ავსტრალიაში აზარტული თამაშების ფირმა Bet365-ის მიმართ გამოძიება დაიწყო

BBC-ის გავრცელებული ინფორმაციით, ავსტრალიის ფინანსური დანაშაულის მაკონტროლებელმა ორგანიზაციამ დაიწყო გამოძიება ბრიტანული ონლაინ აზარტული თამაშების ფირმა Bet365-ის მიმართ, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო კანონებთან შესაბამისობის გამო. „ბიზნესები, რომლებსაც არ აქვთ ადეკვატური პროცესები ამ რისკების მართვისთვის, თავს დაუცველს ტოვებენ კრიმინალების მიერ ექსპლუატაციის მიმართ,“ – აღნიშნა ბრენდან თომასმა, ავსტრალიის ტრანზაქციის მოხსენებების და ანალიზის ცენტრის (Austrac) აღმასრულებელმა დირექტორმა. […]
Taurus-ის რაკეტებზე საუბრის გაჟონვის მიუხედავად, გერმანიასა და მოკავშირეებს შორის ნდობა მაღალია – შოლცი

Taurus-ის რაკეტების შესახებ საუბრის გაჟონვის მიუხედავად, გერმანიას მოკავშირეები კვლავ ენდობიან, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. „მტკიცედ მჯერა, რომ გერმანიას, მის მოკავშირეებსა და მეგობრებს შორის ნდობა იმდენად დიდია, რომ მომხდარი გავლენას ვერ მოახდენს“, – განაცხადა შოლცმა. გერმანული მედიის ცნობით, მოსალოდნელია, რომ ოფიცრების საუბრის გაჟონვის შესახებ ოლაფ შოლცი 13 მარტს ბუნდესთაგში დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს. […]
წელს ყველაზე ცხელი თებერვალი დაფიქსირდა

ევროკავშირის კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სამსახურმა განაცხადა, რომ დედამიწაზე ყველაზე თბილი თებერვალი დაფიქსირდა, რის გამოც ყოველთვიური რეკორდი ზედიზედ მეცხრედ დამყარდა. ჰაერის საშუალო გლობალური ტემპერატურა თვის განმავლობაში 13.5 გრადუსი ცელსიუსით იყო, რაც 0.12 გრადუსით უფრო თბილი იყო, ვიდრე წინა ყველაზე თბილი — 2016 წლის თებერვალი. თანამედროვე პერიოდში, ბოლო 12 თვის სიცხე უპრეცედენტოა — 1.56 გრადუსით თბილი, ვიდრე […]
ისრაელის ციხეებში 7 ოქტომბრიდან 27 ღაზელი პატიმარი დაიღუპა — Haaretz

ისრაელური მედიასაშუალება „Haaretz-ის“ ცნობით, ომის დაწყებიდან, 7 ოქტომბრიდან დღემდე, ისრაელის ციხეებში 27 პატიმარი დაიღუპა, რომელიც ღაზის სექტორიდან იყო. დაკავებულები დაიღუპნენ Sde Teiman-ის და Anatot-ის ობიექტებზე, ან ისრაელის ტერიტორიაზე დაკითხვის დროს. როგორც „Haaretz“ წერს, ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსამსახურმა განაცხადა, რომ მომხდართან დაკავშირებით სამხედრო პოლიციამ გამოძიება დაიწყო. თავდაცვის ძალებმა არ დააკონკრეტეს, რა გახდა პატიმრების სიკვდილის მიზეზი, თუმცა […]
როგორ ემთხვევა „ოცნებისა“ და პრორუსული ძალების ანტიდასავლური რიტორიკა ერთმანეთს — MDF-ის კვლევა

“ქართული ოცნებისა” და მისგან ფორმალურად გამოყოფილი ჯგუფის, “ხალხის ძალის” გზავნილები ემთხვევა პრორუსული პარტიების – “კონსერვატიული მოძრაობის”(ალტ-ინფო) და “პატრიოტთა ალიანსის” რიტორიკას. ეს არის ერთ-ერთი მიგნება კვლევისა, რომელიც მედიის განვითარების ფონდმა დღეს, 7 თებერვალს წარადგინა. კვლევა ეხება იმ ანტიდასავლურ გზავნილების, რომლებიც 2022 წელს – უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ და ომის წინა პერიოდში – ვრცელდებოდა საქართველოში. კვლევის […]
„ახალქალაქის ჰესის პროექტი წარმატებული მაგალითია, რომელიც სხვა ინვესტორებმაც შეიძლება გაიზიარონ“ – ლევან დავითაშვილი

