ემანუელ მაკრონი – ჩვენს მიწაზე ომი დაბრუნდა, მოგვიწევს, რომ ისტორიის გამოწვევებს ვუპასუხოთ – მიზანშეწონილი იქნება, თუ მშიშრები არ ვიქნებით

მიზანშეწონილი იქნება, თუ ჩვენ მშიშრები არ ვიქნებით, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჩეხეთში ვიზიტისას განაცხადა. მისი თქმით, ახლა ევროპა სწორედ ამ მომენტს უახლოვდება. „ჩვენ, რა თქმა უნდა, ევროპაში იმ მომენტს ვუახლოვდებით, როდესაც მიზანშეწონილი იქნება, თუ ჩვენ მშიშრები არ ვიქნებით“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა. ემანუელ მაკრონი პრაღაში ვიზიტის ფარგლებში უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესყიდვის შესახებ […]

რატი ბრეგაძე – ამნისტია არ არის ერთი ხელის მოსმით გასაკეთებელი საკითხი, კომპლექსურ დაფიქრებას საჭიროებს

ამნისტია პერსონებზე მორგებული არ უნდა იყოს , – ასე უპასუხა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტების კითხვას, უნდა შეეხოს თუ არა ამნისტიის კანონპროექტი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამნისტიის საკითხი საჭიროებს ძალიან დეტალურ ანალიზს და პირველ რიგში, გათვალისწინებული უნდა იყოს სახელმწიფოს უსაფრთხოების საკითხები. „ამნისტია არ არის ერთი ხელის მოსმით გასაკეთებელი საკითხი, ის საჭიროებს […]

იუსტიციის მინისტრი – ნამდვილად შეგვწევს საქართველოში უნარი, რომ მოსამართლეთა კორპუსი დავაკომპლექტოთ

მოსამართლეთა კორპუსის დაკომპლექტებაში უცხოელთა მონაწილეობა არ მგონია მიზანშეწონილი იყოს – ეს არის სუვერენიტეტის საკითხი, ნამდვილად შეგვწევს საქართველოში იმის უნარი, რომ მოსამართლეთა კორპუსი დავაკომპლექტოთ , – ამის შესახებ ჟურნალისტებთან იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ე.წ. “ვეტინგის” სისტემასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ე.წ. ვეტინგი არ არის უპირობო მოთხოვნა, არამედ ეს არის რეკომენდაცია, თუმცა დიალოგის დროს როგორც მათ, […]

ქეთევან თურაზაშვილი 6 მარტს პენსიონერებს შეხვდება

პარტია „მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ქეთევან თურაზაშვილი პენსიონერებს შეხვდება. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა 6 მარტს, 13:00 საათზე, კიკვიძის პარკის შესასვლელში (ნაძალადევის რაიონი) არის დაგეგმილი. „მოქალაქეების“ ინფორმაციით, დეპუტატი იურისტების ჯგუფთან ერთად, საპენსიო სესხებთან დაკავშირებით, პენსიონერებს იურიდიულ კონსულტაციას გაუწევს. მათივე ცნობით, შეხვედრის მიზანია პენსიონერებზე გაცემული და კოვიდ პანდემიის დროს, ე.წ. „საშეღავათო პერიოდისას”, დროში გახანგრძლივებული და თანხობრივად გაზრდილი სესხების […]

ადვოკატთა ასოციაცია მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის საადვოკატო სამართლის ინსტიტუტთან და გერმანულ-ქართულ სამართლის ინსტიტუტთან პარტნიორობით, ადვოკატთა დარგობრივი სპეციალიზაციის პროგრამას იწყებს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატთა ნებაყოფლობითი დარგობრივი სპეციალიზაციის სისტემის პრეზენტაცია გაიმართა. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ – დავით ასათიანმა, გერმანიის ელჩმა საქართველოში – ერნსტ პეტერ ფიშერმა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ – მერაბ ტურავამ, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა – რატი ბრეგაძემ და მიუნხენის უნივერსიტეტის საადვოკატო სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა – ბერნდ შუნემანმა მიმართეს. […]

ლაშა ხუციშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ანტონელა ბასანის შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ანტონელა ბასანის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე, მირზა გელაშვილი, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისი და მსოფლიო ბანკის ჯგუფის მისიის წევრები. „მხარეებმა მიმოიხილეს მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის […]

გიორგი შელია: მირანჩუკი კვარაცხელიაზე არანაკლებ ტექნიკურია – საქართველოს ნაკრებში თამაში ჩემი ბავშვობის ოცნებაა

sport24.ru-სთან ვრცელ ინტერვიუში “ახმატის” მეკარემ გიორგი შელიამ სხვადასხვა თემებზე ისაუბრა, რასაც შემოკლებული სახით გთავაზობთ. – შენ თქვი, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშზე ოცნებობ. რას აკეთებ ამისათვის? – 35 წლის ასაკში უკვე ვაკეთებ (იცინის). ფეხბურთს ვთამაშობ. კიდევ რის გაკეთებაა საჭირო? პასპორტის მიღება? დოკუმენტები შევიტანე, მაგრამ უარი მითხრეს. ოცნებები ხანდახნ გიხდება, ხანდახან – არა. – რატომ გითხრეს უარი? […]

პისტორიუსი: გერმანიის ოფიცრების საუბრის მოსმენა დაუცველი არხის გამოყენების გამო გახდა შესაძლებელი

აუდიოკონფერენციის ერთ-ერთმა მონაწილემ, რომლის დროსაც რაკეტა Taurus-ის ტექნიკური შესაძლებლობები განიხილებოდა, ღია საკომუნიკაციო არხი გამოიყენა. ამის შესახებ დღეს განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა. გერმანიის სამხედრო კონტრდაზვერვის გამოძიებამ დაადგინა, რომ მოსმენა შესაძლებელი გახდა საუბრის ერთ-ერთი მონაწილის მიერ ტექნიკური აღჭურვილობის „გამოყენებაში შეცდომის“ გამო. სინგაპურში მყოფმა ოფიცერმა Webex-ზე საუბრისას გამოიყენა არხი, რომელიც არ იყო კოდირებული. „ამის გამო მოხდა […]

ლერი ბარნაბიშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრძანებით, ფინანსთა მინისტრის მოადგილედ ლერი ბარნაბიშვილი დაინიშნა. აქამდე, ლერი ბარნაბიშვილი მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. “მას ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის, 2015-2020 წლებში ეკავა ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა” – წერს საქართველოს მთავრობა.

წულუკიანმა მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად გოგი მარგველაშვილი დანიშნა

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა “კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების შესაბამისად” კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად 4 წლის ვადით გოგი მარგველაშვილი დანიშნა. სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ გოგი მარგველაშვილი 2001-2005 წლებში იყო მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მთავარი რეჟისორი, 2005-2009 წლებში – ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, 2014-2020 წლებში – შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და […]