რომან გოცირიძე უმრავლესობას – აკრიტიკეთ იდეა, მოთხარეთ, დამარხეთ, მაგრამ ნუ გადადიხართ პერსონალურ შეფასებაზე – ვიღაც ცაგარეიშვილი, რომელსაც ეძახდნენ „მტირალა გაიშნიკს“, ახლა გამოდის ვაჟკაცურად და პერსონალურად მეხება

როგორც გინდათ აკრიტიკეთ იდეა, მოთხარეთ, დამარხეთ მიწაში, მაგრამ იდეიდან ნუ გადადიხართ პერსონალურ შეფასებაზე, – ასე მიმართა „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა რომან გოცირიძემ „ქართული ოცნების“ წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელზეც რომან გოცირიძის მიერ წარდგენილ კანონპროექტს განიხილავენ, რომელიც მეცნიერებათა აკადემიის რეორგანიზაციის გულისხმობს. კერძოდ, კანონპროექტთან დაკავშირებით გოცირიძის გამოსვლამდე განცხადება გააკეთა „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი სოსიაშვილმა და გოცირიძის კანონპროექტი გააკრიტიკა, […]

პოლონეთში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის კონცერტი გაიმართა

აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი პოლონეთის რესპუბლიკაში საგასტროლო ტურნეში იმყოფება, სადაც 15 კონცერტს გამართავს. კონცერტები ვარშავაში, ოლშტინში, ჩესტოხოვაში, რადომში, ჟეშუვში, ტარნუვში, ხოშუვში, ოლესნიცაში, კრაკოვში, კოშალინში, გნეზნოში, ზაბჟესა და ზგოჟელეცში გაიმართება. ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პირველი კონცერტი ანსამბლმა „აფხაზეთმა“ პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართა და მაყურებლის წინაშე პროგრამით „ქორეონიკონი“ წარსდგა. […]

,, როცა ვსაუბრობთ ექსტრადიციაზე, სააკაშვილს დანაშაული უკრაინის ტერიტორიაზე უნდა ჰქონდეს ჩადენილი და უკრაინული მხარე უნდა ითხოვდეს დამნაშავის გადაცემას” – რატი ბრეგვაძე

,, როცა ვსაუბრობთ ექსტრადიციაზე, სააკაშვილს დანაშაული უკრაინის ტერიტორიაზე უნდა ჰქონდეს ჩადენილი და უკრაინული მხარე უნდა ითხოვდეს დამნაშავის გადაცემას” – რატი ბრეგვაძე პატიმრობაში მყოფი სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე, რატი ბრეგაძე ამბობს, რომ ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს: ,,მსჯავრდადებული სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, ის არ არის საქართველოს მოქალაქე, შესაბამისად ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, ის არ არის ქართველი პოლიტიკოსი. […]

არმაზ ახვლედიანი – საინიციატივო ჯგუფის „ბახმაროს გადარჩენისთვის” სახელით წერილს ჩავაბარებ პრემიერ-მინისტრის კანცელარიას, სადაც მოვითხოვთ „ორბის” პროექტის შეჩერებას

მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენ ათიათასობით მოქალაქეს, ვინც მხარი დაუჭირა ინიციატივას ბახმაროში „ორბის” პროექტის შეჩერებასთან დაკავშირებით. ხუთი ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციას. დღეს, საინიციატივო ჯგუფის „ბახმაროს გადარჩენისთვის” სახელით, წერილს ჩავაბარებ პრემიერ-მინისტრის კანცელარიას, სადაც მოვითხოვთ, რომ „ორბის” ეს პროექტი შეჩერდეს, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა, არმაზ ახვლედიანმა. როგორც მან აღნიშნა, უნდა შედგეს საჯარო განხილვა […]

საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე რეგისტრაცია დაიწყო – პროექტის მხარდამჭერია “საქართველოს ბანკი”

“საქართველოს ბანკის” მხარდაჭერით და საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის ორგანიზებით, 2-3 ივლისს თბილისში, სასტუმრო რუმსში ასოციაციის პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება ეკონომიკური პოლიტიკების შესახებ დისკუსია და კვლევების პრეზენტაცია. მათივე ცნობით, კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა ქართველმა და უცხოელმა მკვლევარებმა საკუთარი კვლევები 31 მარტამდე უნდა ატვირთონ ვებგვერდზე. შერჩეული კვლევები 15 აპრილამდე გამოვლინდება, […]

