ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა სოფლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა და მიმდინარე პროექტებს გაეცნო

გორის მუნიციპალიტეტის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა სოფლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა და მიმდინარე პროექტებს ადგილზე გაეცნო. ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის მერი არაშენდაში, ფხვენისში, საქაშეთის დევნილთა დასახლებაში, ქიწნისის მეურნეობაში, ბროწლეთსა და ტყვიავში იმყოფებოდა. „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და გორის მერიის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, სოფლებში როგორც სოფლამდე მისასვლელი გზების, ასევე შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. […]
5 ძირითადი საფრთხე – ქვეყანაში რუსული პროპაგანდა უკონტროლოდ ვრცელდება – MDF-ის ანგარიში

ქვეყანაში რუსული პროპაგანდა უკონტროლოდ ვრცელდება – “მედიის განვითარების ფონდმა” მწვავე ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი 2022 წელს არსებულ ვითარებას ასახავს. კრიტიკულ ანგარიშში ცალკე თავი აქვს დათმობილი იმ ანტიდასავლურ განწყობებს, რომლებიც ევროკავშირისკენ მიმავალ ქვეყანაში საეჭვოდ გაღრმავდა. მათ შორის საუბარია ხელისუფლების დამხარე ძალის, “ხალხის ძალის” განცხადებების შესახებაც და ხელისუფლების რიტორიტიკა – მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე. ვრცლად, გაეცანით MDF-ის ახალ […]
რუსეთის რა დავალებით ჩამოვიდა დავით ხიდაშელი საქართველოში? – სამადაშვილი

“ლელო საქართველოსთვის” წევრი, სალომე სამადაშვილი დავით ხიდაშელის და გია ვოლსკის შეხვედრას და საუბარს ეხმაურება და მედიასთან ამბობს: “ჩვენ გვახსოვს, რომ აღნიშნულმა პიროვნებამ წინა არჩევნებზე ითამაშა რუსეთის დავალებით გარკვეული როლი, როდესაც მოიგონეს რაღაც კამპანია გარეჯთან დაკავშირებით და ამ კამპანიის წარმოებაში დაეხმარა “ქართულ ოცნებას”. მე ვფიქრობ, რომ ის ამჯერადაც ჩამოსულია კონკრეტული დავალებებით რუსეთიდან, თუ რა შეიძლება გააკეთოს […]
პაპუაშვილი: ქართველი ხალხის ინტერესშია, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდეთ პარლამენტში

ჩვენ ვემზადებით იმისთვის, რომ ავიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა და ვემზადევით ქართველი ხალხის ინტერესიდან გამომდინარე. დღეს ქართველი ხალხის ინტერესშია, რომ ქართული ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდეს პარლამენტში, ორი მიზეზის გამო – პირველ რიგში, აქედანვე უკვე ჩანს, რომ ნაციონალური მოძრაობა და მისი კლონები ბოიკოტს გამოუცხადებენ არჩევნების შედეგებს და არ აღიარებენ, ისევე როგორც არ აღიარეს 2012-ის, 2016-ის, 2020 წლის არჩევნები […]
აშშ-ს არმიის ყოფილ თანამშრომელს გასაცნობ საიტზე საიდუმლო ინფორმაციის გამხელა ედება ბრალად

