იულიან კიფუ – ევროატლანტიკური გაფართოება ინდივიდუალურ დამსახურებაზეა დაფუძნებული, აქედან გამომდინარე, შეფასება ძალიან მკაცრია – არ გადადგათ არცერთი ნაბიჯი უკან

ევროატლანტიკური გაფართოება ინდივიდუალურ დამსახურებაზეა დაფუძნებული. აქედან გამომდინარე, იმის შეფასება, როგორ მოხდება ქვეყნების მიერ, შეთავაზებული პუნქტების შესრულება, ძალიან მკაცრია – არ გადადგათ არცერთი ნაბიჯი უკან, რადგან პროცესის, ქვეყნის, პოლიტიკისა და ერთგულების მიმართ სანდოობა დაზიანდება , – ამის შესახებ კონფლიქტების პრევენციისა და ადრეული გაფრთხილების რუმინული ცენტრის პრეზიდენტმა იულიან კიფუმ თბილისში, „რონდელის უსაფრთხოების კონფერენციაზე“ ევროკავშირისა და ნატო-ს გაფართოების […]

მიხეილ სააკაშვილი – 2004 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ გაუხსნა საქართველოს ევროპისკენ გზა და ამ პარტიის ხელისუფლება შეიყვანს ქვეყანას ევროკავშირში

2004 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ გაუხსნა საქართველოს ევროპისკენ გზა და ამ პარტიის ხელისუფლება შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერილში წერს. სააკაშვილმა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ “ევროპის სახალხო პარტიაში” ხმის უფლების მოპოვება მიულოცა. “მინდა მივულოცო ჩემს თანაპარტიელებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ევროპის ყველაზე მსხვილ პოლიტიკურ გაერთიანებაში, „ევროპის სახალხო პარტიაში“ ხმის უფლების მოპოვება. […]

ანა წითლიძე – ევროსაბჭოში მონიტორინგის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ცვლილებები, რომელიც ეხება ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესს, ხელახლა გადაიგზავნოს ვენეციის კომისიაში

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ანა წითლიძის განცხადებით, ევროსაბჭოში მონიტორინგის კომიტეტმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრების არჩევის წესთან დკავშირებული ცვლილებები თავიდან გადაიგზავნოს ვენეციის კომისიაში. მისივე თქმით, შეტანილ ცვლილებებზე იქნება დამოკიდებული თუ როგორი არჩევნები იქნება 2024 წელს „მთავარი ამ ყველაფერში იყო ის, რომ ევროსაბჭოში მონიტორინგის კომიტეტმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს […]

წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თქმით, ამერიკის ეკონომიკური სიძლიერე იკლებს

7 მარტის საღამოს, შეერთებული შტატების დემოკრატი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ერისადმი მიმართვას გააკეთებს. ყოველწლიურ მოხსენებას ამერიკის პრეზიდენტები ტრადიციულად, კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლის დროს აკეთებენ და მასში ქვეყანაში შექმნილ ვითარებას აფასებენ. ბაიდენის მიმართვამდე ერთი დღით ადრე, კონგრესში გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე, ამ მიმართვის თაობაზე წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა ისაუბრა. ჯონსონმა თავისი მხრიდან გაკეთებულ შეფასებაში, თქვა, რომ […]

ანგარიში: ისრაელის ტანკმა, ჟურნალისტებზე სასიკვდილო თავდასხმის შემდეგ, „სავარაუდოდ“ მათ ტყვიამფრქვევიდან ესროლა

ნიდერლანდების გამოყენებითი სამეცნიერო კვლევების ორგანიზაციის (TNO) მიერ მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ისრაელის სატანკო ეკიპაჟმა, ოქტომბერში, ლიბანში საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ჟურნალისტი მოკლა. ანგარიშის მიხედვით, სატანკო ეკიპაჟმა, აშკარად იდენტიფიცირებული ჟურნალსტების ჯგუფს, ორი ჭურვი ესროლა, შემდეგ კი, „სავარაუდოდ“ მათ მძიმე ცეცხლი გაუხსნა, ტყვიამფრქვევიდან. TNO-მ, რომელთანაც 13 ოქტომბერს მომხდარი მოვლენების ანალიზისთვის, კონტრაქტი საინფორმაციო სააგენტო „როიტერმა“ დადო, ანგარიში ხუთშაბათს გამოაქვეყნა. […]

