თინა ხიდაშელი – ბოლო 3-4 წელია თანაბრად, ყველა ქვეყანა უკვე საუბრობს რუსულ და ჩინეთის საფრთხეებზე არჩევნებში ჩარევის თვალსაზრისით

ბოლო 3-4 წელია თანაბრად, ყველა ქვეყანა უკვე საუბრობს რუსულ და ჩინეთის საფრთხეებზე არჩევნებში ჩარევის თვალსაზრისით – ნებისმიერი სენტენციები, დემაგოგია მიმართული იმისკენ, რომ ტოლობის ნიშანი დაისვას მეგობრებს, ვირტუალურ და ნამდვილ პარტნიორებს შორის, დამაზიანებელია, – ამის შესახებ ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე თინა ხიდაშელმა „რონდელის უსაფრთხოების კონფერენციის“ ფარგლებში ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, როდესაც ყველას თვალი აეხილა უკრაინაში რუსეთის […]
მოლდოვის ავტონომიური რეგიონის, გაგაუზიის ხელმძღვანელი ვლადიმერ პუტინს შეხვდა

მოლდოვის ავტონომიური რეგიონის, გაგაუზიის ხელმძღვანელი ვლადიმერ პუტინს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გაგაუზიის ხელმძღვანელი, ევგენია გუცული ავრცელებს. „ვლადიმერ პუტინს მოლდოვის ხელისუფლების უკანონო ქმედებების შესახებ ვაცნობე, რომელიც ჩვენი სამოქალაქო პოზიციისა და ეროვნული ინტერესების ერთგულებისთვის ჩვენზე შურისძიებას ახორციელებს“, – წერს გუცული „ტელეგრამის“ არხზე. ევგენია გუცულმა აღნიშნა, რომ გაგაუზიის უფლებების დასაცავად პუტინი მას მხარდაჭერას დაჰპირდა. „კიშინიოვი უფლებებს ეტაპობრივად […]
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის – „ქალთა ტექ ჰაბი“ წარდგენა გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროექტის – „გენდერული მრავალფეროვნების გაძლიერება ინჟინერიაში – ქალთა ტექ ჰაბი“ (Advancing Gender Diversity in Engineering – The Women’s Tech Hub) საჯარო წარდგენა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა და აღნიშნა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შემუშავებულმა პროექტმა – „გენდერული მრავალფეროვნების გაძლიერება ინჟინერიაში […]
საკრებულოში თბილისის რამდენიმე ქუჩისთვის გამოჩენილი ქართველი ქალების სახელების მინიჭების საკითხი განიხილეს

თბილისის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე უძღვებოდა. საკრებულოს ინფორმაციით, კომისიის წევრებმა დედაქალაქში არსებული უსახელო ქუჩებისთვის, შესახვევებსა და სკვერისთვის იმ დამსახურებული მოღვაწე ქალების სახელების მინიჭების თაობაზე იმსჯელეს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ქვეყნის საზოგადოებრივი ცხოვრებისა და კულტურის განვითარებაში. მათ შორის, კომისიის წევრებმა ჩუღურეთის რაიონში მდებარე ხევისთვის საქართველოს სახალხო არტისტის თამარ […]
საჯარო სკოლებში ხვალიდან საგაზაფხულო არდადეგები იწყება

საქართველოს საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები იწყება.როგორც განათლების სამინისტროში განაცხადეს, მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები 8 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით დაისვენებენ. ამასთან, საჯარო სკოლებში სწავლის დაწყებისა და დასრულების თარიღები მინისტრის ბრძანებით არის განსაზღვრული და სასწავლო წელი 15 სექტემბრიდან 15 ივნისის ჩათვლით გრძელდება.
სელფი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერია

