გია ცაგარეიშვილი – ზურაბ ადეიშვილი, რომელმაც ფაქტობრივად, ანგარიში გაუსწორა თავის ქვეყანას და ხალხს, საპატიო სტუმრად არის მიღებული გერმანიის პარლამენტში – კარგი იქნება, თუ ამაზე განმარტებებს მოვისმენთ

ადეიშვილი, რომელმაც სხვებთან ერთად, ფაქტობრივად, ანგარიში გაუსწორა თავის ქვეყანას და ხალხს, საპატიო სტუმრად არის მიღებული ჩვენს მეგობარ და სტრატეგიულ მოკავშირე ქვეყნის, გერმანიის პარლამენტში – კარგი იქნება, თუ ამაზე განმარტებებს მოვისმენთ,- ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების განხილვისას გააკეთა. მისი თქმით, გავრცელდა კადრები, სადაც ადეიშვილი საპატიო სტუმრების […]
კენეტ ვოლაკი – როცა ქვეყანაში ჩინეთის ჩართულობა ხდება, არანაირი გამჭვირვალობა აღარ არის – ჩემი რეკომენდაციაა, მოქალაქეებმა დაჟინებით მოითხოვონ გამჭვირვალობა

პრობლემა, რომელიც გექნებათ ჩინეთთან და „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ინიციატივასთან ის არის, რომ ჩინელები ძალიან კარგად ავლენენ ინტერესს, ერთვებიან დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში და ქმნიან ვალის მახეს ქვეყნებისთვის. როდესაც ეს შესრულდება და ჩინეთის ჩართულობა ხორციელდება, არანაირი გამჭვირვალობა აღარ არის, – ამის შესახებ დემოკრატიის ეროვნული ფონდის ხელმძღვანელმა, კენეტ ვოლაკმა თბილისში მიმდინარე რონდელის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ […]
„აფხაზეთის კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებების“ ხელშეწყობის პროგრამებზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო აცხადებს განაცხადების მიღებას „აფხაზეთის კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებების“ ხელშეწყობის პროგრამაზე. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ავრცელებს. მათივე ცნობით, პროგრამა გულისხმობს ისეთი პროექტების ხელშეწყობას, რომლებიც უზრუნველყოფს კულტურის ხელმისაწვდომობას, ქართულ – აფხაზური შემოქმედებითი პროცესების სტიმულირებას, ხელოვანი ადამიანების საქმიანობის პოპულარიზაციას, კულტურის ტრადიციული და ახალი დარგების (საშემსრულებლო, ვიზუალური, შემოქმედებითი მიმართულებების და […]
ალეკო ელისაშვილი – ადეიშვილი ან კეზერაშვილი ასე ლაღად რომ დადიან და ბიზნესით არიან დაკავებულები, „ქართული ოცნების“ ბრალია – დაიჭირონ და ჩამოიყვანონ მწამებელი და ადამიანებს სულს რომ ხდიდა, ასეთი ადამიანი

ადეიშვილი ან კეზერაშვილი ასე ლაღად რომ დადიან და ბიზნესით არიან დაკავებულები, ეს „ქართული ოცნების“ ბრალია, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ყოფნას გამოეხმაურა. მისივე შეფასებით, ახლა ეს ყველაფერი [„ქართულ ოცნებას“] პროპაგანდისთვის სჭირდებათ – „არიქა, ადეიშვილი იქ არისო“. „ადეიშვილი ან კეზერაშვილი ასე ლაღად რომ დადიან და ბიზნესით არიან […]
ლევან დავითაშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ანტონელა ბასანის შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ანტონელა ბასანის შეხვდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისი და მსოფლიო ბანკის ჯგუფის მისიის სხვა წარმომადგენლები. „შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის […]
შალვა პაპუაშვილი – ფსევდოლიბერალურ პროპაგანდასთან დაკავშირებით „ენჯეო“ სექტორი დუმს, სივრცე ღიაა, ვიმსჯელოთ, რომ უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებები და მანკიერი პროპაგანდისგან დაცვა

ფსევდოლიბერალურ პროპაგანდასთან დაკავშირებით „ენჯეო“ სექტორი დუმს, სივრცე ღიაა, ვიმსჯელოთ, რომ უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებები და მანკიერი პროპაგანდისგან დაცვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, 2017 წელს, როდესაც ქორწინების დეფინიცია განისაზღვრა, როგორც ორ სხვადასხვა სქესს შორის კავშირი, მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციები ამ ფაქტს ეწინააღმდეგებოდნენ. მისი თქმით, “დღეს ვხედავთ, რომ „ენჯეო“ […]
იოსელიანი პროპაგანდისტულ ინიციატივაზე: არ უნდა მოდიოდეს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ქართული ოცნების ჰომოფობიურ და პროპაგანდისტულ ინიციატივას ეხმაურება. იოსელიანის თქმით, კანონპროექტი უნდა იცავდეს თანასწორობის პრინციპს და არ ზღუდავდეს სიტყვის თავისუფლებას. “წინასწარ კანონპროექტის შინაარსის შეფასება გამიჭირდება, თუმცა ერთი რამ არის ცალსახა, ის წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ძირითად უფლებებთან, უნდა იცავდეს თანასწორობის პრინციპს და არ ზღუდავდეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. ველოდები […]
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სამ “დეპუტატს” რუსეთის მოქალაქეობას ჩამოართმევენ

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პარლამენტის სამ წევრს: გარი მულდაროვს, დავიდ სანაკოევსა და ძამბოლატ მედოევს შესაძლოა რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვას. რადიო თავისუფლების პროგრამა “ეხო კავკაზას” მიხედვით, პოლიტიკოსებმა თავად დაადასტურეს მანამდე ტელეგრამის არხებში გავრცელებული ინფორმაცია. როგორ სააგენტო „Сапа“ წერს, „დეპუტატებმა“ რუსეთის დაზვერვის ფედერალური სამსახურის 7 თებერვლის შეტყობინება გასულ კვირაში მიიღეს. მათი თქმით, მიზეზად „რუსეთის საზღვართან დაძაბულობის გაძლიერების მოქმედებები“ […]
საქართველოში დაბალ ინფლაციას ადგილობრივი ინფლაციის კლებადი ტენდენცია და მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს – სები

2024 წლის თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 0.3% შეადგინა, ხოლო იანვართან შედარებით ფასების საერთო დონე თითქმის არ შეცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივი ინფლაციის კლებადი ტენდენცია განაპირობებს, რაც მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგია. ამავდროულად, მსოფლიოში სურსათის ფასების კლების ტენდენცია მეტწილად გრძელდება. ამასთან, სებ-ის ცნობით, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი […]
სოცდაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღებას იწყება

სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 6 მარტიდან, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია. ის ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. დაფინანსდებიან […]