8 მარტს ეკატერინბურგში პოლიციამ ჩაშალა ფემინისტების მიერ დაგეგმილი აქცია

რუსეთის ურალის რეგიონის ქალაქ ეკატერინბურგში 8 მარტს პოლიციამ ჩაშალა შეკრება, რომელიც ფემინისტებმა დაგეგმეს პარკში, სადაც მასობრივი თავყრილობები იმართება და რომელსაც ხალხი „ჰაიდ პარკს“ უწოდებს. ასკაციანი აქციების მოწყობა ამგვარ ადგილებში დაშვებულია ნებართვის გარეშე, თუ ხელისუფლებას წინასწარ გააფრთხილებენ. ეკატერინბურგის შეხვედრის დაწყებამდე პოლიციამ ალყა შემოარტყა პარკს და ხალხს აცნობა, რომ იქ „საეჭვო ნივთი ნახეს.“ აქტივისტებმა განაცხადეს, რომ გააგრძელებენ […]
ნიგერიაში შეიარაღებულმა პირებმა სკოლიდან 287 მოსწავლე გაიტაცეს

შეიარაღებულმა პირებმა 7 მარტს ნიგერიაში სკოლიდან, სულ მცირე, 287 მოსწავლე გაიტაცეს. ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთში ბოლო კვირაში ეს სტუდენტების მასობრივი გატაცების მეორე შემთხვევაა. ქვეყანაში სკოლებიდან ბავშვების გატაცება ხშირია და პრობლემურ საკითხად მას შემდეგ იქცა, რაც 2014 წელს ისლამისტმა ექსტრემისტებმა ნიგერიის ერთ-ერთი სოფლიდან 200 სკოლის მოსწავლე გოგო გაიტაცეს. ადგილობრივმა მოსახლეობამ Associated Press-თან განაცხადა, რომ შეიარაღებულმა პირებმა სკოლა ალყაში […]
ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „უკრინფორმი“ ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის პროგრამა უკრაინის სამხედრო-საზღვარო ძალების კორვეტის „ჰეტმან ივან მაზეპა“ მონახულებით დაიწყება, რომელიც სტამბოლთან ახლოს მდებარე ვერფებში შენდება. ასევე ვიზიტის დღის წესრიგშია ვოლოდიმირ ზელენსკის თურქ კოლეგა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ორმხრივი შეხვედრა, უკრაინული და თურქული დელეგაციების გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა, და […]
პრეზიდენტი – პოლიტიკაში ვერა და ვერ მივაღწიეთ იმას, რომ პარლამენტში ქალთა რაოდენობამ აიწიოს, ევროპასა და აზიაში ერთ-ერთი უკანასკნელი თუ არა, ბოლო რიგებში მყოფი ქვეყანა ვართ

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკასა და ეკონომიკაში ქალების როლის გაძლიერებაზე საუბრობს. როგორც მან აღნიშნა, ქალების როლი პოლიტიკაში უნდა გაიზარდოს. „პოლიტიკაში ვერა და ვერ მივაღწიეთ იმას, რომ პარლამენტში ქალთა რაოდენობამ აიწიოს. ჩვენ ევროპასა და აზიაში ერთ-ერთი უკანასკნელი თუ არა ბოლო რიგებში მყოფი ქვეყანა ვართ. ეს არ ასახავს იმ მდგომარეობას, რაც აღვწერე და რაც არის საქართველოში, სადაც […]
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქალთა დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, დედის დღისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სტუ-ის ქალთა ასოციაციისა და ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ორგანიზებით, საქველმოქმედო ღონისძიებები გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობით, დედის დღე სტუ-ის სახალხო თეატრ-სტუდიაში – „მოდინახე“ აღინიშნა. მოყვარული სტუდენტი მსახიობები მაყურებლის წინაშე ნოდარ დუმბაძის სპექტაკლით […]
ლიტვის პრეზიდენტმა რუსეთის მხარდამჭერ ბალერინას მოქალაქეობა ჩამოართვა

ლიტვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას გადაწყვეტილებით, რუსეთის მხარდამჭერ ბალერინა ილზე ლიეპას ლიტვის მოქალაქეობა ჩამოერთვა. ერთ-ერთ ინტერვიუში ბალერინამ თქვა, რომ არ მალავს თავის სიმპათიებს ვლადიმირ პუტინის მიმართ, ასევე იგი უწოდებს ომს სპეციალურ ოპერაციას, და ღიად გამოხატავს სიძულვილს დასავლური სამყაროსა და ფასეულობების. ლიეპასთან ერთად მოქალაქეობა ასევე ჩამოერთვა ბიზნესმენ იუდი კუდიმოვს, რომელიც “ლიტვის ეროვნული უშიშროების ინტერესების საწინააღმდეგო საქმიანობას ეწეოდა”. […]
რა საინტერესო და ნიშანდობლივი რამ მოხდა სოჭში – დათო გამცემლიძე

რა საინტერესო და ნიშანდობლივი რამ მოხდა სოჭში, სადაც პუტინის ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა. ერთ ერთ პანელზე გამოვიდა აფხაზეთის ახალგაზრდობის წარმომადგენელი და მამხილებელი ტონით თქვა, რომ ” მტრული სახელმწიფოს” (ანუ საქართველოს) გამო, აფხაზეთის დელეგაციამ “დამოუკიდებელი სახელმწიფოს” სტატუსით ფორუმზე რეგისტრაცია ვერ მოვახერხეთო. სულ ცეცხლს ყრიდა ამის გამო. დარბაზმაც მხარი აუბა ღმუილით: “ოხ ეს შოვინისტური საქართველო….” უკაცრავად….უკაცრავად…..და…..საქართველო რა შუაშია? […]
ჩინეთისთვის სამხედრო ინფორმაციის მიყიდვისთვის აშშ-ს არმიის ანალიტიკოსს ბრალი წარუდგინეს

ჩინეთისთვის საიდუმლო სამხედრო ინფორმაციის მიყიდვისთვის აშშ-ს არმიის დაზვერვის ანალიტიკოსს, სერჟანტ კორბეინ შულცს აშშ-ში ბრალი წარუდგინეს. შულცი კენტუკის შტატში 5 მარტს დააკავეს. სახელმწიფო ბრალდების მიხედვით, კობეინ შულცმა საიდუმლო ინფორმაციის სანაცვლოდ 42 000 აშშ დოლარი მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, შულცმა ჩინეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა 2022 წლის ივნისში დაიწყო. შულცის მიერ გაცემული ზოგიერთი დოკუმენტი შეეხებოდა აშშ-ს ზებგერით აღჭურვილობას და აშშ-ს […]
დასმენის ოსტატი – 18 წლის გერმანელმა პოლიციას 4227 მოქალაქე დააჯარიმებინა

გამოცემა Bild-ის ცნობით, ქალაქ გრეფენჰაინიჰენის მკვიდრმა, 18 წლის ნიკლას მატეიმ საკუთარი თანამოქალაქეები 4227-ჯერ პოლიციასთან დაასმინა. ახალგაზრდა სოციალურ ქსელებში საკუთარ თავს მოიხსენიებს “დასმენების ოსტატად”. მატეი ყოველდღიურად ქალაქში ველოსიპედით გადაადგილდება და პარკირების წესების დამრღვევებს ეძებს. მას ღია მწვანე ფერის კოსტიუმი აცვია. დამრღვევის პოვნის შემთხვევაში, ის მობილური ტელეფონით იღებს ფოტოს და განაცხადს პოლიციაში აგზავნის. მატეის აქტივიზმის შედეგად ქალაქის […]
ევროკომისიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ღაზისკენ ზღვით მიემართება ხომალდი ახალი ჰუმანიტარული დერეფნის შესამოწმებლად

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ 8 მარტს ღაზის სექტორისკენ მიემართება საქველმოქმედო ხომალდი საცდელი ოპერაციის ჩარჩოებში. მისი თქმით, უნდა მოისინჯოს ახალი ჰუმანიტარული საზღვაო დერეფანი, რომლის საშუალებითაც პალესტინელთა ტერიტორიაზე პირდაპირ ჩავა დახმარება კვიპროსიდან. ურზულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ ევროკავშირი აშშ-თან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად აამოქმედებს საზღვაო დერეფანს, დიდი მოცულობის […]