სელფი, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მლნ. აბონენტს ემსახურება, გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი გახდა. ქალთა გაძლიერების 7 პრინციპი საერთაშორისო ინსტრუმენტია, რომელიც შექმნილია გაეროს ქალთა ორგანიზაციის და გაეროს გლობალური შეთანხმების მიერ და წარმოადგენს ერთგვარ გზამკვლევს იმ კერძო კომპანიებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავენ ქალების გაძლიერებას სამუშაო ადგილზე, ბაზარზე, ზოგადად საზოგადოებაში. კორპორაციული მდგრადობა სელფის განუყოფელი ნაწილია […]
იაგო ხვიჩია საკუთარ ოფისში სცემეს

პარტია „გირჩის“ ლიდერს, იაგო ხვიჩიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შემთხვევა პარტიის ოფისში მოხდა: „ადამიანი მოვიდა ოფისში, რომლის ძმაც ჩვენ დავტოვეთ ჯარიდან თავის დროზე, „ბიბლური თავისუფლების“ დახმარებით. შემდეგ ეს ძმა წავიდა ამერიკაში. ახლა მეორე ძმამ, მამა შალვას და მისი ძმაკაცების პროპაგანდიდან გამომდინარე, გადაწყვიტა, რომ მისი ძმა ჩვენ სატანას ვაზიარეთ. ოფისში მოვიდა, თანამშრომლებს აყენებდა შეურაცხყოფას. ჩავერიე და მისი […]
კედელზე უამრავი მონიტორი, თითქმის უწყვეტად გაბმული სატელეფონო ზარი – ოთახი, რომელიც ჯერ არ გინახავთ

“ენერგო-პრო ჯორჯიას” ცენტრალური სადისპეტჩერო, კომპანიის თანამშრომლების გარდა, თითქმის არავის უნახავს. აქ უცხო პირი ვერ მოხვდება. Youtube – ზე, გადაცემა “ENERGO მეტრის” მეორე ეპიზოდი დაიდო, სადაც ზოგადად ენერგეტიკის დარგში სადისპეტჩეროს და დისპეტჩერების როლზე საუბრობენ. კომპანიის მთავარი დისპეტჩერი გვიყვება ამბებს, რომელსაც ვერსად მოისმენთ. “ჩვენ, ენერგეტიკის დისპეტჩერებს, ბევრი საუბარი არ გვიყვარს, თითქმის 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ“ – ამბობენ […]
ქიმწმენდის ობიექტების ფუნქციონირებისთვის ახალი რეგლამენტი ძალაში 2024 წლის სექტემბრიდან შევა

ქიმწმენდის ობიექტების ფუნქციონირებისთვის, ახალი ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცდა, რომელიც ძალაში 2024 წლის სექტემბერში შევა. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „ქიმწმენდის ობიექტების ფუნქციონირებისთვის, ახალი ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცდა. ცვლილების მიხედვით, აკრძალულია ქიმწმენდის ობიექტების საცხოვრებელ, სამედიცინო, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულების შენობებში განთავსება. განსაზღვრულია მათგან დაშორების მინიმალური მანძილიც – დიდი ქიმწმენდებისთვის, მინიმუმ, 100 მეტრი, მინი ქიმწმენდებისთვის კი – მინიმუმ, […]
ბაზისბანკის მხარდაჭერით დეველოპერი 22-ის საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა

ბაზისბანკის მხარდაჭერით დეველოპერი 22-ის საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა წარმატებით დასრულდა. კორპუსი მდებარეობს სამგორის რაიონში, ქინძმარაულის ქ. #5-ში და გამოირჩევა მშენებლობის უმაღლესი ხარისხით და მყუდრო ადგილმდებარეობით. 12-სართულიანი საცხოვრებელი სახლი მშვიდ საცხოვრებელ გარემოს ქმნის. კორპუსის მობინადრეები ისარგებლებენ კეთილმოწყობილი ტერიტორიით და გამართული ინფრასტრუქტურით, მათ შორის გარე ავტო ფარეხებით. დეველოპერული კომპანია გამოირჩევა წარმატებული გამოცდილებით ქართულ სამშენებლო ბაზარზე, მის პორტფელშია მრავალი […]