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ისლანდიის პრეზიდენტ გუდნი იოჰანესონთან ერთად ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური დაათვალიერა, რომელიც ქართული და ისლანდიური კომპანიების ერთობლივად განხორციელებული პროექტია. ახალქალაქის ჰესი, 9.1 მეგავატი დადგმული სიმძლავრით, 2022 წელს საქართველოში ექსპლუატაციაში შესულ ჰიდროსადგურებს შორის ყველაზე დიდია. „ახალქალაქი ჰესის პროექტი წარმატებული მაგალითია, რომლებიც სხვა ინვესტორებმაც შეიძლება გაიზიარონ იმისთვის, რომ ენერგეტიკული პროექტები, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის მიმართულებით წარმატებით განხორციელდეს”, […]
“Проща́ние славя́нки” – სომხეთის მომავალი ევროატლანტიკური ინტეგრაციაა – არეგ კოჩინიანი

„უსაფრთხოების პოლიტიკის კვლევითი ცენტრის“ პრეზიდენტმა, არეგ კოჩინიანმა თბილისში, რონდელის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა: „თუკი 2017 წელს სოციალურ გამოკითხვებში გამოკითხულთა 80%-ზე მეტი პასუხობდა, რომ რუსეთი არის სომხეთის მთავარი მოკავშირე და 5%-ზე ნაკლები ფიქრობდა, რომ რუსეთი არის საფრთხე, 2023 წლის დასაწყისში, სექტემბრის ესკალაციამდეც კი, რომელიც უდიდესი დარტყმაა სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებისთვის, 40%-ზე მეტმა განაცხადა, რომ რუსეთი არის საფრთხე და 50%-ზე […]
რუსეთის დაბომბვას და სარაკეტო დარტყმებს მსხვერპლი მოჰყვა მთელი უკრაინის მასშტაბით

რუსეთი განაგრძობდა დარტყმების განურჩევლად მიყენებას უკრაინის სამოქალაქო არეალებისთვის, რასაც მსხვერპლი და მატერიალური ზარალი მოჰყვა, განაცხადეს 7 მარტს უკრაინის სამხედრო და რეგიონული ხელმძღვანელობის წარმომადგენლებმა. დაბომბვის შედეგად მინიმუმ ორი ადამიანი დაიღუპა და 16 დაიჭრა უკრაინის ოთხ რეგიონში. კვლავ განხორციელდა სარაკეტო დარტყმა ოდესაზე, იტყობინება ოლქის ხელისუფლება 7 მარტს. ხარკოვის ოლქის გუბერნატორის, ოლეჰ სინეჰუბის თქმით, რუსეთის რაკეტა Iskander-M-ს ემსხვერპლა […]
“ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლება შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში”– სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, “ნაციონალურ მოძრაობას“ ევროპის სახალხო პარტიაში ხმის უფლების მოპოვება ულოცავს და წერს: “მინდა მივულოცო ჩემს თანაპარტიელებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ევროპის ყველაზე მსხვილ პოლიტიკურ გაერთიანებაში, „ევროპის სახალხო პარტიაში“ ხმის უფლების მოპოვება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ პირველებს საქართველოდან უკვე შეგვიძლია ევროკავშირის გადაწყვეტილებებზე ხმის მიცემა, „ნაციონალები“ გავხდით პირველი ასეთი ქართველები. მაგალითად, გუშინ ჩვენი 4 […]
“გერმანიაში არ არსებობდა მიზეზი იმისათვის, რომ ადეიშვილისათვის აეკრძალათ პარლამენტში შესვლა” – საელჩო

გერმანიის საელჩო “ხალხის ძალის” წევრების პასუხად აცხადებს: „ბატონი ადეიშვილი 22 თებერვალს დებატების დროს იმყოფებოდა გერმანიის ბუნდესთაგის სტუმრებისთვის განკუთვნილ ტრიბუნაზე, როგორც უკრაინის ელჩის დელეგაციის წევრი. გერმანიაში არ არსებობდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე დაფუძნებული მიზეზი იმისათვის, რომ მისთვის აეკრძალათ პარლამენტში შესვლა. ეს ფაქტი არანაირად არ უკავშირდება გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობებისადმი დამოკიდებულებას. ყველასთვის ცნობილია, რომ ურთიერთობები გერმანიასა […]