გიორგი ამილახვარმა საზოგადოებას ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვა წარუდგინა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, საზოგადოებას ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვა წარუდგინა. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, გიორგი ამილახვარმა, ახალგაზრდების მხარდაჭერისა და ქვეყნის განვითარებაში მათი როლის გაძლიერების მიზნით, განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა. მისი თქმით, ახალგაზრდული სფერო განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთიანი პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, შესაბამისად, ამ მიმართულებით მომავალი წლების […]

იუსტიციის მინისტრი – მოსამართლეთა კორპუსის დაკომპლექტებაში უცხოელთა მონაწილეობა არ მგონია მიზანშეწონილი იყოს, რადგან ეს არის სუვერენიტეტის საკითხი – ნამდვილად შეგვწევს საქართველოში უნარი, რომ მოსამართლეთა კორპუსი დავაკომპლექტოთ

მოსამართლეთა კორპუსის დაკომპლექტებაში უცხოელთა მონაწილეობა არ მგონია მიზანშეწონილი იყოს – ეს არის სუვერენიტეტის საკითხი, ნამდვილად შეგვწევს საქართველოში იმის უნარი, რომ მოსამართლეთა კორპუსი დავაკომპლექტოთ , – ამის შესახებ ჟურნალისტებთან იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ე.წ. “ვეტინგის” სისტემასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ე.წ. ვეტინგი არ არის უპირობო მოთხოვნა, არამედ ეს არის რეკომენდაცია, თუმცა დიალოგის დროს როგორც მათ, […]

„ცისფერი” – ქვიარ კულტურის შესახებ წიგნის პრეზენტაციას წინაღობები შეხვდა. რატომ?

კომპანია „აჭარა ჯგუფი“ ქართულ ხელოვნებაში ქვიარხედვების შესახებ წიგნის პრეზენტაციისთვის პროექტის ავტორებს სივრცეს უთმობს „არტარეის“ ტერიტორიაზე. „ვინაიდან „ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმი“ ვერ ახერხებს ღონისძიების თავის სივრცეში ჩატარებას, Creative Collective Spectrum-ს [პრეზენტაციისთვის] ვთავაზობთ „აჭარა ჯგუფის“ სახელოვნებო სივრცეს „არტარეას“ ტერიტორიაზე… ჩვენი კომპანია მუდმივად უჭერს მხარს ინიციატივებს, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული სახელოვნებო კულტურის განვითარებაში“, – წერია „აჭარა ჯგუფის“ […]

უკვე რამდენიმე წელია ხდება ჯანდაცვის კერძო სექტორის დადანაშაულება და დემონიზირება – სანდრო ურუშაძე

როგორ უნდა განვითარდეს ურთიერთობა ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანდაცვის კერძო სექტორს შორის. ამის შესახებ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმასანდრო ურუშაძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ისაუბრა. სანდრო ურუშაძემ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ცვლილებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სისტემაში უნდა არსებობდეს ხედვა და ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მხოლოდ ერთ ადამიანზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. სახელმწიფო დაწესებულებების მართვის მახინჯი მოდელია, როცა თვითონ […]

უახლოეს კვირებში დავიწყებთ მასშტაბურ სტუდენტურ ფესტივალს, რომლის სამიზნე აუდიტორია 25 000 ათასი სტუდენტი იქნება – გიორგი ამილახვარი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, უახლოეს კვირებში განათლების სამინისტრო ახალგაზრდული ფესტივალის გამართვას გეგმავს, რომელიც 3 თვე გაგრძელდება. როგორც მან ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვის წარდგენისას აღნიშნა, ფესტივალში საქართველოში არსებული ყველა ავტორიზებული უნივერსიტეტის სტუდენტი ჩაერთვება. მინისტრის თქმით, ფესტივალი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: სპორტი (ტურნირები სპორტის სახეობებში), კულტურა (კონკურსი კულტურის სხვადასხვა მიმართულებით), ინტერმედია (თეატრალურ-თემატური კონკურსი უნივერსიტეტებს […]