წითელ ზღვაში თავდასხმის შედეგად კომერციული გემი დაზიანდა

იემენის სამხრეთით განხორციელებული თავდასხმის დროს სავაჭრო გემი დაზიანდა, იტყობინება გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების სააგენტო. ბარბადოსის დროშის ქვეშ მცურავი, ამერიკის კუთვნილი გემი ხომალდმა გააჩერა, რომელმაც თავი “იემენის საზღვაო ძალად” გამოაცხადა და კურსის შეცვლა უბრძანა. სააგენტოს ინფორმაციით, ინციდენტის დროს დაზიანებულ გემთან ახლოს ინდოეთის საზღვაო ძალების გემი იმყოფებოდა და ბოლო ინფორმაციით, “მიმდინარეობს სამძებრო და სამაშველო ოპერაციები“. ამავე […]
უკანონო ქირურგიული მომსახურების რამდენი შემთხვევა დაფიქსირდა გასულ წელს?

2023 წელს კლინიკებისთვის ამოქმედებული ქირურგიული და რეანიმაციული მომსახურების სტანდარტების დაწესების შემდეგ, კლინიკებში უკანონო სამედიცინო საქმიანობის (ქირურგიული მომსახურება) სამი შემთხვევა გამოვლინდა – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროსთვის BMG-სთვის მიწოდებულ ოფიციალურ ინფორმაციაში წერია. უწყების ცნობით, 2023 წლის 1 სექტემბერს ამოქმედებული წესების თანახმად, ქირურგიული და რეანიმაციული მომსახურების სტანდარტების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კლინიკებს უწყდებათ ან არ ეძლევათ აღნიშნული სერვისის მიწოდების უფლება. […]
პრეზიდენტი – არა მგონია, აუცილებელი იყოს კოალიციურ მთავრობაში ჩემი ყოფნა, მე ვარ იქ, სადაც ვარ – მგონი, ძალიან მნიშვნელოვანი როლი მაქვს

არა მგონია, აუცილებელი იყოს [კოალიციურ] მთავრობაში ჩემი ყოფნა. მე ვარ იქ, სადაც ვარ. მგონი, ძალიან მნიშვნელოვანი როლი მაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა. ამით მან უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას იმაზე, ხედავს თუ არა საკუთარ თავს კოალიციურ მთავრობაში. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, დღეს კოალიციური მთავრობის გაერთიანება ძალიან მარტივია, რადგან ყველა მხარემ იცის, […]
სალომე ზურაბიშვილი – „ოცნება“ ოცნებობს, რომ მე უცებ გავხდე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი – თვითონ სად იდგნენ 2006-2007 და 2008 წლებში? არცერთი არ მახსოვს არც ქუჩაში, არც ბრძოლაში

„ოცნება“ ოცნებობს იმაზე, რომ მე გავხდე უცებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრაზე “პალიტრანიუსის” წამყვანის, მერაბ მეტრეველის კითხვას, რომელიც პრეზიდენტის შესახებ “ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებებს შეეხებოდა. პრეზიდენტის თქმით, ვინც დღეს „ოცნებაში“ მას „ნაციონალური მოძრაობის“ ერთგვარ ლიდერობას აბრალებს, უნდა გაიხსენონ, სად იდგნენ „ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს. „ავიწყდებათ, რომ თვითონ არიან […]
პრეზიდენტი „ქართული ოცნებისა“ და რუსეთის ინტერესების თანხვედრაზე – არის რაღაც ნიშნები – როგორც კი გადააჭარბებს რაღაც ნიშნებს და გაჩნდება პრორუსულობის ნიშნები, ის მთავრობა ვერ იარსებებს საქართველოში

მთავარი არის ის, რომ რუსეთის ჩარევა ნიშნავს, რაღაც ჯგუფების დაფინანსებას, უკვე ვხედავთ, რომ ვიღაცები მიდი-მოდიან რუსეთში და ალბათ, იქ იღებენ დაფინანსებას, – ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში 2024 წლის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, რუსეთის მიზანი შეიძლება იყოს დესტაბილიზაციის და პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავება. „არჩევნებში რუსეთის ჩარევა ხდება ბევრ ქვეყანაში, ძალიან […]
ნარიშკინი მაკრონის განცხადებებს “უპასუხისმგებლოს” უწოდებს

