სასამართლომ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 10 პირი დამნაშავედ ცნო

პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ კანონიერ ქურდობაში, ქურდული სამყაროს წევრობასა და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო. უწყების მითითებით, მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი ე.წ კანონიერი ქურდის დავალებით და დისტანციურად მონაწილეობით, ქურდული სამყაროს წევრებმა თბილისში ე.წ ქურდული გარჩევა მოაწყვეს, ფინანსური დავა განიხილეს და ერთ-ერთ მხარეს 80 000 ლარის გადახდა დააკისრეს. “პროკურატურამ […]
„დღესვე შეგვიძლია სხვადასხვა კვალიფიკაციის 120-მდე კადრის დასაქმება აეროპორტების გაერთიანებაში“ – ირაკლი ქარქაშაძე

„2023 წელს საქართველოს აეროპორტებით ექვსმა მილიონმა ადამიანმა იმგზავრა, საიდანაც 1,7 მლნ მგზავრი ქუთაისის აეროპორტზე მოდის. მგზავრთა 27% იყო ქართველი, ხოლო 72% იყო უცხოელი მოგზაურები, ხოლო ჩამომფრენი და გამფრენი მოგზაურების წილი იყო 50-50-ზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი საავიაციო ბაზარი ვითარდება სწორად და ჩვენი ტურიზმი ვითარდება სტაბილურად“, – ამის შესახებ აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ რადიო […]
რეფერენტულ ფასს დაქვემდებარებული მედიკამენტების რაოდენობამ 7 ათასს გადააჭარბა

რეფერენტულ ფასს დაქვემდებარებული მედიკამენტების სია კიდევ ერთხელ გაფართოვდა და უკვე 7 ათას დასახელებას გადააჭარბა. ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე წამლების ჩამონათვალი უკვე განთავსებულია. მასში 7103 მედიკამენტია შესული. მედიკამენტებზე რეფერენტული ფასწარმოქმნის რეფორმა, რომელიც წამლების ფასების მაქსიმალური ზღვრის დაწესებას გულისხმობს, 2023 წლის 15 თებერვლიდან ამოქმედდა და ერთ წელიწადში რეგულაცია 6 ათასზე მეტ მედიკამენტს შეეხო. რეფორმის მიზანი მედიკამენტებზე მოსახლეობის […]
როდესაც მაგალითად გვისახავენ უკრაინას და მოლდოვას, ჩვენი კითხვა არის მარტივი ევროკავშირის მიმართ: ადეიშვილის და ნონა წოწორიას ჩატარებული „ვეტინგია“ ჩვენთვის მაგალითი, ამისკენ მოგვიწოდებენ?
როდესაც მაგალითად გვისახავენ უკრაინას და მოლდოვას, ჩვენი კითხვა არის მარტივი ევროკავშირის მიმართ: ადეიშვილის და ნონა წოწორიას ჩატარებული „ვეტინგია“ ჩვენთვის მაგალითი, ამისკენ მოგვიწოდებენ? ზურაბ ადეიშვილია ის ადამიანი, ვინც უკრაინაში ატარებს „ვეტინგებს“, მისი მოადგილეა ის, ვინც მოლდოვაში ატარებს ასეთ „ვეტინგებს“ და როდესაც ჩვენ მაგალითად გვისახავენ უკრაინას და მოლდოვას, ჩვენი კითხვა არის მარტივი ევროკავშირის მიმართ: ადეიშვილის და ნონა […]
ადეიშვილი არის განსახიერება ყველაფრის, რაც არის ანტიევროპული – როდესაც მას სხვადასხვა თანამდებობის პირები ხვდებიან და შემდეგ იგივე პირები ჩვენ გვესაუბრებიან მართლმსაჯულების რეფორმაზე, ადამიანის უფლებებზე, ეს საჭიროებს განმარტებას
ადეიშვილი არის განსახიერება ყველაფრის, რაც არის ანტიევროპული – როდესაც მას სხვადასხვა თანამდებობის პირები ხვდებიან და შემდეგ იგივე პირები ჩვენ გვესაუბრებიან მართლმსაჯულების რეფორმაზე, ადამიანის უფლებებზე, ეს საჭიროებს განმარტებას არის გარკვეული ცინიზმი იმ ფოტოებში, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ, როდესაც ზურაბ ადეიშვილი, დიდი ალბათობით მართლმსაჯულების საკითხებზე სასაუბროდ არის ბრიუსელის, ევროკავშირის დაწესებულებების სათათბირო ოთახებში, ევროკომისიის ოთახებში. ეს უკვე აღარ არის […]
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, Lion Development თბილისში მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის აქტიური მხარდამჭერი, დეველოპერული სექტორის ხელშეწყობას განაგრძობს. ამჯერად, ბანკთან თანამშრომლობით, კომპანია Lion Development ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონში, 6 853 კვადრატულ მეტრ ფართობზე, მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს. „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, პროექტის ჯამური ღირებულება 12 000 000 აშშ დოლარია, რომლის 40%-ს საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია შეადგენს. პროექტში, საცხოვრებელ და საოფისე სივრცეებთან ერთად, რეკრეაციული, მწვანე […]
პაატა მანჯგალაძე – გვიპასუხოს ივანიშვილის პარტიამ, ვისი ოცნება არის საქართველო ქართველების გარეშე