ვოლსკი ხიდაშელთან შეხვედრაზე: თავად დამირეკა – თქვა, რომ აფხაზეთზე მოსაზრებები აქვს

ქართული ოცნების დეპუტატი და პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე, გია ვოლსკი რუსეთთან კავშირის მქონე ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან შეხვედრის შესახებ პარტია დროას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და თქვა, რომ შეხვედრაზე, რომელიც ხიდაშელის ინიციატივით შედგა, თემები, რომლებიც ოცნების პოლიტიკას დაუპირისპირდებოდა არ განხილულა. “[ხიდაშელს] არავითარი სტატუსი არ გააჩნია, არავის სახელით არ ლაპარაკობდა. ზოგიერთი ადამიანი არის ასეთი, თავიანთ მოსაზრებებს ხშირად […]

ყველანაირად წელში გამართულ პარტიას პოლიტიკურად დამატებითი ზურგის ქარი მისცა მეცენატმა ივანიშვილმა და ჩაახშო ბოღმიან რევანშისტთა ნარატივი ე.წ. ჩრდილოვან მმართველობაზე

ყველანაირად წელში გამართულ პარტიას პოლიტიკურად დამატებითი ზურგის ქარი მისცა მეცენატმა ივანიშვილმა და ჩაახშო ბოღმიან რევანშისტთა ნარატივი ე.წ. ჩრდილოვან მმართველობაზე ანალიტიკოსი გია აბაშიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას აფასებს, სადაც ნათქვამია, რომ “ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი არის უდიდესი დამატებითი სტიმული „ქართული ოცნების“ ამომრჩევლისთვის. აქედან გამომდინარე ჩვენ კიდევ უფრო თამამად ვლაპარაკობთ საკონსტიტუციო უმრავლესობაზე.” როგორც აბაშიძე სოციალურ ქსელში […]

არ შეიძლება პარტნიორი ერქვას მხარეს – გინდა გერმანიას, გინდა ევროკავშირის ნებისმიერ სახელმწიფოს და ეს სახელმწიფო იღებდეს საქართველოს სახელმწიფოსგან ძებნილ, კრიმინალ პიროვნებას

არ შეიძლება პარტნიორი ერქვას მხარეს – გინდა გერმანიას, გინდა ევროკავშირის ნებისმიერ სახელმწიფოს და ეს სახელმწიფო იღებდეს საქართველოს სახელმწიფოსგან ძებნილ, კრიმინალ პიროვნებას „მეეჭვება, რომ ადეიშვილი ევროპელ პარტნიორებთან მხოლოდ უკრაინის თემებზე საუბრობდეს. ბუნებრივია, ის არ გამოტოვებდა შანსს და საქართველოს სახელმწიფოსა და ხელისუფლების იმიჯის განადგურებაზეც იმუშავებდა,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ. მისივე თქმით, […]

კვარაცხელია თებერვალში “ნაპოლის” საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს

გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია გასული თვის “ნაპოლის” საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, – იტყობინება კლუბის საიტი: “ხვიჩა კვარაცხელია თებერვალში გულშემატკივრებმა გუნდის MVP-ედ დაასახელეს. “კვარამ” ქომაგები გოლებით, საგოლე გადაცემებით, გონებამახვილი თამაშითა დ გმირობებით მოხიბლა”. კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე კლუბში 9 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

გერმანიის საელჩო განმარტავს ბუნდესტაგში ზურაბ ადეიშვილის ყოფნის მიზეზს

საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის და ყოფილი იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ყოფნას გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის საელჩო. მათ რადიო თავისუფლების მიმართვის შემდეგ, წერილობით მოგვწერეს, რომ ადეიშვილი ბუნდესტაგში იმყოფებოდა, როგორც უკრაინის ელჩის დელეგაციის წევრი. საელჩოს განცხადებით, ეს ფაქტი არანაირად არ უკავშირდება გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობებს. „ბატონი ადეიშვილი 22 თებერვალს დებატების დროს იმყოფებოდა გერმანიის ბუნდესტაგის სტუმრებისთვის განკუთვნილ […]