ოპოზიცია ქვეყნის დაზიანებაში იხდის ფულს – თეა წულუკიანი

ისინი [ოპოზიცია] მხოლოდ საუბრით არიან დაკავებული. პრობლემა ის არის, რომ ამ საუბრისას და ცარიელი ლაპარაკისას მიზნად ისახავენ ქვეყნისთვის ზიანის მიყენებას, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. მისი თქმით, ისინი ფულს იხდიან ქვეყნის იმიჯის შელახვისთვის და სახელმწიფო ინტერესების დაზიანებისთვის. „ეს ჩვენ ვნახეთ ბევრი წლის წინ, როდესაც […]

იმედი მაქვს, პირველები ვიქნებით, ვინც ქართულ ფაგებს ევროპაში ექსპორტზე გაიტანს – “ბიოქიმფარმი”

ფაგების მწარმოებელი ადგილობრივმა კომპანია „ბიოქიმფარმის” გენერალური მენეჯერი იმედოვნებს, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში კომპანიის მიერ წარმოებული ფაგები პირველი იქნება, რომელიც ევროპაში ექსპორტზე გავა. ამის შესახებ რატი ღოლიჯაშვილმა BM.GE-ისთან განაცხადა. აღსანიშნია, რომ ფაგების მწარმოებელი ადგილობრივმა კომპანია „ბიოქიმფარმმა“, რომელიც თბილისში 1934 წლიდან ფუნქციონირებს, GMP სერტიფიკატი გასულ წელს მიიღო. ბიოქიმფარმის დამფუძნებელი ამბობს, რომ ეს იყო მთავარი ბარიერი ევროპის ბაზარზე ქართული […]

„პირველ რიგში ღვინის ხარისხზეა სამუშაო“ – მეღვინე

ბიო-ორგანული მეურნეობა „ფაფრის ველის“ დამფუძნებლის შეფასებით, ქართული ღვინის 80% რუსულ ბაზარზე გაიყიდა, ამიტომ მისი თქმით, „სერიოზული სამუშაოა გასატარებელი“. ამის შესახებ შალვა ქურდაძემ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული 2024 წლის იანვარ-თებერვალში ღვინის ექსპორტის დადებითი მაჩვენებლების შეფასებისას “საქმის კურსში” ისაუბრა. მეღვინე თვლის, რომ ბაზრების დივერსიფიცირება პირველ რიგში მეწარმის სოციალური პასუხისმგებლობაა. „გლობალურად თუ შევხედავთ, საშუალოდ წლიურად 66% იყო […]

დროა: დავით ხიდაშელი აფხაზეთის მარიონეტებს ესაუბრებოდა, ვოლსკის მათი პოზიციები გააცნო

პარტია დროა წერს, რომ რუსეთთან კავშირის მქონე ბიზნესმენი, დავით ხიდაშელი ქართული ოცნების დეპუტატსა და პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, გია ვოლსკის ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის პოზიციებს აცნობდა. ხიდაშელისა და ვოლსკის შეხვედრა საქართველოს პარლამენტის გვერდზე მდებარე კაფე მელოგრანოში შედგა, რისი დამადასტურებელი ფოტო-ვიდეომასალა დროამ გამოაქვეყნა, თუმცა, თავად დიალოგის შინაარსს, პარტია ციტირებს. როგორც დროაში ირწმუნებიან, მათმა წარმომადგენლებმა გაიგეს ხიდაშელისა […]

ქართული პრესის მიმოხილვა 07.03.2024

პრეზიდენტ ზურაბიშვილისა და “ოცნების” დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება – სადამდე მივა პროცესი დასავლეთის დახმარების მოლოდინში კიევისთვის სიტუაცია ფრონტზე მძიმდება – “დრო უკრაინელებისთვის სიცოცხლის ფასი ჯდება” კვარტალური სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ 2024 წლის მარტის N1 (289) ნომრის მიმოხილვა * * * პრეზიდენტ ზურაბიშვილისა და “ოცნების” დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება – სადამდე მივა პროცესი “პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და […]

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ღაზაში ომი კაცობრიობის ტრაგედია და ცივილიზაციის სირცხვილია

ღაზაში ომი კაცობრიობის ტრაგედია და ცივილიზაციის სირცხვილია, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იიმ განაცხადა. მისი თქმით, მხარს უჭერენ პალესტინას, რათა გაერო-ს ოფიციალური წევრი გახდეს. “პალესტინელი ხალხის დიდი ხნის ოცნების, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო შექმნან, გვერდის ავლა აღარ შეიძლება და ის ისტორიული უსამართლობა, რომელსაც პალესტინელი ხალხი განიცდის, გამოსწორების გარეშე ვერ გაგრძელდება“, – განაცხადა ვანგ […]

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

დღეს, 7 მარტს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის და საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა ქუჩის მოსახლეობას. კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნადიკვარის ქუჩის მოსახლეობას. ისნის რაიონი ქსელში გადართვების გამო […]

მსხვერპლი მოჰყვა სატვირთო გემზე იემენელი ჰუთების თავდასხმას

3 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 4 დაიჭრა სატვირთო გემზე მეამბოხე ჰუთების თავდასხმის შედეგად. ბარბადოსის დროშით მცურავ, ლიბერიის კუთვნილ გემზე True Confidence სარაკეტო შეტევა 6 მარტს განხორციელდა. თავდასხმის დროს გემი იემენის ქალაქ ადენის სანაპიროდან 93 კილომეტრში იმყოფებოდა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ეკიპაჟისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ, რომელიც ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ოპერაციებს […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 მარტს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში – სიონი, ორხევი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში, მამკოდაში, სოფელ გლდანში, ლელუბანსა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 […]

საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.