უკრაინის უნგრული უმცირესობა და ომი

უკრაინის ზაკარპატიის ოლქში, დაახლოებით, 75 ათასი ეთნიკურად უნგრელი ცხოვრობს. რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი სამხედრო შეჭრის შემდეგ, უკრაინიდან ბევრი მათგანი უნგრეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში გადასახლდა. ეთნიკური უნგრელები კიევსა და ბუდაპეშტს შორის პოლიტიკური დავის ცენტრში მოექცნენ.

“ქალები, რომლებიც ჩვენს ზურგს ამაგრებენ და არასოდეს ჩანან, იმსახურებენ მადლიერებას და აღიარებას” – ანა არგანაშვილი

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili, დამაჯილდოვა ღირსების მედლით ადამიანის უფლებების და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ბავშვების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების უფლებების დაცვისთვის – როგორც ადვოკატი უფლებადამცველი. ჩემი სავსეა პრეზიდენტის მიმართ მადლიერებით, პირველ რიგში, ქვეყნის ევროპაში ინტეგრაციის კუთხით მისი დიდი წვლილისთვის და შემდეგ ამ ჯილდოსთვის. რადგან მე საქართველოში არ […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – მოლდოვა, ბალტიის ქვეყნები და ყაზახეთი შესაძლო რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით საფრთხეში არიან

მოლდოვა, ბალტიის ქვეყნები და ყაზახეთი შესაძლო რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით საფრთხეში არიან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ ტელეარხ Rai-სთან ინტერვიუში განაცხადა. მოლდოვის წინააღმდეგ შესაძლო რუსულ აგრესიაზე საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „მათ უკვე ჰქონდათ ეს გეგმა“. „მინდა ყველას შევახსენო, რომ ჩვენი დაზვერვის მხრიდან გადავეცით რუსული გეგმა მოლდოვას და ამდაგვარ, სხვა პარტნიორებსაც გავუზიარეთ. მოლდოვა […]

ჩინეთში Apple-ის iPhone-ის გაყიდვები 24%-ით შემცირდა

კვლევითი ფირმა Counterpoint-ის თანახმად, ჩინეთში 2024 წლის პირველ ექვს კვირაში (წინა წელთან შედარებით), Apple-ის iPhone-ის გაყიდვები 24%-ით დაეცა, ხოლო, იმავე პერიოდში, ჩინურმა Huawei-მ გაყიდვები 64%-ით გაიზარდა. Counterpoint-ის თქმით,წლის პირველ ექვს კვირაში ასევე დაეცა Vivo-ს, Xiaomi-სა და Oppo-ს გაყიდვები. „ჩინეთში მოთხოვნის შენელებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს Apple-ის შემოსავალზე, რამაც უკვე გააღიზიანა ინვესტორები,“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, […]

გაზაფხულის დღესასწაულები წალენჯიხაში – ფოტოები

წალენჯიხის სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის სახელოვნებო განყოფილებამ ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინო-თეატრის დარბაზში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაატარა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ამავე განყოფილების მოსწავლეები და პედაგოგები. სცენარის ავტორი და ორგანიზატორი გახლდათ დალი ვაშაკიძე. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ და ქალბატონებს დედის დღე მიულოცეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ, მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ და ცენტრის დირექტორმა თეო კვარაცხელიამ. სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრი ყველა […]

“მიშას ფოტოს ავტვირთავ თუ მელიას, რატომ უნდა გამოიწვიოს ამან არასწორი ფორმა? ვიქნები ქართული ოცნების მტერი!” – მაჩალიკაშვილი

მალხაზ მაჩალიკაშვილი: ერთი სათხოვარი მაქვს ნუ მაიძულებთ სხვა კონტექსტით დავწერო, ან გამოევეხმაურო არა სასურველი ფორმით, არ დავიწყე იმ მესიჯების დამუშავებას, რაც მომწერეს, კი გასაგებია დიდი პატივისცემის გამოხატვის ფორმით ხდება ეს ყველაფერი, და მეც დიდ პატივს გცემთ თითეულს, დარჩენილებსაც და წასულებსაც, ნაც მოძრაობას ვგულისხმობ, ასე თუ ისე მე ამ პარტიასთან მაკავშირებენ, მიუხედავად იმისა ბევრჯერ დამიწერია და […]

რუსთავში, კაცმა ყოფილი ცოლის მანქანა დაწვა და მას დანით ემუქრებოდა

რუსთავში ოჯახური დანაშაულისთვის მამაკაცი დააკავეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, კაცმა ყოფილ ცოლს ჯერ მანქანა დაუზიანა, შემდეგ კი ცეცხლი მოუკიდა და დაწვა. იქამდე, ის ქალს ცივი იარაღით ემუქრებოდა და შერიგებას სთხოვდა. როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ფაქტზე გამოძიება 11 პრიმა 187-ე და 11 პრიმა 151-ე მუხლებით დაიწყო, რაც ოჯახური დანაშაულისთვის პასუხისმგებლობას გულისხმობს.

“საბეჭდი დაზგის შემდეგ, AI ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონებაა” – Microsoft-ის პრეზიდენტი

“წარმატებაც, ისევე როგორც მარცხი, დროებითია” – ამგვარად ეხმიანება Euronews-თან ინტერვიუში Microsoft-ის პრეზიდენტი, ბრედ სმიტი, კომპანიის მიერ ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების ჩამონათვალში Apple-ის ჩანაცვლებას. სმიტი აღნიშნავს, რომ ეს კომპანიის მიზნებში არ შედიოდა. “ვერ ვიტყოდი, რომ მსგავსი რაღაცები ვინმემ მიზნად უნდა დაისახოს, რადგან ეს პროცესი არასტაბილურია. წარმატებაც, ისევე როგორც მარცხი, დროებითია. შესაბამისად, უმჯობესია, მიზნად იმ ტექნოლოგიების წარმოება […]

ქალთა საერთაშორისო დღეს ორბელიანების სასახლეში ფოტოხელოვან ნათელა გრიგალაშვილის გამოფენა გაიმართა

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ორბელიანების სასახლეში ფოტოხელოვან ნათელა გრიგალაშვილის გამოფენა სერიიდან ,,მაღალმთიანი აჭარის ცხოვრება“ გაიმართა, რომლის ერთ-ერთი ფოტოც LE PRIX ANDRÉE MOSER 2024-ის ჯილდოს მფლობელი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. გამოფენაზე პრეზიდენტის მრჩეველმა ოფიციალური ღონისძიებების ორგანიზების საკითხებში ირინა შენგელიამ განაცხადა, როდესაც ნათელა გრიგალაშვილმა ფოტოების გადაღება დაიწყო, ფოტოგრაფობა ჯერ კიდევ ქალის პროფესიად არ ითვლებოდა. […]

გვარამიას გუნდს ყოფილი მოსამართლე, მაია კოპალეიშვილი უერთდება

ნიკა გვარამიას პოლიტიკურ გუნდს, “ახალს” ყოფილი მოსამართლე, მაია კოპალეიშვილი შეუერთდა. ინფორმაცია თავად ნიკა გვარამიამ გაავრცელა სოციალურ ქსელში. მაია კოპალეიშვილს საჯარო უწყებებსა და მოსამართლედ მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მისამართლე და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. სხვადასხვა დროს მუშაობდა იუსტიციისა და განათლების მინისტრების მოადგილის პოზიციაზე. პარალელურად, ეწევა […]