რომელ ენერგორესურსებს მოიხმარენ ევროპაში ყველაზე დიდი რაოდენობით? – Forbes

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საკუთარი ენერგოპოლიტიკის გადახედვა თითქმის ყველა ევროპულმა სახელმწიფომ დაიწყო. პოლიტიკის დონეზე მათი უმეტესობა შეთანხმდა, რომ ნავთობსა და რუსულ გაზზე დამოკიდებულება უნდა შეემცირებინა. გარდა ამისა, კლიმატის ცვლილებისა და ეკომიზნების შესასრულებლად წიაღისეული საწვავის ჩანაცვლება მთელი მსოფლიოსთვის გამოწვევას და ამავდროულად მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, ევროპული სახელმწიფოებისათვის მთავარ ენერგორესურსებს კვლავ წიაღისეული საწვავი წარმოადგენს. გამონაკლისს მხოლოდ […]

“რაღა მაქვს დასამალი? სათქმელია და უნდა ვთქვა…” – რას წერს გარდაცვლილი ბესიკ იობაშვილის მეუღლე?

ჟურნალისტის და მსახიობის, საქართველოს დამსახურებული არტისტის, ქუთაისის ანსამბლ „ფაზისის“ ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის, ქუთაისის ფილარმონიის ყოფილი გენერალური დირექტორის ბესიკ იობაშვილის მეუღლე, ჟურნალისტი, პოეტი, მსახიობი, მაია კახიძე, სოციალურ ქსელში, წერს: რაღა მაქვს დასამალი? ვეცდები, ჩემი ტკივილით აწი ხშირად არ შეგაწუხოთ, მაგრამ რასაც ახლა ვიტყვი, სათქმელია და უნდა ვთქვა!!! მრავალი წელი საჯაროობაზე უარს მეუბნებოდა ბესო. არც პენსია დაუნიშნეს […]

“ერთი მამაკაცი ამოვიდა ავტობუსში და ყველა ქალბატონს, ისე უბრალოდ, დაურიგა ყვავილები” – ფოტოები

ძალიან არათემატური პოსტია, მაგრამ ისეთი ემოციებით სავსე ჩამოვედი ავტობუსიდან, რომ ამ აუდიტორიაზე უკეთესს ვერავის გავუზიარებდი გაკრეჭილი სახით სიარულის მიზეზს. დღეს ერთი მამაკაცი, ამოვიდა ავტობუსში და ყველა ქალბატონს, ისე უბრალოდ, დაურიგა ყვავილები. კიდევ კარგა ხანს გამყვება ეს ემოცია და მადლობა იმ ადამიანს

ნორვეგია უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესაძენად 150 მილიონ ევროს გამოყოფს

ნორვეგია უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესაძენად 150 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტიორემ განაცხადა. “უკრაინას ძალიან სჭირდება დიდი რაოდენობით საარტილერიო ჭურვები, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის აგრესიულ ომს. ნორვეგია ეხმარება უკრაინას საარტილერიო ჭურვებით როგორც საკუთარი მარაგებიდან, ასევე პირდაპირ მრეწველობიდან. დღეს გადავწყვიტეთ 1.6 მილიარდ ნორვეგიულ კრონამდე [დაახლოებით 150 მილიონი ევრო] შევიტანოთ ჩეხეთის რესპუბლიკის ეგიდით […]

ანა წითლიძე – ევროსაბჭოში მონიტორინგის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ცვლილებები, რომელიც ეხება ცესკო-ს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესს, ხელახლა გადაიგზავნოს ვენეციის კომისიაში

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ანა წითლიძის განცხადებით, ევროსაბჭოში მონიტორინგის კომიტეტმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ცესკო-ს თავმჯდომარისა და ცესკო-ს წევრების არჩევის წესთან დკავშირებული ცვლილებები თავიდან გადაიგზავნოს ვენეციის კომისიაში. მისივე თქმით, შეტანილ ცვლილებებზე იქნება დამოკიდებული თუ როგორი არჩევნები იქნება 2024 წელს. „მთავარი ამ ყველაფერში იყო ის, რომ ევროსაბჭოში მონიტორინგის კომიტეტმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს […]

ნორვეგია უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად 153 მილიონ დოლარს გაიღებს

ხუთშაბათს, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტოერმა თავის განცხადებაში თქვა, რომ ნორვეგია 1.6 მილიარდამდე ნორვეგიულ კრონას (153 მილიონ ამერიკულ დოლარს) გადასცემს ჩეხეთის ხელმძღვანელობით განხორციელებულ ინიციატივას, რომლითაც უკრაინისთვის საბრძოლო მასალას მესამე ქვეყნებისგან შეიძენენ. „უკრაინას გადაუდებლად სჭირდება საარტილერიო საბრძოლო მასალის დიდი რაოდენობა, რათა რუსეთის აგრესიულ ომს გაუძლოს“, განაცხადა სტოერმა. ამჟამად უკრაინა საბრძოლო მასალის მწვავე ნაკლებობას განიცდის. უკრაინული ძალები […]

ვინ არიან ჰუსიტები, რომლებიც წითელ ზღვაში გემებს უტევენ

რამდენიმე თვეა, წითელ ზღვაში გემებს აქტიურად უტევენ ჰუსიტები (ჰუთები) — ამ გზით ისინი პალესტინელებს უცხადებენ სოლიდარობას ღაზაში მიმდინარე ომში . ღაზის სექტორში მიმდინარე ომის საპასუხოდ ჰუსიტებმა დაიწყეს დრონების და რაკეტების გაშვება ისრაელის მიმართულებით. მათი უმეტესობა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოყარა. გემებზე თავდასხმები 2023 წლის ნოემბრიდან დაიწყო და მიმდინარე კვირას პირველად მოჰყვა მსხვერპლი — ჰუსიტების სარაკეტო […]

EPP-მ ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე ურსულა ფონ დერ ლეიენის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

ევროკავშირის წამყვანმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, ევროპის სახალხო პარტიამ (EPP), ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე, ურსულა ფონ დერ ლეიენის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. ის პარტიის ერთადერთი კანდიდატი იყო. ბუქარესტში პარტიის ყრილობაზე გამართულ კენჭისყრაზე მას მხარი 400-მა დელეგატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 89 იყო. ლეიენის განცხადებით, ევროკავშირის მთავარი გამოწვევები უკრაინის ომი, ღაზაში კრიზისი და ჩინეთის გაძლიერებაა. “აქ, სახლში, პუტინის მეგობრები ცდილობენ გადაწერონ […]

“მე რის გამხსნილებელი ვარ, მეც ისე მენატრება ხოლმე ხინკალი და ხაშლამა და მაჭმევენ ვერმიშელს და მაკარონს…” – ლევან ჯიქური

კასპში მოღვაწე მღვდელი, მამა ლევან ჯიქური: უი, მართლა. ხორცი დღესღა იჭმევა და ამ შაბათ კვირას. მერე არ დამიწყოთ გამიხსნილე, ესა, ისა, ან მე რის გამხსნილებელი ვარ, მეც ისე მენატრება ხოლმე ხინკალი და ხაშლამა და მაჭმევენ ვერმიშელს და მაკარონს, თან მოკლეებს, სულ რომ ცვივა ჩანგლიდან. უიმე რომ წარმოვიდგინე ეკალმა დამაყარა