დაიბრუნეთ თანხის 30% შერჩეულ ობიექტებში თიბისი კონცეპტის მასტერქარდ ბარათით გადახდისას (რ)

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს, 7-დან 10 მარტის ჩათვლით, შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ 30%-იანი ფასდაკლებით BOSS-ის, ZEGNA-ს, HUGO-ს, GARDEROBE-ის, Paul & Shark-ის და Gentlemen-ის ქსელურ მაღაზიებში. თიბისი კონცეპტის Mastercard ბარათით გადახდის შემთხვევაში, მომხმარებელს ანგარიშზე თანხის 30%, ჯამში მაქსიმუმ 500 ლარი დაუბრუნდება. მარტის თვის განმავლობაში, თიბისი კონცეპტი მომხმარებელს არაერთ საინტერესო სიახლესა და შეთავაზებას ჰპირდება. შეთავაზებები მოიცავს როგორც შოპინგის, ისე […]
არეგ კოჩინიანი – სომხეთში მენტალიტეტის რევოლუციაა – სომხეთის მომავალი ევროატლანტიკური ინტეგრაციაა

სომხეთში მენტალიტეტის რევოლუციაა, ჩვენ დე ფაქტო უკვე დავტოვეთ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, ეს მხოლოდ დასაწყისია, სომხეთის მომავალი ევროატლანტიკური ინტეგრაციაა, – ამის შესახებ „უსაფრთხოების პოლიტიკის კვლევითი ცენტრის“ პრეზიდენტმა, არეგ კოჩინიანმა თბილისში, რონდელის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, როდესაც მან უპასუხა კითხვას, რამდენად შორს შეიძლება წავიდეს სომხეთი რუსეთისგან განცალკევების კუთხით. „თუკი 2017 წელს სოციალურ გამოკითხვებში გამოკითხულთა 80%-ზე მეტი პასუხობდა, […]
შალვა პაპუაშვილი – როდესაც მაგალითად გვისახავენ უკრაინას და მოლდოვას, ჩვენი კითხვა არის მარტივი ევროკავშირის მიმართ: ადეიშვილის და ნონა წოწორიას ჩატარებული „ვეტინგია“ ჩვენთვის მაგალითი, ამისკენ მოგვიწოდებენ?

ზურაბ ადეიშვილია ის ადამიანი, ვინც უკრაინაში ატარებს „ვეტინგებს“, მისი მოადგილეა ის, ვინც მოლდოვაში ატარებს ასეთ „ვეტინგებს“ და როდესაც ჩვენ მაგალითად გვისახავენ უკრაინას და მოლდოვას, ჩვენი კითხვა არის მარტივი ევროკავშირის მიმართ: ადეიშვილის და ნონა წოწორიას ჩატარებული „ვეტინგია“ ჩვენთვის მაგალითი, ამისკენ მოგვიწოდებენ? – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ზურაბ ადეიშვილის მიერ ევროკომისიის მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრასთან […]
„ჯივიპი“ სამგორის რაიონში, მელაშვილის ქუჩის მიმდებარედ წყალარინების ქსელს აახლებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონში, ახმეტ მელაშვილის ქუჩის მიმდებარედ წყალარინების ქსელის სისტემური გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში ახლით იცვლება 1.6 კილომეტრამდე სიგრძის მოძველებული წყალარინების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები, ახალ ქსელზე 52 განშტოების ჭა მოეწყობა. მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარე წლის იანვრის თვეში დაიწყო და აპრილში დასრულდება, რაშიც […]
სოფელ უდიდან მეწყრის საფრთხის გამო რამდენიმე ოჯახის გასახლებაა საჭირო

ადიგენის მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდ სოფელში მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო რამდენიმე ოჯახის გასახლებაა საჭირო. სოფელ უდის შესახებ დასკვნა მოამზადა გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფმა. დასკვნით დასტურდება, რომ უდეში, ე.წ. პირდაპირების დასახლებაში, ძლიერმა წვიმამ და თოვლის ნადნობმა წყალმა მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვია. გეოლოგები წერენ, რომ სტიქიის ზონაში მდებარე 24 სახლიდან 16 საცხოვრებლად სახიფათოა. სამი ოჯახი უკვე გაასახლეს, […]
ევროკავშირმა დაგმო ისრაელის გეგმები იორდანეს დასავლეთ ნაპირზე

