ისლანდიის პრეზიდენტმა თსუ-ში საჯარო ლექცია წაიკითხა

ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი გუდნი იოჰანესონი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია და სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია „პატრიოტიზმის ძალა და გამოწვევები გლობალიზებულ სამყაროში“ წაიკითხა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში ისლანდიის პრეზიდენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას შეხვდა. მათივე ინფორმაციით, ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სტუდენტებთან შეხვედრაზე ისლანდიის გამოცდილებაზე, ნაციონალიზმის და პატრიოტიზმის დადებით […]
დაბა ნარუჯას ბიბლიოთეკაში „თანასწორობის კუთხე“ გაიხსნა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯას ბიბლიოთეკაში, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და გამომცემლობა „პალიტრა L”-ის ერთობლივი ინიციატივით, „თანასწორობის კუთხე“ გაიხსნა და დაბა ნარუჯას ბიბლიოთეკას თანასწორობის, ქალებისა და გოგოების გაძლიერების, ტოლერანტობის და ადამიანის უფლებების შესახებ 200-ზე მეტი წიგნი შეემატა. ორგანიზატორების ინფორმაციით, დაბა ნარუჯას ბიბლიოთეკაში „თანასწორობის კუთხე“ გახსნეს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის წარმომადგენლებმა მწერალ, ტელეწამყვან […]
ეროვნული ლიგა. II ტური. “თელავი” – “დინამო” (თბ) [LIVE]

ეროვნული ლიგის მეორე ტურში “თელავი” თბილისის “დინამოს” მასპინძლობს.
რუსული რაკეტა ჩამოვარდა ოდესაში, სადაც ზელენსკი საბერძნეთის პრემიერმინისტრს ხვდებოდა

რუსული რაკეტა ჩამოვარდა ქალაქ ოდესაში, სადაც ამავე დროს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საბერძნეთის პრემიერმინისტრს კირიაკოს მიცოტაკისს ხვდება. ზელენსკი იერიშის შედეგად არ დაშავებულა, თუმცა მისი თქმით, ის საკმაოდ ახლოს იყო, რომ რაკეტის ჩამოგდება დაენახა და გაეგონა. ზელენსკი და მიცოტაკისი ოდესაში გადაადგილდებოდნენ, როდესაც საჰაერო თავდაცვის სირენების ხმა გაიგეს. “ჩვენ დღეს ვნახეთ სარაკეტო იერიში. თქვენ ხედავთ, თუ როგორ […]
პრეზიდენტი: დადგა დრო, როდესაც საქართველოს ინტერესშია კოალიციური მთავრობა

ჩვენ იმაზე კი არ უნდა ვფიქრობდეთ, რა არის რუსეთის ინტერესი, და არასოდეს გვეცოდინება ბოლომდე – რა არის მისი ინტერესი. ჩვენ უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, რა არის საქართველოს ინტერესი. და მე მგონია, მჯერა, ჩემი გამოცდილებიდან და სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან, რომ დღეს დადგა დრო, როდესაც საქართველოს ინტერესში არის კოალიციური მთავრობა, არის მრავალპარტიული წყობის შემოტანა, იმიტომ, რომ ჩვენ ამდენი […]
პრეზიდენტი: საქართველოში ვერ იქნება პრორუსული მთავრობა, არ გაპატიებს არავინ პრორუსულობას

თანხვედრას… არის რაღაცა ნიშნები. მე სულ ყველგან, რაც არ უნდა ამათმა თქვან, რომ მე ვაბეზღებ საქართველოს მთავრობას და ქართულ ოცნებას, მე ყველგან ვიცავ ერთ პრინციპს და ყველგან ამას ვამბობ – საქართველოში ვერ იქნება პრორუსული მთავრობა, როგორც კი ეს გადაჭარბებს რაღაცა ნიშნებს, რომელიც არის შეიძლება სიფრთხილის ნაწილში თუ ძალაუფლების შენარჩუნების ნაწილში, რაღაც ცდუნებები, რაც ალბათ არსებობს, […]
ნიკი ჰეილი – კარგს ვუსურვებ ნებისმიერს, ვინც ამერიკის პრეზიდენტი იქნება – ჩვენი ქვეყანა ძალიან ძვირფასია იმისთვის, რომ სხვაობებს დაყოფის შესაძლებლობა მივცეთ

კარგს ვუსურვებ ნებისმიერს, ვინც ამერიკის პრეზიდენტი იქნება, ჩვენი ქვეყანა ძალიან ძვირფასია იმისთვის, რომ სხვაობებს დაყოფის შესაძლებლობა მივცეთ, – ამის შესახებ „რესპუბლიკელმა“ ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომელმაც დაადასტურა, რომ საპრეზიდენტო კამპანიას წყვეტს. ჰეილიმ სამხრეთ კაროლინაში სიტყვით გამოსვლის დროს დონალდ ტრამპს მიულოცა, მაგრამ მისი მხარდაჭერის მოწოდებით არ გამოსულა. “როგორც ჩანს, დონალდ ტრამპი გახდება რესპუბლიკელი კანდიდატი, როდესაც ჩვენი პარტიის […]
მიხეილ სააკაშვილი EPP-ის კონგრესს – ეს წელი მრავალი თვალსაზრისით ევროპის დიდი ნაწილის ბედისთვის გადამწყვეტი იქნება – ყოყმანისა და თვითკმაყოფილების დრო არ არის, დროა ლიდერობის, ერთიანობის, გამბედაობისა და მონდომების

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ, EPP-ის კონგრესზე საქართველო მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გზავნილი გააჟღერა. როგორც მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერილში აღნიშნავს, იმ ვითარებაში, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი პუტინი მას პირად მტრად მიიჩნევს, მისთვის ევროპული სოლიდარობა ძალიან მნიშვნელოვანია. მიხეილ სააკაშვილმა თავის წერილში ევროპის სახალხო პარტიას მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ღირებულებებს, რომლებიც ევროპას განსაკუთრებულს ხდის, ასე […]
ოდესაში ვოლოდიმირ ზელენსკის კორტეჟზე სარაკეტო დარტყმის მცდელობა იყო

რუსეთმა ოდესაში სარაკეტო დარტყმა განახორციელა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კორტეჟზე. ზელენსკიმ დაადასტურა მასზე სავარაუდო თავდასხმა და აღნიშნა, რომ არ დაშავებულა. „დღეს ჩვენ ვნახეთ ეს დარტყმა. ხედავთ, ვისთან გვაქვს საქმე, მათთვის სულერთია, საით ისვრიან. ვიცი, რომ დღეს იყო მსხვერპლი, ჯერჯერობით ყველა დეტალი არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ არიან დაღუპულები, დაჭრილები,“ მოჰყავს ზელენსკის სიტყვები სააგენტო UNIAN-ს. უკრაინის […]
ნავალნის ქვრივი არჩევნების დღეს რუსებს პროტესტისკენ მოუწოდებს

რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის ქვრივმა 6 მარტს განაცხადა, რომ მისი მეუღლის დაკრძალვაზე საზოგადოების მხარდაჭერის მასშტაბები იმის მტკიცებულებაა, რომ ნავალნის საქმე გაგრძელდა. ნავალნაიამ, მხარდამჭერებს, არჩევნების დღეს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ მასობრივი პროტესტისკენ მოუწოდა. YouTube-ზე განთავსებულ ვიდეოში იულია ნავალნაიამ თქვა, რომ იმედი აქვს ხალხის იმ დიდი რაოდენობის, რომელიც გასულ კვირას მისი მეუღლის დაკრძალვაზე მივიდა. ნავალნი არქტიკის […]