საკმარისზე მეტი გავატარეთ და კმარა ეს ფარისევლობა – ვატო შაქარიშვილი

საზოგადოებრივი მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, მსჯავრდებული და ბრალდებული, ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი 24 თებერვალს გერმანიაში, ბუნდესტაგში იმყოფებოდა. როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, ფაქტი ერთია, რომ უკრაინა არის მტრულად განწყობილი ქვეყანა, რომელიც შეურაცხყოფას გვაყენებს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, მის მართლმსაჯულებას და მთლიანად ქართველ ხალხს. შაქარიშვილის თქმით, უნდა აღიარონ, რომ […]

“არანაირი ანტიდასავლური, პრორუსული იდეა არ გაუჟღერებია” – ვოლსკი ხიდაშელთან შეხვედრაზე

დროას მიერ გავრცელებული კადრების შემდეგ პარლამენტის ვიცე-სპიკერი და ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი ამბობს, რომ რუსეთში მცხოვრებ ბიზნესმენს დავით ხიდაშელს მასთან შეხვედრაზე “არანაირი ანტიდასავლური, პრორუსული და მითუმეტეს ანტიქართული იდეა არ გაუჟღერებია”. ცოტა ხნის წინ პარტიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხიდაშელი ვოლსკის აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან კონფედერაციაზე ესაუბრებოდა, ასევე ოკუპირებულ აფხაზეთში ტვირთების შეტანასა და ბიზნეს ურთიერთობებზე, აფხაზეთის […]

ბაზისბანკის მხარდაჭერით დეველოპერი 22-ის საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა

ბაზისბანკის მხარდაჭერით დეველოპერი 22-ის საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა წარმატებით დასრულდა. კორპუსი მდებარეობს სამგორის რაიონში, ქინძმარაულის ქ. #5-ში და გამოირჩევა მშენებლობის უმაღლესი ხარისხით და მყუდრო ადგილმდებარეობით. 12-სართულიანი საცხოვრებელი სახლი მშვიდ საცხოვრებელ გარემოს ქმნის. კორპუსის მობინადრეები ისარგებლებენ კეთილმოწყობილი ტერიტორიით და გამართული ინფრასტრუქტურით, მათ შორის გარე ავტო ფარეხებით. დეველოპერული კომპანია გამოირჩევა წარმატებული გამოცდილებით ქართულ სამშენებლო ბაზარზე, მის პორტფელშია მრავალი […]

იაგო ხვიჩიას ინფორმაციით, „გირჩის“ ოფისში მისულმა პირმა, რომელიც პარტიის თანამშრომლებს შეურაცხყოფას აყენებდა, ხელი დაარტყა

„გირჩის“ დეპუტატის, იაგო ხვიჩიას ინფორმაციით, ხელი დაარტყეს. შემთხვევა „გირჩის“ ოფისში გუშინ მოხდა. როგორც ხვიჩია ჰყვება, კონკრეტული პირი ოფისში მივიდა და თანამშრომლებს შეურაცხყოფას აყენებდა, რაშიც ის ჩაერია და მისი „მოქნეული ხელი მოხვდა“. ხვიჩია აღნიშნულს „ქართული ოცნების“ და საპატრიარქოს პროპაგანდას“ უკავშირებს და აცხადებს, რომ გამოძიებასთან არ ითანამშრომლებს. „ეს ყველაფერი გამოწვეულია „ქართული ოცნებისა“ და საპატრიარქოს ბინძური პროპაგანდით. ადამიანი […]

გია ვოლსკი დავით ხიდაშელთან შეხვედრაზე – ხიდაშელს არც ანტიდასავლური, არც პრორუსული და მითუმეტეს, არც ანტიქართული იდეა არ გამოუმჟღავნებია

დავით ხიდაშელს არც ანტიდასავლური, არც პრორუსული და მითუმეტეს, არც ანტიქართული იდეა არ გამოუმჟღავნებია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გუშინ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ის დავით ხიდაშელს შეხვდა. მისივე თქმით, ბევრი რამ განაპირობა თვითონ დავით ხიდაშელის მიმართ დამოკიდებულებამ, რადგან ის იყო ადამიანი, რომელმაც ამხილა ის, რომ “მიხეილ სააკაშვილმა ტერიტორიები გაასხვისა და […]