თუ ქვეყანაში ყველაფერი რიგზეა რატომ გარბის საქართველოს მოქალაქე საქართველოდან? – ამ კითხვით მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ მმართველ გუნდს. როგორც მანჯგალაძე აღნიშნავს, ივანიშვილის პარტია უკვე რამდენიმე კვირაა ხალხის საჭიროებებზე პასუხს გაურბის და თავს არიდებს. „უკვე რამდენიმე კვირაა ვუყურებ ივანიშვილის პარტიისა და მისი პროპაგანდის ერთგვარ წვალებას, როგორმე ხალხის საჭიროებებიდან ცრუ საფრთხეებზე გადაიტანონ ხალხის ყურადღება. […]
ლევან დავითაშვილმა ისლანდიის პრეზიდენტ გუდნი იოჰანესონთან ერთად ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური დაათვალიერა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ისლანდიის პრეზიდენტ გუდნი იოჰანესონთან ერთად ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური დაათვალიერა, რომელიც ქართული და ისლანდიური კომპანიების ერთობლივად განხორციელებული პროექტია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს ავრცელებს. მათივე ცნობით, ახალქალაქის ჰესი, 9.1 მეგავატი დადგმული სიმძლავრით, 2022 წელს საქართველოში ექსპლუატაციაში შესულ ჰიდროსადგურებს შორის ყველაზე დიდია. „ახალქალაქი ჰესის პროექტი წარმატებული მაგალითია, რომლებიც სხვა ინვესტორებმაც შეიძლება გაიზიარონ იმისთვის, რომ […]
ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატი ოფიციალურად გახდა

ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატი ოფიციალურად გახდა. „ევროპის სახალხო პარტიამ“ დღეს გამართულ პარტიის ყრილობაზე ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას 400 ხმით 89-ის წინააღმდეგ მხარი ოფიციალურად დაუჭირა. ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტის დაკავებას რიგით მეორე, ხუთწლიანი ვადით შეეცდება. ბუქარესტში გამართულ პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას ევროკომისიის პრეზიდენტმა, “უკრაინაში ომი, ახლო აღმოსავლეთში არსებული არასტაბილური […]
„კანონიერ ქურდობაში“, „ქურდული სამყაროს“ წევრობასა“ და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „კანონიერ ქურდობაში“, “ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდის“ დავალებით და დისტანციურად მონაწილეობით, „ქურდული სამყაროს“ წევრებმა თბილისში „ქურდული გარჩევა“ მოაწყვეს, სადაც ფინანსური დავა განიხილეს და ერთ-ერთ […]