აშშ-ის ცენტრალური სარდლობა – კომერციულ გემზე ჰუსიტების თავდასხმის შედეგად, ეკიპაჟის 3 წევრი დაიღუპა და 4 დაშავდა

აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ იემენის ტერიტორიიდან სავაჭრო გემზე ჰუსიტების თავდასხმის შედეგად ეკიპაჟის სამი წევრი დაიღუპა და ოთხი დაშავდა. „ირანის მხარდაჭერილი ჰუსიტი ტერორისტების მიერ კონტროლირებადი იემენის ტერიტორიიდან, ბარბადოსის დროშის ქვეშ მცურავ და ლიბერიის კუთვნილ ხომალდ True Confidence-ის მიმართულებით ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტა ისროლეს, როდესაც ის ადენის ყურეში ტრანზიტით მოძრაობდა“, – აცხადებენ აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში. მათი განმარტებით, […]

რუსული მხარის ინფორმაციით, ტულის ოლქში უკრაინული დრონებით თავდასხმა განხორციელდა

ტულის ოლქის თავზე ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა, – ინფორმაციას რუსული მედია ტულის ოლქის რეგიონული უსაფრთხოების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. „6-7 მარტის ღამეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ტულის ოლქის თავზე ორი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს“, – ნათქვამია განცხადებაში. უწყებაში განმარტავენ, რომ წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმას ინფრასტრუქტურის ნგრევა და მსხვერპლი მოჰყოლია. შეგახსენებთ, რუსული მედია თითქმის […]

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრებას კატეგორიულად არ ურჩევს

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში მოგზაურობასთან დაკავშირებით რეკომენდაციები გაამკაცრა და საკუთარ მოქალაქეებს „კატეგორიულად“ არ ურჩევს რუსეთის ფედერაციაში გამგზავრებას. უწყებაში განმარტავენ, რომ ცვლილება განხორციელდა “სიტუაციის მუდმივი გაუარესებისა” და “თვითნებური დაპატიმრებების რაოდენობის ზრდის გამო”. ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განახლებულ რეკომენდაციებში ხაზგასმულია, რომ არსებობს თვითნებური დაპატიმრების რისკი როგორც გერმანიის მოქალაქეებისთვის, ასევე ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებისთვის. „ორმაგი მოქალაქეობის […]

ჯონ კირბი – აშშ შეეცდება დამატებით ვარიანტების ძებნას უკრაინის დასახმარებლად

შეერთებული შტატები შეეცდება დამატებით ვარიანტების ძებნას უკრაინის დასახმარებლად ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით,- ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. “გავაგრძელებთ კონგრესთან მუშაობას ამ დამატებითი დაფინანსების უზრუნველსაყოფად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია! ჩვენ ასევე ვმუშაობთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან შესაძლო წვლილის შესახებ. ეს არ ნიშნავს რომ ისინი არ აკეთებენ ამას – აკეთებენ, […]

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: “სიტი” და “რეალი” გავიდნენ – გასაძევებელი იყო თუ არა ვინისიუსი? [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგაზე ორი საპასუხო მერვედფინალური მატჩი გაიმართა და კიდევ ორი მეოთხედფინალისტი გამოვლინდა. „რეალს“ „ლაიფციგთან“ პირველი შეხვედრა 1:0 ჰქონდა მოგებული, სახლში კი მეტად დაძაბულ დაპირისპირებაში ფრედ, 1:1 ეთამაშა და გერმანული გუნდის ბარიერი გადალახა, რომელმაც სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია. ყოფილი მსაჯი ედუარდო იტურალდე გონსალესი მიიჩნევს, რომ ორბანთან უხეშობის გამო არბიტრს ვინისიუსი უნდა გაეძევებინა. „მანჩესტერ სიტიმ“ „კოპენჰაგენს“ საკუთარ მოედანზეც […]

