ბალოტელი არ ჩერდება – არველაძის გუნდის დამარცხების შემდეგ გასახდელში მომხდარი სახალისო ამბავი ინტერნეტს იპყრობს [VIDEO]

ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი მარიო ბალოტელი თავის თავს არ ღალატობს. თურქეთის სუპერლიგის 28-ე ტურში მისმა “ადანა დემირსპორმა” შოთა არველაძის “კარაგუმრუკი” 1:0 დაამარცხა და ერთადერთი გოლი პენალტის ნიშნულიდან სწორედ 33 წლის თავდამსხმელმა გაიტანა. მატჩის შემდეგ “სუპერმარიო” შესანიშნავ ხასიათზე გახლდათ და გასახდელში თანაგუნდელებს გაეხუმრა, გავრცელებული ვიდეო კი ინტერნეტს იპყრობს. ბალოტელიმ მოულოდნელად ასაფეთქებელი გადააგდო, რაც ვერავინ შეამჩნია და აფეთქების […]

მოსახლეობამ არაერთხელ გამოთქვა წუხილი საცხოვრებელში განთავსებული ქიმწმენდების რისკებზე – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, თამარ გაბუნია ქიმწმენდების რეგულირებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნებით ხსნის. როგორც გაბუნია ახალ რეგლამენტთან დაკავშირებით განმარტავს, მოსახლეობის მხრიდან არაერთხელ გამოითქვა წუხილი საცხოვრებელ შენობებში განთავსებულ ქიმწმენდებთან დაკავშირებით. „ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება შექმნის უსაფრთხოების ჩარჩოს როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე მოსახლეობისთვის და ამ გზით შევძლებთ, სწორად განვითარდეს ეს პრაქტიკა. გასაგებია, რომ ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული რისკი შეიძლება მაღალი იყოს, […]

“ეშმაკის საქმეს აკეთებთო – მომარტყა ცხვირში” – იაგო ხვიჩია

“გირჩის” წევრის, იაგო ხვიჩიასა და ერთ-ერთ მოქალაქეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დეპუტატს სამედიცინო დახმარება დაჭირდა. ხვიჩია ჰყვება, რომ მოქალაქე “გირჩის” ოფისში მივიდა და გამოთქვა უკმაყოფილება “ბიბლიური თავისუფლების” საქმიანობასთან დაკავშირებით, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. “გუშინ მოვიდა ერთი ახალგაზრდა ბიჭი, არც სახელი ვიცი მისი და არც გვარი. ჯარის საბუთი რატომ მიეცით ჩემს ძმასო, თქვენო ეშმაკის საქმეს აკეთებთო, თუ […]

7 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადების დღეა

7 მარტი – საქართველოს ეროვნული გმირის – ჟიული შარტავას დაბადების დღეა ჟიული შარტავა 1944 წლის 7 მარტს, სენაკში დაიბადა. სწავლობდა სენაკის მეორე საშუალო სკოლაში. 1966 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი. 1973 წელს სწავლობდა ასპირანტურაში ტექნიკური კიბერნეტიკის სპეციალობით. ეკავა კომკავშირული და პარტიული თანამდებობები თბილისსა და რუსთავში. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს წევრი. […]

ხვალიდან საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები იწყება

საქართველოს საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები იწყება.როგორც განათლების სამინისტროში განაცხადეს, მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები 8 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით დაისვენებენ. ამასთან, საჯარო სკოლებში სწავლის დაწყებისა და დასრულების თარიღები მინისტრის ბრძანებით არის განსაზღვრული და სასწავლო წელი 15 სექტემბრიდან 15 ივნისის ჩათვლით გრძელდება.

„ხალხის ძალა” „არაევროპულად” კვლავ თავის მოსახლეობის გვერდში დარჩება და დიახ, თავის არჩევანს საქართველოს სასარგებლოდ გააკეთებს

„მოკლედ, ნაცების მესამე პრეზიდენტი თხრის ყველგან, სადაც არ უნდა გათხაროს და ასეთი უნარ-ჩვევებით შემოდგომაზე უმუშევარი არ დარჩება – კარგი მთხრელი ყველას სჭირდება. ჟურნალისტებთან გუშინდელ შეხვედრაზე მან საქართველოში ევროპაც ამოთხარა და – „არაევროპაც“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ტრადიციულად, ქართული საზოგადოების საწინააღმდეგო პოზიცია […]

იოჰანესონი: საქართველოში ბევრი გამოწვევაა, თუ ვიმოქმედებთ ერთად, ყველა მოგებული დავრჩებით

“საქართველო ბევრი გამოწვევის წინაშეა, მაგრამ გაქვთ შესაძლებლობებიც და თუ ვიმოქმედებთ, მოგებულები დავრჩებით” – ამის შესახებ ისლანდიის პრეზიდენტმა გუდნი იოჰანესონმა რონდელის ფონდის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. საქართველოში ვიზიტით მყოფი ისლანდიის პრეზიდენტი გუშინ საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა, სადაც ნახა რუსული ოკუპაციის შედეგები და ხაზი გაუსვა, რომ მხარს უჭერს როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და აღნიშნა, […]

სერგო ჩიხლაძე – მინდა კითხვა დავუსვა ქალბატონ პრეზიდენტს – მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლო სამართლიანია სააკაშვილის მიმართ და მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იყო უსამართლო? – არ შეიძლება ორმაგი სტანდარტებით ცხოვრება

მინდა კითხვა დავუსვა ქალბატონ პრეზიდენტს – მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლო არის სამართლიანი [მიხეილ] სააკაშვილის მიმართ და მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იყო უსამართლო? არ შეიძლება ორმაგი სტანდარტებით ცხოვრება, მაშინ, როდესაც ქვეყანას წარმოადგენთ,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა. მისივე განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი „ხშირ […]

პაატა მანჯგალაძე – არჩევნებში ჩვენ 40%-მდე ავიღებთ, თუ 10%-ს ნიკა მელია და ნიკა გვარამია აიღებენ, მოვსულვართ ხელისუფლებაში

„სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, არჩევნებში ისინი 40%-მდე აიღებენ. „ჩვენ ავიღებთ 40%-მდე, თუ 10%-ს ეგენიც [ნიკა მელია და ნიკა გვარამია] აიღებენ, მოვსულვართ ხელისუფლებაში, მადლობა მათ. 40%-მდე რომ ავიღებთ იქიდან ვიცი, რომ 2018 წელს გიორგი ვაშაძემ „ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად აიღო 40% და ახლაც მინიმუმ ასე ავიღებთ”,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ. რაც შეეხება კითხვას, რომ მსგავსი შედეგი […]

კახა გოგოლაშვილი – საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის დასკვნას და ევროკავშირის მოთხოვნებს – მიდგომა, რითაც ცვლილებები განხორციელდა, საფრთხეა დემოკრატიისთვის

„რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის, კახა გოგოლაშვილის განცხადებით, საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები ეწინააღმდეგება როგორც ვენეციის კომისიის დასკვნას, ისე ევროკავშირის მოთხოვნებს. როგორც გოგოლაშვილმა „რონდელის უსაფრთხოების კონფერენციის” ფარგლებში ჟურნალისტებს განუცხადა, მიდგომა, რითაც აღნიშნული ცვლილებები განხორციელდა, არა მარტო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კონტექსტშია დამაზიანებელი, არამედ, მთლიანად დემოკრატიისთვისაა საფრთხე. „ცვლილებები, რაც განხორციელდა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და ევროკავშირის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება. […]