იანვარში გაკეთებული ოპერაციის შემდეგ ქეით მიდლტონის პირველი ფოტო გავრცელდა

იანვარში გაკეთებული ქირურგიული ოპერაციის შემდეგ პირველად ინტერნეტში ქეით მიდლტონის პაპარაცის მიერ გადაღებული ფოტოები გავრცელდა. ქეით მიდლტონი ფოტოგრაფებმა უინძორის სასახლესთან ახლოს მანქანაში შენიშნეს, რომელსაც უელსის პრინცესის დედა, კეროლ მიდლტონი მართავდა. გავრცელებული ინფორმაციით, სურათი 4 მარტსაა გადაღებული. 17 იანვარს კენსინგტონის სასახლემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 42 წლის ქეით მიდლტონმა ლონდონის კლინიკაში დაგეგმილი ოპერაცია გაიკეთა, რომელიც წარმატებით დასრულდა. ოფიციალურად […]

თაღლითი მღვდლის იდენტობით – როგორ მალავენ რუსული სპეცსამსახურები თაღლით ჯაშუშს

2020 წლის ივნისში საგადასახადო კომპანია Wirecard-ის ოპერაციული დირექტორი, იან მარსალეკი უკვალოდ გაუჩინარდა, რამდენიმე მილიარდ დოლართან ერთად. ერთი თვის შემდეგ The Insider-მა და Bellingcat-მა გაარკვიეს, რომ თაღლითი რუსეთის ან ბელარუსის ტერიტორიაზე იმალებოდა და ხანგრძლივი კავშირი ჰქონდა რუსულ სპეცსამსახურებთან. The Insider-მა გაარკვია დეტალები, როგორ გადაიბირეს მარსალეკი ახალგზარდა, ქერა ქალის დახმარებით და როგორ მალავენ მას რუსეთში მღვდლის იდენტობით. […]

ეკონომიკის ასოციაციის კონფერენციაზე რეგისტრაცია დაიწყო – პროექტის მხარდამჭერია BOG-ი (რ)

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის ორგანიზებით, 2-3 ივლისს თბილისში, სასტუმრო რუმსში ასოციაციის პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება ეკონომიკური პოლიტიკების შესახებ დისკუსია და კვლევების პრეზენტაცია. კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა ქართველმა და უცხოელმა მკვლევარებმა საკუთარი კვლევები 31 მარტამდე უნდა ატვირთონ ვებგვერდზე. შერჩეული კვლევები 15 აპრილამდე გამოვლინდება, რის შემდეგაც დაიწყება რეგისტრაცია. კონფერენციის საპატიო მომხსენებლები იქნებიან […]

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 6 მარტს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 6 მარტს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. მთაწმინდის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩიტაძის და ჭონქაძის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. ისნის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: […]

Wizz Air 26 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, 40-მდე მარშრუტს აუქმებს – უცხოური მედია

უცხოური მედია LowCostAvia-ს ინფორმაციით, ავიაკომპანია Wizz Air ევროპისა და შუა აღმოსავლეთში მარშრუტებს ამცირებს. გამოცემამ გაუქმებული ფრენების შესახებ ინფორმაცია თებერვლის თვეში ორჯერ გაავრცელა, პირველად – 8 თებერვლის, როდესაც უნგრულმა ავიაკომპანიამ 40 მარშრუტი (მათ შორის 40 პოლონეთიდან) გააუქმა, შემდეგ კი უკვე გასულ კვირას. ფრენები უქმდება 26 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდანაც. გამოცემა მარშრუტების გაუქმების მიზეზად Airbus-ის თვითმფრინავებში არსებული […]

მარნეულის N3 საბავშვო ბაგა-ბაღში მზის პანელები დამონტაჟდა

მარნეულის მუნიციპალიტეტსა და პოლონეთის გმინა კობილნიცას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ქალაქ მარნეულის N3 საბავშვო ბაგა-ბაღში 42 კვტ სიმძლავრის მზის ფოტოელექტრული პანელები დამონტაჟდა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ფოტოელექტრული სისტემის ტესტირება და შემოწმება უკვე დასრულებულია და სადგური გამართულად მუშაობს. „მზის პანელები მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ, მარნეულის […]

ნიკოლოზ სამხარაძე დანიის სამეფოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე დანიის სამეფოს ფოლკეტინგის (პარლამენტი) საგარეო პოლიტიკის, ევროპის საკითხთა და თავდაცვის კომიტეტების დელეგაციას შეხვდა. საქართველოს პარლამენტის ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებასა და უსაფრთხოების გამოწვევებზე. ყურადღება გამახვილდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ოკუპაციაზე და ოკუპაციიდან გამომდინარე პოლიტიკურ, უსაფრთხოების და ეკონომიკური კუთხით არსებულ გამოწვევებზე. „შეხვედრის ფარგლებში განიხილეს საქართველო-ევროკავშირის […]

რატი ბრეგაძე – სააკაშვილი არის უკრაინელი პოლიტიკოსი და გაუგებარია, რა კავშირი აქვს უკრაინის მოქალაქის შეწყალებას პოლიტიკურ დეპოლარიზაციასთან – პრეზიდენტი გაიზიარებს თუ არა ევროპარლამენტარების მოწოდებებს, ინფორმაცია არ მაქვს

საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება საქართველოში პოლიტიკურ პოლარიზაციაზე გავლენას ვერ მოახდენს. როგორც ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იუსტიციის სამინისტრო ყოველთვის ბოლომდე დაიცავს სახელმწიფოს ინტერესს. “რაც შეეხება პოლარიზაციას, მსჯავრდებული სააკაშვილი არის უკრაინის და არა საქართველოს მოქალაქე. შესაბამისად, ის ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ის არ არის ქართველი პოლიტიკოსი. საუბარი იმაზე, რომ მისი გათავისუფლებით […]

საქართველოს ეროვნული ბანკი 2024 წლის მარტის „თვის მიმოხილვას” აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი 2024 წლის მარტის “თვის მიმოხილვას” აქვეყნებს. როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. „გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა. ძირითადი ტენდენციები ინფლაცია: 2024 წლის […]

ლილე ლიპარტელიანი – გიორგი კალანდარიშვილი „ოცნებასთან“ მიბმულია და აჟღერებს იმას, რაც მათ სურთ

გიორგი კალანდარიშვილი „ოცნებასთან“ მიბმულია და აჟღერებს იმას, რაც მათ სურთ, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა განაცხადა. როგორც ლილე ლიპარტელიანმა აღნიშნა, გიორგი კალანდარიშვილი ეუთო/ოდირის, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულების ნაცვლად, სუს-ის მითითებებს ასრულებს. „გიორგი კალანდარიშვილი თუ თვითონ თვლის, რომ მართალია, არაფერში არ უნდა სჭირდებოდეს „ქართული ოცნების“, ივანიშვილის პარტიის მხარდაჭერა და […]