ბიზნესსექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 285.1 ლარით გაიზარდა- საქსტატი

2023 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესსექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2 196.2 ლარს გაუტოლდა, რაც იმას ნიშნავს, რომ, გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, გაზრდილია 285.1 ლარით. მათ შორის, ქალების ხელფასმა 1 687.6 ლარი შეადგინა და ზრდა წინა წლის იმავე პერიოდთან მიმართებით 200.6 ლარია. საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 2 […]
Servisebi.ge-N1 პლატფორმა მომსახურების სფეროში

„ყველა მომსახურება ერთ სივრცეში“ ეს იმ კომპანიის ლოზუნგია, რომელმაც საქართველოში არსებული ყველა სერვისი ერთ სივრცეში გააერთიანა.
მიკროჩიპების გაზრდილი იმპორტი აშშ-დან – ეჭვი რუსეთის დახმარებაზე, სამინისტროს განმარტება

რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, საქართველომ, 2022 წელთან შედარებით, აშშ-დან მიკროჩიპების იმპორტი 3370%-ით გაზარდა. მათი თქმით, დოკუმენტი, რომელშიც საქართველოს მეირ ამერიკული ტექნოლოგიური პროდუქცია შეძენაზეა საუბრი, აშშ-ის სენატში რუსეთზე დაკისრებული სანქციების ეფექტურობის განსახილველად რუსეთის სანქციებზე მომუშავე მუდმივმოქმედი საგამოძიებო ქვეკომიტეტმა 21 თებერვალს მოამზადა. “ამ დოკუმენტში მოყვანილი მონაცემები მიკროჩიპებით მოვაჭრე ოთხი გიგანტური ამერიკული კომპანიის (Intel, Analog Devices, […]
სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დასაფინანსებლად განცხადებების მიღება დაიწყო

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებისას მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ დღეიდან, 6 მარტიდან, დაფინანსების მისაღებად სტუდენტების განაცხადებების მიღება იწყება. 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, თბილისის მერიას შეუძლიათ მიმართონ სოციალურად დაუცველმა, მრავალშვილიანი ოჯახის წევრმა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებმა, რომლებიც დედაქალაქში არიან რეგისტრირებული. „დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც […]
ნარიშკინი: ადრე თუ გვიან სიცოცხლე მთავრდება, ნავალნი ბუნებრივი სიკვდილით მოკვდა

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა სერგეი ნარიშკინმა თქვა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. ნარიშკინმა ამის შესახებ რუსულ ტელევიზიაში ინტერვიუს დროს ისაუბრა. “მე არ ვფიქრობ, რომ ეს რაღაც ტიპის სპეციალური გეგმა იყო, მაგრამ სამწუხაროდ ასე ხდება: ადრე თუ გვიან სიცოცხლე მთავრდება, ნავალნი ბუნებრივი სიკვდილით მოკვდა” – თქვა ნარიშკინმა. ეს იყო პასუხი ჟურნალისტის კითხვაზე […]
შალვა პაპუაშვილი – მიკვირს, რომ ვხედავთ ევროპულ თუ ამერიკულ ფონდებს, რომლებიც რუსული მეთოდით, ფარულად მონაწილეობენ ქართულ პოლიტიკაში, მათ მიერ დაფინანსებული პოლიტიკოსების მეშვეობით, ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური კორუფციაა

მე მიკვირს, რომ ჩვენ ვხედავთ, ევროპულ თუ ამერიკულ ფონდებს, რომლებიც რუსული მეთოდით – „იატაკქვეშური“ მეთოდებით, ფარულად მონაწილეობენ ქართულ პოლიტიკაში, მათ მიერ დაფინანსებული პოლიტიკოსების მეშვეობით, ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური კორუფციაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პაპუაშვილი საქართველოში არსებულ ყველა უცხოურ ფონდს და საელჩოებს მოუწოდებს, რომ დააკვირდნენ მათი ქვეყნიდან მომდინარე ფინანსებს, „თუ რამდენად […]
პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, რომელ პარტიებს შეეხება კანონში დაგეგმილი ცვლილება, რაც პარტიების გაუქმებას გულისხმობს

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რომელ პარტიებს შეეხება კანონში დაგეგმილი ცვლილება, რომელიც პარტიების გაუქმებას გულისხმობს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ეხება არა იმ პარტიებს, რომლებიც საქმიანობენ, არამედ პარტიებს, რომლებიც არ საქმიანობენ. „ეს ეხება პარტიებს, რომელიც არის უმოქმედო და რეალურად ფურცელზე არსებობენ. ეს არის მათთვისაც შვება, პარტიებისთვის, რომლებიც არ არსებობენ. რეესტრი განიტვირთება მკვდარი, არარსებული პარტიებისგან და […]
ჩხოროწყუს მერიის სპორტის სამსახურის ყოფილ უფროსს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის სამსახურის ყოფილ უფროსს, ედემ კვარაცხელიას, რომელსაც ჩხოროწყუს მერის, დავით გოგუას მიმართ ძალადობაში ედება ბრალი პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ეკატერინე ბებიამ მიიღო. დაცვის მხარე სასამართლოს გირაოს სთავაზობდა, თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. ცნობისთვის, ჩხოროწყუს მერსა და მერიის სპორტის განყოფილების ყოფილ უფროსს შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენიმე დღის […]
პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, გადაზიდვისა და გასაღების მცდელობის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, გადაზიდვისა და გასაღების მცდელობის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი რაოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს, რომლის ნაწილი გასაღების მიზნით თბილისის ზღვის მიმდებარედ, წინასწარ განსაზღვრულ ლოკაციებზე განათავსა, ხოლო ნაწილი, […]
თენგიზ ნასარიძე „მწვანე გურიის“ პროექტის მრჩეველთა საბჭოს პირველ შეხვედრას დაესწრო

ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის“ დაინტერესებულ მხარეთა მრჩეველთა საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ ნასარიძემ, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) აღმასრულებელმა დირექტორმა, ლოღან ჯორჯ […]