობენ ადამიანები. ვიღაცა გამდიდრდება, მერე იმას გვერდზე გაწევენ, მერე ახალ გასამდიდრებელ ადამიანს შემოწევენ, მაგრამ რეალურად რაც ხდება ქვეყანაში, ხელისუფლების ქმედებები ერთი რამისკენ არის მიმართული – გააღარიბონ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა”, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ელისო ჯარიაშვილი: ეს არაა საკმარისი, ნაწამებია 300-400 ადამიანი, ყველა მოძალადე და ხელის დამფარებელი უნდა დაისაჯოს! ჩვენმა აქტიურობამ მიახვედრა სისტემა, რომ დაფარული დიდხანს ვეღარ დარჩებოდა დამნაშავის ვინაობა

გიორგი მელაშვილი: გიორგობა დღეს, ამ სურათზე დიდი ბოროტება უბრალოდ წარმოუდგენელია. სტუდენტების დაკავება, საკუთარი უნივერსიტეტის წინ, საკუთარი მეგობრების თვალწინ, ტროტუარზე დგომისა და სამშობლოს სიყვარულისთვის