აშშ-ში შეიარაღებული ძალების ყოფილ თანამშრომელს, 63 წლის ვიცე-კოლონელ დეივიდ ფრანკლინ სლეიტერს, ეროვნული უსაფრთხოების შესახებ სენსიტიური ინფორმაციის არალეგალურად გამხელა ედება ბრალად. ბრალდების მხარის თქმით, მან ინფორმაცია უცხოურ გასაცნობ ვებსაიტზე უცნობ პირს გაუზიარა, რომელიც ამტკიცებდა, რომ უკრაინაში მცხოვრები ქალი იყო. სასამართლოს დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ სლეიტერმა რუსეთის შესახებ პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტები გაგზავნა. მას ბოლო თანამდებობა სამხედრო-საჰაერო ძალების სამოქალაქო […]
ამორალურობის პროპაგანდის აკრძალვაზე რატომ დუმხართ?! – თამთა მეგრელიშვილი მამუკა ხაზარაძეს
ამორალურობის პროპაგანდის აკრძალვაზე რატომ დუმხართ?! – თამთა მეგრელიშვილი მამუკა ხაზარაძეს „ბატონო მამუკა, სასამართლოს მიერ ბანკირობიდან თაღლითად გამოცხადდით, ახლა პოლიტიკოსობანას გვეთამაშებით და პოლიტიკური დღის წესრიგიდან შეუფასებლად თითქმის საკითხს არ ტოვებთ და ამორალურობის პროპაგანდის აკრძალვაზე რატომ დუმხართ?! რამე თქვით“, – ასე მიმართავს სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძეს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, ინიციატივაზე – სამართლებრივად დარეგულირდეს ლგბტ პროპაგანდა. […]
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე კიბერუსაფრთხოების პლატფორმაზე იმსჯელეს

კიბერუსაფრთხოების მოქმედი ეროვნული სტრატეგია, მარეგულირებელი ჩარჩო და კანონი ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლების შეხვედრის მთავარი საკითხები. შეხვედრას ესწრებოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე, ციფრული მმართველობის სააგენტოს ხელმძღვანელი დავით ნადირაშვილი და უწყების სხვა წარმომადგენლები რომლებმაც განსაკუთრებული ყურადღება კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე გაამახვილეს. შეხვედრის ფარგლებში, ციფრული მმართველობის […]
ტუხელი “ბარსელონას” ჩაბარებას არ გეგმავს – მას ამის სამი მიზეზი აქვს

Goal-ის ინფორმაციით, “ბაიერნის” ამჟამინდელი თავკაცი ტომას ტუხელი “ბარსელონას” ჩაბარებას არ გეგმავს. მოგეხსენებათ, “ბლაუგრანას” მიმდინარე სეზონის შემდეგ მთავარი მწვრთნელი ხავი დატოვებს და კატალონიელები ერთ-ერთ კანდიდატად სწორედ გერმანელს განიხილავენ. ტუხელს “ბლაუგრანასთვის” უარის თქმის სამი მიზეზი აქვს. მას ესპანური ენის პრობლემა აქვს, ასევე “ბარსელონაში” არასტაბილური სიტუაციაა და თანაც, 50 წლის სპეციალისტს პრემიერ ლიგაში დაბრუნება სურს. ტუხელის მიზანია, რომ […]
10-წლიანი მორატორიუმი სრულდება – მცხეთის საკრებულომ გენგეგმის კონცეფციის I ეტაპი დაამტკიცა

29 თებერვალს მცხეთის საკრებულომ გენგეგმის კონცეფციის პირველი ეტაპი დაასრულა – ამის შესახებ bm.ge-ის მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში განუცხადეს. მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მუნიციპალიტეტს ეს დოკუმენტი ჯერ კიდევ არ დაუმტკიცებია. მცხეთის გენგეგმაზე “აქოლისი” მუშაობდა, რომელთანაც 1.8 მლნ ლარის ღირებულების ხელშეკრულება 2019 წელს გაფორმდა. bm.ge უშედეგოდ ცდილობს, მოიპოვოს დოკუმენტი, რომელიც […]
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Lion Development თბილისში მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის აქტიური მხარდამჭერი, დეველოპერული სექტორის ხელშეწყობას განაგრძობს. ამჯერად, ბანკთან თანამშრომლობით, კომპანია Lion Development ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონში, 6 853 კვადრატულ მეტრ ფართობზე, მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 12 000 000 აშშ დოლარია, რომლის 40%-ს საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია შეადგენს. პროექტში, საცხოვრებელ და საოფისე სივრცეებთან ერთად, რეკრეაციული, მწვანე სივრცეები, პარკინგი და […]