ისრაელსა და ჰამასს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა

ოთხშაბათს ჩიხში შევიდა ისრაელსა და ჰამასს შორის (აშშ-ში, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული) მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტასა და მძევალთა გაცვლის შესახებ, იტყობინება Reuters-ი. ჰუმანიტარული კრიზისი ღაზის სექტორში, რომელსაც მოძრაობა ჰამასი მართავს, დასავლეთის წამყვანი ქვეყნების სულ უფრო მეტ შეშფოთებას იწვევს. პალესტინელების შუამავლები, კატარი და ეგვიპტე, მაგრამ არა ისრაელის მხრიდან შუამავლები, ცდილობენ უზრუნველყონ ცეცხლის შეწყვეტის 40-დღიანი […]

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: ფავორიტები გავიდნენ – “სიტი” ადვილად, “რეალი” კი დიდი ბრძოლის შედეგად

ჩემპიონთა ლიგაზე ორი საპასუხო მერვედფინალური მატჩი გაიმართა და კიდევ ორი მეოთხედფინალისტი გამოვლინდა. „რეალს“ „ლაიფციგთან“ პირველი შეხვედრა 1:0 ჰქონდა მოგებული, სახლში კი მეტად დაძაბულ დაპირისპირებაში ფრედ, 1:1 ეთამაშა და გერმანული გუნდის ბარიერი გადალახა, რომელმაც სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია. „მანჩესტერ სიტიმ“ „კოპენჰაგენს“ საკუთარ მოედანზეც სძლია, ისევ 3:1 და მეოთხედფინალში გავიდა. დანიური გუნდის განაცხადში ისევ არ იყო დავით ხოჭოლავა, […]

მარკესის შვილები მის ბოლო რომანს გამოსცემენ, რომლის გასაჯაროებაც მწერალს არ სურდა

გაბრიელ გარსია მარკესის შვილები მისი ბოლო ტექსტს გამოაქვეყნებენ, იმის მიუხედავად, რომ თავად მწერალმა მათ უთხრა, რომ წიგნი გაენადგურებინათ. BBC-სთან ინტერვიუში გაბრიელ გარსია მარკესის ერთ-ერთმა ვაჟმა გონსალომ წიგნის გამოქვეყნების გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. მისი თქმით, სიცოცხლის ბოლო პერიოდში გაბრიელ გარსია მარკესი არ იყო შესაბამის მდგომარეობაში, რომ ადეკვატურად განესაზღვრა ნამუშევრის ღირებულება და ის მხოლოდ ტექსტის ნაკლებს ხედავდა. შვილის სიტყვებით, […]

სავაჭრო გემზე ჰუსიტების თავდასხმას 2 ადამიანი ემსხვერპლა, სულ მცირე, 6 დაშავდა

როგორც აშშ-ს თანამდებობის პირებმა CNN-ს უთხრეს, ადენის ყურეში სავაჭრო ხომალდზე ჰუსიტების თავდასხმას ეკიპაჟის, სულ მცირე, ორი წევრი ემსხვერპლა. წითელ ზღვაში თავდასხმების დაწყების შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა პროირანული ტერორისტული ჯგუფმა თავიანთი თავდასხმით ადამიანები მოკლეს. თავდასხმა ადგილობრივი დროით დაახლოებით 11:30 საათზე მოხდა. ჰუსიტებმა ბალისტიკური რაკეტით M/V True Confidence-ზე, ლიბერიაში დარეგისტრირებულ ბარბადოსის დროშის მქონე სატვირთო გემზე, მიიტანეს […]

ჩაკვეტაძე საგოლე პასით დაბრუნდა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს [VIDEO]

ჩემპიონშიფის 36-ე ტურში „უოტფორდისა“ და „სუონსის“ დაპირისპირება 1:1 დასრულდა. მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც „მილუოლთან“ გასული ტურის მატჩი მუხლის ტკივილის გამო გამოტოვა, ტრავმირებული კენ სემას ნაცვლად 43-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, 45+1-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 57-ე წუთზე კი მისი პასით რაიან პორტეუსმა ანგარიში გაათანაბრა და „უოტფორდმა“ ორი წაგების შემდეგ ფრედ ითამაშა. ჩაკვეტაძის გარჯა flashscore-მა […]