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ „ემბავუდ ჯორჯიასთან“ პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, ავეჯით ვაჭრობის სექტორში, მომხმარებლის სასარგებლოდშპს „ემბავუდ ჯორჯიასთან“ პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს. „სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, მოვაჭრეს დაევალა: გამოასწოროს კომპანიის შიდა პოლიტიკა და კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს, მომხმარებელს ქართულ ენაზე – მკაფიოდ, გასაგებად და […]

ჯაბა სამუშიამ გამომცემლობებთან თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა, ჯაბა სამუშიამ თსუ-ში წიგნის მაღაზიების დიდი ქსელის შექმნაზე და ამ ქსელში თსუ გამომცემლობის გარდა სხვა გამომცემლობების წიგნების შეტანაზე ღონისძიებაზე ისაუბრა, რომელზეც ხუთ გამომცემლობასთან თანამშრომლების მემორანდუმები გაფორმდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს. „საუნივერსიტეტო მაღაზიის ქსელში – „უნივერსიტეტის წიგნი“ გაიყიდება სახელმძღვანელოები, მხატვრული ლიტერატურა და სხვა ჟანრის გამოცემები. ცხადია, ეს გამოცემები დააკმაყოფილებს გარკვეულ […]

სერგო ჩიხლაძე მდინარაძეს – რატომ ცრუობთ, რომ თურმე ივანიშვილის მმართველობის პერიოდში საქართველოს უფრო მეტი მოქალაქე შემოვიდა, ვიდრე გავიდა? რუსეთის და სხვა ქვეყნის მოქალაქეები რომ შემოვიდნენ, ამით დააბალანსეთ ჯამი?

ბატონო მამუკა [მდინარაძე], რატომ ცრუობთ, რომ თურმე ივანიშვილის მმართველობის პერიოდში საქართველოს უფრო მეტი მოქალაქე შემოვიდა, ვიდრე გავიდა? საკუთარი სტატისტიკის სამსახურის გვერდზე გიდევთ მონაცემები, სადაც „ექსელის“ ფაილებში დაჯამებულია რომ საქართველო იცლება ქართველებისგან, თქვენ როგორ აჯამებთ? რუსეთის და სხვა ქვეყნის მოქალაქეები რომ შემოვიდნენ, ამით დააბალანსეთ ჯამი? – ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ საგარეო მდივანმა სერო ჩიხლაძემ „ქართული ოცნების“ […]

გია ვოლსკი – ოპოზიციაში ყველას ერთი მშობელი დედა ჰყავს, რომელიც „ნაცმოძრაობაა“ – ეს ადამიანები ცხვრის ქურქსაც ვერ იცვამენ, არ ერგებათ

ოპოზიციაში ყველას ერთი მშობელი დედა ჰყავს, რომელიც „ნაცმოძრაობაა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას ოპოზიციის გადაჯგუფებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, სხვა პარტიები “ნაციონალური მოძრაობისგან” არაფრით განსხვავებულები არ არიან არც სტრატეგიაში და არც სამომავლო ხედვებში. “პოლიტიკური სუბიექტები ჩვენი საზოგადოების ინტელექტუალურ დონეს, განვითარებასა და პოლიტიკურ კულტურას, გამოცდილებას თუ ცოდნას ძალიან ჩამორჩნენ. ეს […]

ფოთის მერია, წელს პირველად, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიას ორი მიმართულებით გასცემს

ფოთის მერიის ინფორმაციით, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიაზე განაცხადების მიღება დაიწყო. მათივე ცნობით, წელს პირველად, განაცხადები მიიღება და სტიპენდია 2 მიმართულებით გაიცემა. „უკვე ტრადიციულად, ყველა ფოთელი სტუდენტისთვის, რომელიც სწავლობს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული, ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი და მეორე საფეხურის პროგრამებზე – 30 სტუდენტი გახდება სტიპენდიატი. და სიახლე – სტიპენდია გაიცემა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული, […]