ევროკავშირმა დაგმო პალესტინელთა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ებრაელთა დასახლელებში 3500 ახალი ბინის აშენების გეგმა. ამასთან ერთად ბლოკის საგარეო საქმეთა სამსახურის წარმომადგენელმა ისრაელის მთავრობას მოსთხოვა, გააუქმოს ამ მშენებლობისთვის გაცემული ნებართვა. ევროკავშირის წარმომადგენელი თვლის, რომ ახალი დასახლებები, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, დარღვევაა და ხელს უშლის არსებული კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას. 6 მარტს გერმანიამ მოუწოდა ისრაელის მთავრობას, დაუყოვნებლივ უკან […]
კონგრესმა მიიღო პაკეტი, რომელიც მთავრობის ნახევრის დაფინანსებას ითვალისწინებს 2024 წელს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო ექვსი კანონპროექტისგან შემდგარი პაკეტი, რომელიც დააფინანსებს ყველა სამთავრობო უწყებისა და პროგრამის თითქმის ნახევარს. საერთო ჯამში გამოიყოფა 460 მილიარდი დოლარი 2024 ფისკალური წლის ბოლომდე, რომელიც 30 სექტემბერს მთავრდება. სენატში კანონპროექტის განხილვა ხუთშაბათს, 7 მარტს იგეგმება. ამის შემდეგ დოკუმენტი ხელმოწერისთვის გადაეგზავნება აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს. პაკეტი შედგება ექვსი კანონპროექტისგან. იგი მიზნად ისახავს სოფლის […]
2025 წელს, საქართველოში ევროპული აქსელერატორი შემოვა – ავთანდილ კასრაძე

2025 წელს, გერმანიის მთავრობასთან პარტნიორობით, საქართველოში ევროპული სტარტაპ-აქსელერატორი შემოვა, – ამის შესახებ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ BMG-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. კონკრეტულად რომელი ვენჩურული ფონდი დაიწყებს ოპერირებას საქართველოში, ავთანდილ კასრაძეს არ დაუკონკრეტებია. “მაქსიმალურად ვცდილობთ, საქართველოში ბევრი სტარტაპ-აქსელერატორი შემოვიყვანოთ. მომავალი წლიდან, გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, ქვეყანაში ევროპულ აქსელერატორს შემოვიყვანთ და, რასაკვირველია, ღია ვართ […]
“გონდაკარგული ჩადეს პოლიციის მანქანაში” – რას წერს ნიკა ნარსია

სამოქალაქო აქტივისტი, ნიკა ნარსია: Სახეში ჭავლის მოხვედრა, გაზის ყოველ მეტრში ჩამოყრა როდესაც ხალხის ტევა არ იყო რუსთაველზე, Სახეში დამიზნებით სპრეის შესხმები და ა.შ. Giorgi Mumladze ტანზე შემოხეული ნაბრძოლი გონდაკარგული ჩადეს პოლიციის მანქანაში ეს იყო ბრძოლა წინა ხაზზე და ხვალ იმედი მაქვს ვინც გაიქცა, ოფისიდან გააგრძელა ყურება ან საერთოდ ჯებირებთან ახლოს მისვლა ვერ გაბედა ხვალ იბრძოლებს […]
ჰამასის წარმომადგენლებმა ომის დასრულებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის გამო კაირო დატოვეს

ეგვიპტური მხარის ცნობით, ჰამასის წარმომადგენლებმა ისრაელთან მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის გამო კაირო დატოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები კაიროში ერთ კვირაში გაგრძელდება. კაირო აქამდე ასევე ისრაელის წარმომადგენლებმაც დატოვეს. AP-ის ინფორმაციით, მოლაპარაკებების მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ პირველ ეტაპზე შეთანხმდნენ, თუმცა ჰამასი შემდეგ ეტაპებზე ომის დასრულებისკენ სვლას ითხოვს. ნეთანიაჰუს მთავრობა ბოლო თვეების მანძილზე მკაფიო პოზიციას აჟღერებს, რომ ომი არ დასრულდება […]