ჰუსიტებმა ამერიკული ხომალდიდან სამი მძევალი აიყვანეს

ჰუსიტებმა ადენის ყურეში ამერიკული საზღვაო გადამზიდი ხომალდიდან სამი ეკიპაჟის წევრი ტყვედ აიყვანეს. გემი True Confidence ამერიკული კომპანიის მფლობელობაშია და ბარბადოსის დროშის ქვეშ ცურავდა. ხომალდი იემენის საპორტო ქალაქ ადენთან გაიჭედა. 6 მარტს ჰუსიტების წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ მათი სამიზნეები ამერიკული ხომალდები იყვნენ. რამდენიმე საათის წინ აღნიშნული გადამზიდი ხომალდიდან ამომავალი კვამლი შენიშნეს. მას შემდეგ, რაც ჰუსიტებმა გემზე იერიში […]

უკრაინამ სახელმწიფო კორპორაციების რეფორმა დაამტკიც

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო კორპორაციების ახალ კანონს მოაწერა ხელი – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სახელმწიფო საწარმოების მმართველობის კორპორატიზაცია ამ ორგანიზაციების ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის ზრდას ისახავს მიზნად. ახალი კანონის მიღებას მხარს უჭერს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომლის შეფასებითაც ახალი კანონი უკრაინის სახელმწიფო კომპანიებს OECD-ის საუკეთესო სტანდარტებთან დააახლოებს. კანონმდებლობა ასევე განსაზღვრავს […]

Baltika დანიურ Carlsberg-ს 4.4 მილიარდ რუბლს ედავება

ლუდის მწარმოებელი კომპანია Baltika დანიურ Carlsberg-ს 4.4 მილიარდ რუბლს ედავება – სარჩელი სანქტ-პეტერბურგის სააბიტრაჟო სასამართლოშია შეტანილი. შპს Baltika Brewing Company-მ შეიტანა სარჩელი სანქტ-პეტერბურგის საარბიტრაჟო სასამართლოში დანიური Carlsberg Breweries A/S-ისგან თანხების ამოღებაზე. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება. სარჩელით მოთხოვნილი თანხის ოდენობა 4,41 მილიარდი რუბლია, საიდანაც 4,09 მილიარდი რუბლი არის ერთი კომპანიის მხრიდან მეორე კომპანიის მიმართ არსებული […]

ვაზისუბანში დაკარგულ მოზარდებზე უახლესი ინფორმაცია ვრცელდება

· 464 ვაზისუბანში, დაკარგული ორივე მოზარდი იპოვეს. ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. ბავშვები უკვე მშობლებთან იმყოფებიან

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 7 მარტს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 7 მარტს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის და საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა ქუჩის მოსახლეობას. კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნადიკვარის ქუჩის მოსახლეობას. ისნის რაიონი ქსელში გადართვების გამო […]

ნიკი ჰეილი საპრეზიდენტო მარათონს გამოეთიშა

რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციისთვის ბრძოლას ნიკი ჰეილი გამოეთიშა. მან განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა. ჰეილიმ ამერიკელ ხალხს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ამერიკის ინტერესებისთვის ბრძოლას გააგრძელებს. 52 წლის რესპუბლიკელი ნიკი ჰეილი, პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციისთვის ბრძოლაში დონალდ ტრამპის ერთადერთი კონკურენტი იყო. ჰეილის საგანგებო განცხადებაში არ უთქვამს, რომ ის მხარს დაუჭერს დონალდ ტრამპს და არ მოუწოდებია საკუთარი […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსები ან ჭკუიდან შეიშალნენ ან საერთოდ არ აკონტროლებენ, რას აკეთებს მათი ტერორისტული არმია

რუსები ან ჭკუიდან შეიშალნენ ან საერთოდ არ აკონტროლებენ, რას აკეთებს მათი ტერორისტული არმია. ასეთი კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესაზე რუსეთის სარაკეტო დარტყმაზე იმ მომეტში, როდესაც ის ქალაქში იმყოფებოდა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისთან შესახვედრად. “დავინახეთ დღეს ეს დარტყმა. ხედავთ, ვისთან გვაქვს საქმე. მათთვის სულ ერთია სად დაარტყან. კონკრეტულად ყველა დეტალი ჯერ არ ვიცი, მაგრამ […]

გარდაბნის მერიაში 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პრეზენტაციას გარდაბნის მერი დავით კარგარეთელი, მოადგილეები რამაზ ბუდაღაშვილი, ლევან ხმალაძე, ფუად მირზოევი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები სამირ ხიალოვი, ვუგარ მამედოვი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დავით კარგარეთელის განცხადებით, გარდაბნის მერია 24 სოციალურ პროგრამას ახორციელებს. „გარდაბნის […]

“დაგვეხვია 10-მდე გამხეცებული ბიჭი” – ნატა ფერაძე ამბობს, რომ სოფელ დიღომში თავს დაესხნენ

სამოქალაქო აქტივისტი, ნატა ფერაძე ამბობს, რომ სოფელ დიღომში, სადაც ორ აქტივისტთან ერთად იყო, 10-მდე პირი თავს დაესხა. რადიო თავისუფლებასთან საუბარში იგი ჰყვება, რომ ადგილზე სათბურის დასაქირავებლად ჩავიდა, რა დროსაც აგრესიულად განწყობილმა პირმა მათთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება დაიწყო. “გვინდიდა, სათბური გვექირავებინა სეზონურად. ვკითხულობდით ფასებს. დიდი ვარაუდით, გააფრთხილეს… ამ თავდამსხმელმა იცოდა უკვე, ოღონდ ამას აერია, რომ სახლის […]

„ჩვენ არ უნდა შევეგუოთ მსგავსი სიტუაციის არსებობას“ – ისლანდიის პრეზიდენტი ოძისში საოკუპაციო ხაზთან

ისლანდიის პრეზიდენტი გუდნი იოჰანესონი სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან ერთად სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. უწყების ცნობით, ისლანდიის პრეზიდენტი ოძისში ადგილზე გაეცნო საოკუპაციო ხაზთან შექმნილ უსაფრთხოების ვითარებას და სახელმწიფო მინისტრისგან და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებისგან, მოისმინა დეტალური ინფორმაცია როგორც ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზზე არსებული მდგომარეობის, ასევე, საქართველოს […]