რუსეთის საგარეო დაზვერვის უფროსმა განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის უარი, რუს ჯარისკაცებთან საბრძოლველად, უკრაინაში ევროპული ჯარების გაგზავნა გამორიცხოს, უკიდურესად საშიში და უპასუხისმგებლოა. მაკრონმა გასულ თვეში განაცხადა, რომ უკრაინაში საბრძოლველად ევროპული ჯარების გაგზავნაზე კონსენსუსი არ არსებობს, მაგრამ გამორიცხული არაფერი არ უნდა იყოს. თუმცა, შეერთებულმა შტატებმა და ალიანსის სხვა წევრებმა განაცხადეს, რომ ეს არ იგეგმება. მაკრონის […]
მოლდოვის დაზვერვა: კრემლი არჩევნებში ჩარევას და ევროკავშირში გაწევრიანების საბოტაჟს გეგმავს

მოლდოვის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის (SIS) ხელმძღვანელი ქვეყნის მოსახლეობას აფრთხილებს. ალექსანდრუ მუსტეატას განცხადებით, მოსკოვი არჩევნების წინ, ახალი ქმედებებით მოლდოვის დესტაბილიზაციას გეგმავს. მისი თქმით, რუსეთი მოლდოვის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში, ასევე, ევროკავშირში ინტეგრაციის გადამწყვეტ რეფერენდუმში ჩარევას აპირებს. 5 მარტს კიშინიოვში გამართულ პრესკონფერენციაზე, მუსტეატამ განაცხადა, რომ დაზვერვა ფლობს “გარკვეულ მონაცემებს” მიმდინარე და მომდევნო წელს დაგეგმილი ქმედებების შესახებ. […]
“არის რაღაც ნიშნები” – ზურაბიშვილი ოცნებისა და რუსეთის ინტერესების თანხვედრაზე

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში მედიის წარმომადგენლებს ხვდება და მათ კითხვებს პასუხობს. TV პირველის კითხვაზე, არსებობს თუ არა რუსეთისა და ქართულ ოცნების ინტერესებს შორის თანხვედრა, ზურაბიშვილი ამბობს, რომ ამის ნიშნები არის. “არის რაღაცა ნიშნები, მეც ყველგან, რაც არ უნდა მათ თქვან, რომ მე ვაბეზღებ საქართველოს და ოცნებას და ა.შ. ყველგან ვიცავ ერთ პრინციპს და ყველგან […]
ვარშავაში ფერმერების აქცია შეტაკებაში გადაიზარდა

ვარშავაში ფერმერების საპროტესტო აქცია შეტაკებაში გადაიზარდა. არიან დაკავებულები და დაშავებულები. როგორც პოლონური მედია წერს, არეულობა პოლონეთის სეიმის შენობასთან მოხდა. აქციის მონაწილეებმა პოლიციას სხვადასხვა საგანი დაუშინეს. საპასუხოდ, სამართალდამცველებმა ცრემლსადენი აირი გამოიყენეს. აქციის მონაწილეთა ნაწილი საკანონმდებლო ორგანოში შეჭრას შეეცადა. ისინი პოლიციელებმა შეაჩერეს. სამართალდამცავ უწყებაში აცხადებენ, რომ ყველაფერს აკეთებენ, რათა არეულობა ვარშავის სხვა უბნებშიც არ დაიწყოს. მათვე ცნობით, […]
მიხეილ სააკაშვილი EPP-ის კონგრესს – ეს წელი მრავალი თვალსაზრისით ევროპის დიდი ნაწილის ბედისთვის გადამწყვეტი იქნება – ყოყმანისა და თვითკმაყოფილების დრო არ არის, დროა ლიდერობის, ერთიანობის, გამბედაობისა და მონდომების

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ EPP-ის კონგრესზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გზავნილი გააჟღერა. როგორც მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერილში აღნიშნავს, იმ ვითარებაში, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი პუტინი მას პირად მტრად მიიჩნევს, მისთვის ევროპული სოლიდარობა ძალიან მნიშვნელოვანია. მიხეილ სააკაშვილმა თავის წერილში “ევროპის სახალხო პარტიას” მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ღირებულებებს, რომლებიც ევროპას განსაკუთრებულს ხდის, ასე […]