ირაკლი ზარქუა – „ვეტოთი შემოქმედი“ დავარქვით სალომე ზურაბიშვილს იმიტომ, რომ სხვა ფუნქცია არ აქვს – მოსწონს, არ მოსწონს, არგუმენტი აქვს თუ არა, მაინც ვეტო უნდა დაადოს – დაგინებული აქვს, მგონი

კამერებთან დიდი გული აქვთ და გუშინ, როდესაც ეს თემები იხილებოდა, საერთოდ ცარიელი იყო დარბაზი და ფაქტობრივად, ოპოზიციის არცერთი წარმომადგენელი არ ესწრებოდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის კრიტიკას, რომლებიც ანტიკორუფციული ბიუროს ნაწილში ამბობენ, რომ რეალურად მმართველი გუნდი არ იზიარებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. მისივე თქმით, ეს მიუთითებს მათ [ოპოზიციის] […]

ალეკო ელისაშვილი – „ქართულ ოცნებას“ ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციური მოადგილე ყელში ეჩხირებოდა და ამიტომ გადაწყვიტა ხელის გადაწევის პრინციპით იმოქმედოს – განცდა მაქვს, ვეტოს ძალიან მარტივად დაძლევენ

რეალურად, „ქართულ ოცნებას” ყელში ეჩხირებოდა ოპოზიციური მოადგილე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და ამიტომ გადაწყვიტა, რომ ისევ ხელის გადაწევის პრინციპით იმოქმედოს და ამ წინასაარჩევნოდ ასეთი საარჩევნო ცვლილებები შემოგვთავაზოს, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის მიერ „საარჩევნო კოდექსში” მიღებულ ცვლილებებს. ელისაშვილის თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა რომ აღნიშნულ ცვლილებებს ვეტო დაადო, სწორია, […]

ევროკავშირში ერთჯერადი ჭურჭლისა და შეფუთვების გამოყენება აიკრძალება

ევროკავშირი კრძალავს საკვები პროდუქტებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების ერთჯერადი შეფუთვების გამოყენებას. საქმე ეხება ხილისა და ბოსტნეულის, სწრაფი კვების ობიექტებისა თუ სასტუმროს ნომრებში ჰიგიენური საშუალებების მინი შეფუთვებს, ასევე პლასტიკის საკვებ კონტეინერებს. ახალი რეგულაციის მიზანი, რომელიც 2030 წლიდან სრულად ამოქმედდება, ნარჩენების შემცირებაა. POLITICO-ს ინფორმაციით, აკრძალვის შემდეგ ბიზნესები ვალდებული იქნებიან, საკვებისა თუ სხვა პროდუქტების წამოსაღებად მომხმარებლებს საკუთარი, მრავალჯერადი კონტეინერების […]

ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი ვაჭრობის დარგზე მოდის – საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი – 37.6 პროცენტი მოდის ვაჭრობის დარგზე, მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 32.2%-იანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა – 7.5%-იანი წილით, მშენებლობა – 6.6-პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება – 4.5%-იანი წილით, ხოლო 11.5% დანარჩენ დარგებზე ნაწილდება. ამასთან, საანგარიშო პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით […]

Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.6535 ლარი ღირს

Bloomberg-ზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.6535 ლარად ივაჭრება. სავაჭრო პლატფორმაზე ვაჭრობა 2.6537 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 5 მარტის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.6586 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8851 ლარია.

ამოღებულია ალფა-პვპ, მეფედრონი და მეთადონი – 1 პირს ბრალდება წარედგინა

პროკურატურამ ნარკოტიკების უკანონო შეძენის, შენახვის, გადაზიდვისა და გასაღების მცდელობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, დაკავებულმა ნარკოტიკული საშუალებების ნაწილი, გასაღების მიზნით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე განათავსა, ნაწილი კი, იმავე მიზნით, თბილისიდან რუსთავში წაიღო. “შსს-ს თანამშრომლებმა ბრალდებულისგან სარეალიზაციოდ გამზადებული 60 და სხვადასხვა ლოკაციებზე განთავსებული 10, ჯამში 70 შეფუთვად დაფასოებული, ნარკოტიკული საშუალებები – ალფა-პვპ, მეფედრონი და […]

ლიბერთი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს სტრატეგიულ პარტნიორობას აგრძელებს

ლიბერთის მხარდაჭერით და განათლების კოალიციის ორგანიზებით, ბათუმში „ედკემპ საქართველო 2024“ კონფერენციაზე, 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გახსნითი ღონისძიება გაიმართა და ნომინირების და აპლიკაციის წარდგენის დეტალები გამოცხადდა. კონკურსი წელს მერვედ ტარდება და მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის გაცნობას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას. აღნიშნულ შეხვედრაზე გაჟღედა ახალი ინიციატივა, ლიბერთის თანადგომით დაწესდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს […]

გიორგი ვაშაძე უმრავლესობას – რატომ არის ყველაფერი ასე ძვირი საქართველოში, რატომ გაუსწრო თბილისმა ფასებით მსოფლიოს წამყვან ქალაქებს, რა გააკეთეთ ამისთანა, რატომ გაგვიძვირდა ყველაფერი? – მოწყვეტილი ხართ რეალობას

რატომ არის ყველაფერი ასე ძვირი საქართველოში, რატომ გაუსწრო თბილისმა ფასებით მსოფლიოს წამყვან ქალაქებს, რა გააკეთეთ ამისთანა, რა ჩაატარეთ ასეთი, რატომ გაგვიძვირდა ყველაფერი ამ ქვეყანაში? – ამ სიტყვებით მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მმართველ გუნდს. როგორც ვაშაძე აღნიშნავს, ამ კითხვებზე პასუხი საზოგადოებას აინტერესებს, ხელისუფლება კი რეალობასაა მოწყვეტილი. „მამუკა მდინარაძეს და მთლიანად, ივანიშვილის პარტიას მივმართავ, რატომ […]

შალვა პაპუაშვილი – ზოგს შეიძლება ცხვირი ჰქონდეს სხვანაირი, ზოგს ყური, მაგრამ ესენი არიან კლონები და „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის კლონებს არასდროს ექნება ქართველი ხალხის მხარდაჭერა

ზოგს შეიძლება ცხვირი ჰქონდეს სხვანაირი, ზოგს ყური, მაგრამ ესენი არიან კლონები და „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის კლონებს არასდროს ექნება ქართველი ხალხის მხარდაჭერა – საკონსტიტუციო უმრავლესობით „ქართული ოცნება“ გაამყარებს საქართველოში დემოკრატიას,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილი აცხადებს, რომ ყველა გამოკითხვით „ქართული ოცნება“ იგებს არჩევნებს და ახლა მთავარია კონცენტრირება საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაზე. პაპუაშვილი მიიჩნევს, […]

პაველ ჰერჩინსკი – ვიმედოვნებ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის მიუხედავად, ეროვნული კონსენსუსი იქნება და ევროინტეგრაციის მიმართულებით ყველა ერთად იმუშავებს

ვიმედოვნებ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის მიუხედავად, ეროვნული კონსენსუსი იქნება და ევროინტეგრაციის მიმართულებით ყველა ერთად იმუშავებს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. „გასული წლის დეკემბერში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ისტორიულ გადაწყვეტილებას ყველანი ერთად აღვნიშნავდით. პირადად მე ძალიან ბედნიერი ვიყავი და ერთმანეთს ყველამ მივულოცეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან ფორმალურად […]